მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591101.
დაბნელება | თავი 7
ასაკით შენხელა საამისოდ უკვე მზად ვიყავი.
I was the same age as you, but I was ready for it all.
591102.
დაბნელება | თავი 7
ოღონდ ჩემი სახლი ბევრად განსხვავებული წარმომედგინა.
Only I had a very different kind of house in mind.
591103.
დაბნელება | თავი 7
როზალიმ ამოიხვნეშა და სევდიანი ხმით განაგრძო.
Rosalie sighed, and when she spoke again.
591104.
დაბნელება | თავი 7
– როჩესტერში ერთი დიდგვაროვანი ოჯახი ცხოვრობდა, ბედის ირონიით, გვარად კინგები იყვნენ.
- In Rochester, there was one royal family — the Kings, ironically enough.
591105.
დაბნელება | თავი 7
როის კინგი იმ ბანკის მეპატრონე იყო, რომელშიც მამაჩემი მუშაობდა, მასვე ეკუთვნოდა ყველა მეტ-ნაკლებად შემოსავლიანი ბიზნესი ქალაქში.
Royce King owned the bank my father worked at, and nearly every other really profitable business in town.
591106.
დაბნელება | თავი 7
მისმა ვაჟმა, როის კინგ მეორემ, – მან ეს სახელი კბილებში გამოსცრა, – პირველად სწორედ ბანკში მნახა.
That’s how his son, Royce King the Second, — her mouth twisted around the name, it came out through her teeth — saw me the first time.
591107.
დაბნელება | თავი 7
ორი დღის შემდეგ დედაჩემს ვითომ შემთხვევით დაავიწყდა მამაჩემისთვის სამსახურში სადილის გატანება.
Two days later, my mother conveniently forgot to send my father’s lunch to work with him.
591108.
დაბნელება | თავი 7
მახსოვს, როგორ დავიბენი, როცა დაიჟინა, თეთრი აბრეშუმის კაბა ჩაიცვი და თმა კოხტად დაიხვიეო.
I remember being confused when she insisted that I wear my white organza and roll my hair up.
591109.
დაბნელება | თავი 7
როზალიმ უხალისოდ ჩაიცინა.
Rosalie laughed without humor.
591110.
დაბნელება | თავი 7
– როისის დაჟინებული მზერისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, მე ხომ ყოველთვის ყველა მიყურებდა.
- I didn’t notice Royce watching me particularly, everyone watched me.
591111.
დაბნელება | თავი 7
იმ ღამით პირველად მივიღე ვარდები საჩუქრად.
But that night the first of the roses came.
591112.
დაბნელება | თავი 7
ყოველ საღამოს ვარდების თაიგულს მიგზავნიდა.
Every night of our courtship, he sent a bouquet of roses to me.
591113.
დაბნელება | თავი 7
ჩემი ოთახი სულ ყვავილებით იყო სავსე.
My room was always overflowing with them.
591114.
დაბნელება | თავი 7
ძალიან სიმპათიურ როისს ჩემზე ღია ფერის თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა.
- Royce was handsome, too, he had lighter hair than I did, and pale blue eyes.
591115.
დაბნელება | თავი 7
ერთხელ მითხრა, შენი თვალები იებს მაგონებსო და, ამის შემდეგ ვარდებთან ერთად იების გამოგზავნაც დაიწყო.
He said my eyes were like violets, and then those started showing up alongside the roses.
591116.
დაბნელება | თავი 7
ჩემმა მშობლებმა არჩევანი მომიწონესო, მსუბუქად ნათქვამია.
My parents approved — that’s putting it mildly.
591117.
დაბნელება | თავი 7
ისინი სწორედ ამაზე ოცნებობდნენ, როისი კი სწორედ ის იყო, ვისზეც მე ვოცნებობდი.
This was everything they’d dreamed of and Royce seemed to be everything I’d dreamed of.
591118.
დაბნელება | თავი 7
ზღაპრული პრინცი, რომელსაც პრინცესად უნდა ვექციე.
The fairy tale prince, come to make me a princess.
591119.
დაბნელება | თავი 7
გაცნობიდან ორი თვეც არ იქნებოდა გასული, რომ დავინიშნეთ.
We were engaged before I’d known him for two months.
591120.
დაბნელება | თავი 7
სხვებისგან განცალკევებით დიდ დროს არ ვატარებდით.
We didn’t spend a great deal of time alone with each other.