მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591041.
დაბნელება | თავი 7
– წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რამდენიმე წუთი დამითმო?
- Do you mind talking to me for a few minutes?
591042.
დაბნელება | თავი 7
ხომ არ გაგაღვიძე?
I didn’t wake you or anything, did I?
591043.
დაბნელება | თავი 7
მან ჯერ უზარმაზარ საწოლს შეხედა, შემდეგ – დივანს, რომელზედაც ვისხედით.
Her eyes shifted to the stripped bed and back to my couch.
591044.
დაბნელება | თავი 7
მისმა სიცილმა ზანზალაკების წკრიალივით გაიჟღერა.
She laughed lightly, and it sounded like a chorus of bells.
591045.
დაბნელება | თავი 7
– ედუარდი ისე იშვიათად გტოვებს მარტო, გადავწყვიტე, ამ ხელსაყრელი მომენტით მესარგებლა.
- He so rarely leaves you alone, I figured I’d better make the best of this opportunity.
591046.
დაბნელება | თავი 7
ნეტა ისეთი რა უნდა ეთქვა, რასაც ედუარდის თანდასწრებით ვერ მეტყოდა?
What did she want to say that couldn’t be said in front of Edward?
591047.
დაბნელება | თავი 7
– გთხოვ, არ იფიქრო, რომ შენს საქმეში ვეჩრები, – ნაზად და ლამის მუდარით მითხრა როზალიმ.
- Please don’t think I’m horribly interfering, - Rosalie said, her voice gentle and almost pleading.
591048.
დაბნელება | თავი 7
მან ხელები მუხლებზე დაიწყო და მათ დააშტერდა,
She folded her hands in her lap and looked down at them.
591049.
დაბნელება | თავი 7
– წარსულში ბევრჯერ გაწყენინე, არ მინდა, ეს კიდევ განმეორდეს.
- I’m sure I’ve hurt your feelings enough in the past, and I don’t want to do that again.
591050.
დაბნელება | თავი 7
– ნუ ღელავ, როზალი.
- Don’t worry about it, Rosalie.
591051.
დაბნელება | თავი 7
ისევ გაიცინა, ამჯერად უჩვეულოდ შერცხვენილმა.
She laughed again, sounding oddly embarrassed.
591052.
დაბნელება | თავი 7
– ვეცდები აგიხსნა, თუ რატომ ვფიქრობ, რომ ადამიანად უნდა დარჩე – რატომ დავრჩებოდი ადამიანად, მე რომ შენს ადგილზე ვიყო.
- I’m going to try to tell you why I think you should stay human — why I would stay human if I were you.
591053.
დაბნელება | თავი 7
– ედუარდს თუ მოუყოლია შენთვის, ასეთად როგორ ვიქეცი? – თავის ბრწყინვალე, უბერებელ სხეულზე მიმანიშნა.
- Did Edward ever tell you what led to this? - she asked, gesturing to her glorious immortal body.
591054.
დაბნელება | თავი 7
უეცრად მოღუშულმა, ნელა დავუქნიე თავი.
I nodded slowly, suddenly somber.
591055.
დაბნელება | თავი 7
– მითხრა, რომ დაახლოებით იგივე შეგემთხვა, რაც მე – პორტანჯელესში, ოღონდ შენ მშველელი არავინ გამოგიჩნდა.
He said it was close to what happened to me that time in Port Angeles, only no one was there to save you.
591056.
დაბნელება | თავი 7
გახსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
I shuddered at the memory.
591057.
დაბნელება | თავი 7
– სულ ეს არის, რაც გითხრა?
- Is that really all he told you?
591058.
დაბნელება | თავი 7
– კიდევ არის რამე?
- Was there more?
591059.
დაბნელება | თავი 7
ამომხედა და გამიღიმა, ცივი, სევდიანი, მაგრამ მაინც გამაოგნებლად მშვენიერი გამომეტყველება ჰქონდა.
She looked up at me and smiled, it was a harsh, bitter — but still stunning — expression.
591060.
დაბნელება | თავი 7
– კი, – თქვა.
- Yes, - she said.