მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591001.
დაბნელება | თავი 6
– პრობლემა გაქვს, – თითოეული სიტყვა დინჯად და ხაზგასმით წარმოვთქვი, – დიდი პრობლემა.
- You are in trouble, - I said slowly, emphasizing each word, - Enormous trouble.
591002.
დაბნელება | თავი 6
გამხეცებული გრიზლები თვინიერ კურდღლებად მოგეჩვენება იმასთან შედარებით, რაც დაბრუნებისას გელოდება.
Angry grizzly bears are going to look tame next to what is waiting for you at home.
591003.
დაბნელება | თავი 6
უხეშად დავკეცე ტელეფონი.
I snapped the phone shut.
591004.
დაბნელება | თავი 6
ელისს გაეცინა.
Alice grinned.
591005.
დაბნელება | თავი 6
– შენი ტყვეობა ძალიან სახალისოა.
- This hostage stuff is fun.
591006.
დაბნელება | თავი 6
– ჩემი ძილის დროა, – განვაცხადე და კიბისკენ გავემართე.
- “I’m going to sleep now, - I announced, heading for the stairs.
591007.
დაბნელება | თავი 6
ელისიც გამომყვა.
Alice tagged along.
591008.
დაბნელება | თავი 6
– ელის, – ამოვიოხრე, – არსად გაქცევას არ ვაპირებ.
- Alice, - I sighed, - I’m not going to sneak out.
591009.
დაბნელება | თავი 6
რომც დავაპირო, მაინც გაიგებ და დამიჭერ.
You would know if I was planning to, and you’d catch me if I tried.
591010.
დაბნელება | თავი 6
– უბრალოდ, გაჩვენებ, სად არის შენი ნივთები, – მითხრა უცოდველი სახით.
- I’m just going to show you where your things are, - she said innocently.
591011.
დაბნელება | თავი 6
ედუარდის ოთახი მესამე სართულის დერეფნის ბოლოს მდებარეობდა, იმხელა სახლშიც კი ადვილად მიაგნებდით.
Edward’s room was at the farthest end of the third floor hallway, hard to mistake even when the huge house had been less familiar.
591012.
დაბნელება | თავი 6
თუმცა, როცა კარი შევაღე და შუქი ავანთე, გავშეშდი.
But when I switched the light on, I paused in confusion.
591013.
დაბნელება | თავი 6
ელისმა ჩაიხითხითა.
Alice giggled.
591014.
დაბნელება | თავი 6
მალევე მივხვდი, რომ იგივე ოთახი იყო, უბრალოდ, ავეჯი გადაეადგილებინათ.
It was the same room, I realized quickly; the furniture had just been rearranged.
591015.
დაბნელება | თავი 6
დივანი ჩრდილოეთ კედელთან იდგა, დიდი სტერეომოწყობილობა კი დისკებით სავსე უზარმაზარი თაროების წინ დაედგათ, ოთახის შუაგულში მდგარი უშველებელი საწოლისთვის სივრცე გაეთავისუფლებინათ.
The couch was pushed to the north wall and the stereo shoved up against the vast shelves of CDs — to make room for the colossal bed that now dominated the central space.
591016.
დაბნელება | თავი 6
სამხრეთ კედლის ნაცვლად ჩასმული მინა ამ სცენას ირეკლავდა და უფრო საშინელს ხდიდა.
The southern wall of glass reflected the scene back like a mirror, making it look twice as bad.
591017.
დაბნელება | თავი 6
საწოლზე გადაფარებული მქრქალი ოქროსფერი საბანი კედლებზე უფრო ნათელი იყო.
The coverlet was a dull gold, just lighter than the walls.
591018.
დაბნელება | თავი 6
საწოლის ჩარჩო ოსტატურად გადახლართული რკინის ორნამენტებით მოეჩუქურთმებინათ, ვაზის ღეროებად გამოკვეთილ ლითონის საბჯენებს ზემოდან ფარდაგი-ტალავერი ეყრდნობოდა.
The frame was black, made of intricately patterned wrought iron, sculpted metal roses wound in vines up the tall posts and formed a bowery lattice overhead.
591019.
დაბნელება | თავი 6
კოხტად დაკეცილი ჩემი პიჟამა სასთუმალთან იდო, იქვე პირადი ჰიგიენის ჩანთა მიედოთ.
My pajamas were folded neatly on the foot of the bed, my bag of toiletries to one side.
591020.
დაბნელება | თავი 6
– ეს რა ჯანდაბაა?
- What the hell is all this?