მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592701.
დაბნელება | თავი 11
ჩვენი ტომი მცირერიცხოვანი იყო, ოკეანის სანაპირო კი – თევზით სავსე.
But the tribe was small, and the harbor was rich in fish.
592702.
დაბნელება | თავი 11
სხვებსაც მოუნდათ ამ მიწების მისაკუთრება.
There were others who coveted our land.
592703.
დაბნელება | თავი 11
მრავალრიცხოვანმა ტომმა შემოგვიტია, ტერიტორიის დაცვა არ შეგვეძლო და ნავებით ვცადეთ გაქცევა.
A larger tribe moved against us, and we took to our ships to escape them.
592704.
დაბნელება | თავი 11
კაჰელეჰა პირველი მეომარი სული არ ყოფილა, მაგრამ უფრო ადრინდელების სახელები აღარ გვახსოვს.
Kaheleha was not the first spirit warrior, but we do not remember the stories that came before his.
592705.
დაბნელება | თავი 11
არ გვახსოვს, პირველმა ვინ აღმოაჩინა ეს ძალა, ან როგორ იყენებდა მას.
We do not remember who was the first to discover this power, or how it had been used.
592706.
დაბნელება | თავი 11
კაჰელეჰა პირველი ბელადი სული იყო ჩვენს ისტორიაში.
Kaheleha was the first great Spirit Chief in our history.
592707.
დაბნელება | თავი 11
საშიშროების ჟამს, კაჰელეჰამ მაგია ჩვენი მიწის დასაცავად გამოიყენა.
In this emergency, Kaheleha used the magic to defend our land.
592708.
დაბნელება | თავი 11
ის და მისი მეომრები ნავებიდან გადმოხტნენ – მათი სულები და არა სხეულები.
He and all his warriors left the ship — not their bodies, but their spirits.
592709.
დაბნელება | თავი 11
სხეულებს ცოლები იცავდნენ, ხოლო სულები ნაპირზე დაბრუნდნენ.
Their women watched over the bodies and tthe men took their spirits back to our harbor.
592710.
დაბნელება | თავი 11
მათ არ შეეძლოთ, ფიზიკურად შეხებოდნენ მტერს, მაგრამ ბრძოლისთვის სხვა საშუალებები გააჩნდათ.
They could not physically touch the enemy,, but they had other ways.
592711.
დაბნელება | თავი 11
თქმულებების მიხედვით, მეომარ სულებს ქარიშხლის გამოწვევა შეეძლოთ.
The stories tell us that they could blow fierce winds into their enemy’s camps.
592712.
დაბნელება | თავი 11
ქარში ხმამაღლა გაჰკიოდნენ და მტრებს შიშის ზარს სცემდნენ.
They could make a great screaming in the wind that terrified their foes.
592713.
დაბნელება | თავი 11
ლეგენდები ასევე გვიამბობს, რომ ცხოველები მეომარ სულებს ხედავდნენ და მათ ბრძანებებსაც ემორჩილებოდნენ.
The stories also tell us that the animals could see the spirit warriors and understand them, the animals would do their bidding.
592714.
დაბნელება | თავი 11
კაჰელეჰამ სულების არმიით შეუტია თავდამსხმელებს.
Kaheleha took his spirit army and wreaked havoc on the intruders.
592715.
დაბნელება | თავი 11
დამპყრობელ ტომს სქელბეწვიანი უზარმაზარი ძაღლები ჰყავდა, რომელთაც მარხილებში შესაბმელად იყენებდნენ.
This invading tribe had packs of big, thick-furred dogs that they used to pull their sleds.
592716.
დაბნელება | თავი 11
მეომარმა სულებმა ისინი პატრონებს მიუქსიეს, შემდეგ ღამურები გამოიძახეს კლდოვანი გამოქვაბულებიდან.
The spirit warriors turned the dogs against their masters and then brought a mighty infestation of bats up from the cliff caverns.
592717.
დაბნელება | თავი 11
ზუზუნა ქარი გამოიყენეს მტრის დასაბნევად.
They used the screaming wind to aid the dogs in confusing the enemy.
592718.
დაბნელება | თავი 11
ძაღლებმა და ღამურებმა ბრძოლა მოიგეს.
The dogs and bats won.
592719.
დაბნელება | თავი 11
გადარჩენილები გაიქცნენ და ჩვენს ნავსადგურს დაწყევლილი ადგილი შეარქვეს.
The survivors scattered, calling our harbor a cursed place.
592720.
დაბნელება | თავი 11
ბრძოლის დამთავრების შემდეგ მეომარმა სულებმა ძაღლები გაუშვეს.
The dogs ran wild when the spirit warriors released them.