მოიძებნა 668043 ჩანაწერი
591081.
დაბნელება | თავი 7
როგორც იტყვიან, მაღალ საზოგადოებაში გამოჩენას, სოციალურ კიბეზე აღმასვლას ესწრაფოდნენ.
They had social aspirations — social climbers, I suppose you could call them.
591082.
დაბნელება | თავი 7
ჩემი სილამაზე მათთვის ნამდვილი ძღვენი იყო.
My beauty was like a gift to them.
591083.
დაბნელება | თავი 7
ჩემს გარეგნობაში ისინი უფრო მეტ პოტენციალს ხედავდნენ, ვიდრე მე.
They saw so much more potential in it than I did.
591084.
დაბნელება | თავი 7
მათგან განსხვავებით, მე საკუთარი, როზალი ჰეილის ცხოვრებით, კმაყოფილი ვიყავი.
They weren’t satisfied, but I was, I was thrilled to be me, to be Rosalie Hale.
591085.
დაბნელება | თავი 7
ძალიან მსიამოვნებდა, რომ მას მერე, რაც თორმეტისა შევსრულდი, ქუჩაში მამაკაცები თვალს მაყოლებდნენ, ჩემი დაქალები შურით იწვოდნენ, როცა ჩემს თმას ეხებოდნენ, რომ დედა ჩემით ამაყობდა, ხოლო მამა ჩემთვის ლამაზ ტანსაცმელს ყიდულობდა.
Pleased that men’s eyes watched me everywhere I went, from the year I turned twelve, delighted that my girlfriends sighed with envy when they touched my hair, happy that my mother was proud of me and that my father liked to buy me pretty dresses.
591086.
დაბნელება | თავი 7
ვიცოდი, ცხოვრებისგან რა მინდოდა და ყოველთვის ვიღებდი ყველაფერს.
I knew what I wanted out of life, and there didn’t seem to be any way that I wouldn’t get exactly what I wanted.
591087.
დაბნელება | თავი 7
მსურდა, ყველასთვის საყვარელი და სასურველი ვყოფილიყავი.
I wanted to be loved, to be adored.
591088.
დაბნელება | თავი 7
მინდოდა, ყვავილების უზარმაზარი თაიგულებით მორთული დიდი ქორწილი გადამეხადა, მთელ ქალაქს ენახა, როგორ მივყავდი მამაჩემს საკურთხეველთან და ყველას ეღიარებინა, რომ მე ამქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგო ვიყავი.
I wanted to have a huge, flowery wedding, where everyone in town would watch me walk down the aisle on my father’s arm and think I was the most beautiful thing they’d ever seen.
591089.
დაბნელება | თავი 7
სულელი და ფუქსავატი ვიყავი, მაგრამ ბედნიერი.
I was silly and shallow, but I was content.
591090.
დაბნელება | თავი 7
ჩაიცინა საკუთარი თავის შეფასებისას.
She smiled, amused at her own evaluation.
591091.
დაბნელება | თავი 7
– ჩემი მშობლების შემხედველი, მეც მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე ვფიქრობდი.
- My parents’ influence had been such that I also wanted the material things of life.
591092.
დაბნელება | თავი 7
მინდოდა, მქონოდა დიდი, მდიდრული სახლი მოხდენილი ავეჯით, რომელსაც ვინმე სხვა დაასუფთავებდა, და თანამედროვე სამზარეულოთი, სადაც სადილს ვინმე სხვა მოამზადებდა.
I wanted a big house with elegant furnishings that someone else would clean and a modern kitchen that someone else would cook in.
591093.
დაბნელება | თავი 7
თუმცა, იყო რაღაც-რაღაცები, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
There were a few things I wanted that were more meaningful.
591094.
დაბნელება | თავი 7
ჩემს საუკეთესო მეგობარს ვერა ერქვა.
My very closest friend was a girl named Vera.
591095.
დაბნელება | თავი 7
ძალიან ადრე, ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა.
She married young, just seventeen.
591096.
დაბნელება | თავი 7
ცოლად ისეთ ადამიანს გაჰყვა, რომელსაც ჩემი მშობლები არასდროს გამაყოლებდნენ, დურგალს.
She married a man my parents would never have considered for me — a carpenter.
591097.
დაბნელება | თავი 7
ერთი წლის შემდეგ შვილი ეყოლათ, ლამაზი ბიჭუნა ფოსოებიანი ლოყებითა და შავი ხუჭუჭა თმით.
A year later she had a son, a beautiful little boy with dimples and curly black hair.
591098.
დაბნელება | თავი 7
მაშინ ცხოვრებაში პირველად შემშურდა სხვისი.
It was the first time I’d ever felt truly jealous of anyone else in my entire life.
591099.
დაბნელება | თავი 7
მან თავისი უძირო თვალებით შემომხედა.
She looked at me with unfathomable eyes.
591100.
დაბნელება | თავი 7
– მაშინ სხვა დრო იყო.
- It was a different time.