მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592621.
დაბნელება | თავი 11
– ჰო, კაი, – გაეცინა ჯეიკობს, – ვხუმრობ, პოლ.
- Sheesh, - Jacob laughed, - Kidding, Paul.
592622.
დაბნელება | თავი 11
ხელნაკეთი შამფური კოცონის მეორე მხარეს ისროლა.
He flipped the homemade skewer across the circle.
592623.
დაბნელება | თავი 11
მეგონა, ჰოთ-დოგი ქვიშაში ჩაერჭობოდა, მაგრამ პოლმა ძალიან მოხერხებულად დაიჭირა.
I expected it to land hotdog- first in the sand, but Paul caught it neatly.
592624.
დაბნელება | თავი 11
ასეთ ხელმარჯვე ხალხთან ყოფნა ნელ-ნელა მაკომპლექსებდა.
Hanging out with extremely dexterous people all the time was going to give me a complex.
592625.
დაბნელება | თავი 11
– გმადლობ, მეგობარო, – მაშინვე მიავიწყდა პოლს წამის წინანდელი წყენა.
- Thanks, man, - Paul said, already over his brief fit of temper.
592626.
დაბნელება | თავი 11
ცეცხლი ტკაცუნებდა.
The fire crackled.
592627.
დაბნელება | თავი 11
უცებ ქარმა დაუბერა და ბნელ ცაში ნარინჯისფერი ნაპერწკლები ავარდა.
Sparks blew up in a sudden puff of brilliant orange against the black sky.
592628.
დაბნელება | თავი 11
უცნაურია, სულ არ შემიმჩნევია, მზე როგორ ჩავიდა.
Funny, I hadn’t noticed that the sun had set.
592629.
დაბნელება | თავი 11
ჩემს ქვილიუტელ მეგობრებთან დროის გატარება იმაზე სასიამოვნო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.
It was easier being with my Quileute friends than I’d expected.
592630.
დაბნელება | თავი 11
როცა ჩემს მოტოს ჯეიკობის გარაჟში ვტოვებდით, მან სინანულით აღნიშნა, ჩაფხუტის დახურვა კარგი იდეა იყო და აქამდე თავადაც უნდა მომეფიქრებინაო.
While Jacob and I had dropped off my bike at the garage — and he had admitted ruefully that the helmet was a good idea that he should have thought of himself.
592631.
დაბნელება | თავი 11
ამ დროს მე იმაზე ვღელავდი, მაქციები მოღალატედ ჩამთვლიდნენ, მათ კოცონთან რომ გამოვჩნდებოდი.
I’d started to worry about showing up with him at the bonfire, wondering if the werewolves would consider me a traitor now.
592632.
დაბნელება | თავი 11
ჯეიკობს რომ გასწყრომოდნენ ჩემი დაპატიჟების გამო?
Would they be angry with Jacob for inviting me?
592633.
დაბნელება | თავი 11
თუმცა, როცა ჯეიკობმა ტყიდან ლამის ძალით გამომათრია და ბორცვის წვერზე დანთებული კოცონის გარშემო შეკრებილებს მივუახლოვდით, ყველაფერი ლაღად განვითარდა.
But when Jacob had towed me out of the forest to the clifftop meeting place — where the fire already roared brighter than the cloud-obscured sun — it had all been very casual and light.
592634.
დაბნელება | თავი 11
– სალამი, ვამპირის შეყვარებულო! – ხმამაღლა მომესალმა ემბრი.
- Hey, vampire girl! - Embry had greeted me loudly.
592635.
დაბნელება | თავი 11
ქვილი წამოხტა და ლოყაზე მაკოცა.
Quil had jumped up and kiss me on the cheek.
592636.
დაბნელება | თავი 11
ემილიმ ხელი ძლიერად ჩამომართვა, როცა მისი და სემის გვერდით დავჯექი ცივ მიწაზე.
Emily had squeezed my hand when we’d sat on the cool stone ground beside her and Sam.
592637.
დაბნელება | თავი 11
რამდენიმეს (უმეტესად პოლი აქტიურობდა) ვითომ სახუმარო რეპლიკების მიუხედავად, იმაზე, რომ სისხლისმსმელების სუნად ვყარდი, ყველა უშუალოდ მექცეოდა.
Other than a few teasing complaints — mostly by Paul — about keeping the bloodsucker stench downwind, I was treated like someone who belonged.
592638.
დაბნელება | თავი 11
შეკრებას მხოლოდ ახალგაზრდები არ ესწრებოდნენ.
It wasn’t just kids in attendance, either.
592639.
დაბნელება | თავი 11
ბილიც იქ იყო.
Billy was here.
592640.
დაბნელება | თავი 11
მისი ინვალიდის ეტლი, შეიძლება ითქვას, წრის თავში იდგა.
His wheelchair stationed at what seemed the natural head of the circle.