მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592561.
დაბნელება | თავი 10
ქურთუკი მომაწოდა.
He held jacket out for me.
592562.
დაბნელება | თავი 10
ღრმად ჩავისუნთქე, თმა უკან გადავიყარე და ჩაფხუტი დავიხურე.
With a deep sigh, I flipped my hair back and stuffed the helmet on my head.
592563.
დაბნელება | თავი 10
შემდეგ ქურთუკის სახელოებში გავყავი ხელები.
Then I shoved my arms through the sleeves of the jacket.
592564.
დაბნელება | თავი 10
ელვაშესაკრავი შემიკრა და ტუჩებზე ღიმილგადაფენილმა უკან გადადგა ნაბიჯი, რათა უკეთ დავეთვალიერებინე.
He zipped me in, a smile playing around the corners of his lips, and took a step back.
592565.
დაბნელება | თავი 10
თავი გაბერილად ვიგრძენი.
I felt bulky.
592566.
დაბნელება | თავი 10
– სიმართლე მითხარი, საშინლად გამოვიყურები?
- Be honest, how hideous do I look?
592567.
დაბნელება | თავი 10
კიდევ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ტუჩები აიბზუა.
He took another step back and pursed his lips.
592568.
დაბნელება | თავი 10
– ეგრე ცუდად? – ჩავიბურტყუნე.
- That bad? - I muttered.
592569.
დაბნელება | თავი 10
– არა, არა, ბელა, სხვათა შორის... – საჭირო სიტყვის შესარჩევად დაფიქრდა.
- No, no, Bella. actually... - he seemed to be struggling for the right word.
592570.
დაბნელება | თავი 10
– ძალიან სექსუალურად გამოიყურები.
- You look sexy.
592571.
დაბნელება | თავი 10
ხმამაღლა გამეცინა.
I laughed out loud.
592572.
დაბნელება | თავი 10
– ამას იმიტომ მეუბნები, რომ ეს ქურთუკი და ჩაფხუტი ვატარო.
- You are just saying that so that I’ll wear it.
592573.
დაბნელება | თავი 10
ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.
He wrapped his arms around me and pulled me against his chest.
592574.
დაბნელება | თავი 10
– ისეთი სულელი ხარ, მგონი, სწორედ ესაა შენი მომხიბვლელობა.
- You’re silly, I suppose that’s part of your charm.
592575.
დაბნელება | თავი 10
თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ამ ჩაფხუტს მართლაც აქვს ნაკლი.
Though, I’ll admit it, this helmet does have its drawbacks.
592576.
დაბნელება | თავი 10
ჩაფხუტი მომხსნა, რათა ჩემთვის ეკოცნა.
And then he pulled the helmet off so that he could kiss me.
592577.
დაბნელება | თავი 10
მოგვიანებით, როცა ედუარდს ლა-პუშში მივყავდი, დეჟა-ვიუს განცდა დამეუფლა.
As Edward drove me toward La Push a little while later, I realized that this unprecedented situation felt oddly familiar.
592578.
დაბნელება | თავი 10
– იცი, რა გამახსენდა?
- You know what this reminds me of?
592579.
დაბნელება | თავი 10
– ზაფხულობით როგორ მოვყავდი რენეს ჩარლისთან.
- It’s just like when I was a kid and Renée would pass me off to Charlie for the summer.
592580.
დაბნელება | თავი 10
თავი ისევ შვიდი წლის ბავშვი მგონია.
I feel like a sevenyear- old.