მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592641.
დაბნელება | თავი 11
მისგან მარჯვნივ, გასაშლელ სკამზე, ქვილის ბებერი და ჭაღარა პაპა იჯდა.
Beside him on a folding lawn chair, looking quite brittle, was Quil’s ancient, white-haired grandfather, Old Quil.
592642.
დაბნელება | თავი 11
მეორე მხარეს, ჩარლის მეგობარი ჰარის ქვრივი, სიუ ქლიარუოტერი იჯდა.
Sue Clearwater, widow of Charlie’s friend Harry, had a chair on his other side.
592643.
დაბნელება | თავი 11
შეკრებას სიუს შვილები, ლეა და სეთიც ესწრებოდნენ და სხვა დანარჩენებივით მიწაზე ისხდნენ.
Her two children, Leah and Seth, were also there, sitting on the ground like the rest of us.
592644.
დაბნელება | თავი 11
ჩემდა გასაკვირად, სამივე ქლიარუოტერისთვის გაემხილათ ტომის საიდუმლო.
This surprised me, but all three were clearly in on the secret now.
592645.
დაბნელება | თავი 11
ბილი და მოხუცი ქვილი ისე ელაპარაკებოდნენ სიუს, რომ ეტყობოდა, ქმრის ადგილი საბჭოში მას ჰქონდა დაკავებული.
From the way Billy and Old Quil spoke to Sue, it sounded to me like she’d taken Harry’s place on the council.
592646.
დაბნელება | თავი 11
საინტერესოა, მისი შვილებიც ამის გამო გახდნენ ლა-პუშის საიდუმლო საზოგადოების წევრები?
Did that make her children automatic members of La Push’s most secret society?
592647.
დაბნელება | თავი 11
ლეა ალბათ თავს საშინლად გრძნობდა, რადგან სემისა და ემილის პირდაპირ იჯდა.
I wondered how horrible it was for Leah to sit across the circle from Sam and Emily.
592648.
დაბნელება | თავი 11
მის ლამაზ სახეზე არავითარი ემოცია არ იკითხებოდა, მაგრამ ცეცხლს თვალს არ წყვეტდა.
Her lovely face betrayed no emotion, but she never looked away from the flames.
592649.
დაბნელება | თავი 11
ლეას იდეალური სახის ნაკვთებს ემილის დასახიჩრებულ სახეს ვადარებდი.
Looking at the perfection of Leah’s features, I couldn’t help but compare them to Emily’s ruined face.
592650.
დაბნელება | თავი 11
ახლა, როცა უკვე იცოდა სიმართლე, ნეტა ლეა ემილის იარებზე რას ფიქრობდა?
What did Leah think of Emily’s scars, now that she knew the truth behind them?
592651.
დაბნელება | თავი 11
პატარა სეთ ქლიარუოტერი სულაც აღარ იყო პატარა.
Little Seth Clearwater wasn’t so little anymore.
592652.
დაბნელება | თავი 11
თავისი ფართო ღიმილითა და ტლანქი სხეულით ძალიან მაგონებდა გამაქციებამდელ ჯეიკობს.
With his huge, happy grin and his long, gangly build, he reminded me very much of a younger Jacob.
592653.
დაბნელება | თავი 11
მათი მსგავსების შემჩნევაზე ჯერ გამეცინა და მერე ამოვიოხრე.
The resemblance made me smile, and then sigh.
592654.
დაბნელება | თავი 11
ნუთუ, სხვა ბიჭების მსგავსად, სეთის ცხოვრებაც ძირეულად უნდა შეცვლილიყო?
Was Seth doomed to have his life change as drastically as the rest of these boys?
592655.
დაბნელება | თავი 11
ნუთუ სწორედ ასეთი მომავლის გამო დაუშვეს ის და მისი ოჯახი ამ შეკრებაზე?
Was that future why he and his family were allowed to be here?
592656.
დაბნელება | თავი 11
მთელი ხროვა კოცონს შემოსხდომოდა: სემი ემილისთან ერთად, პოლი, ემბრი, ქვილი, ჯარედი კიმთან, აღბეჭდილ გოგონასთან ერთად.
The whole pack was there: Sam with his Emily, Paul, Embry, Quil, and Jared with Kim, the girl he’d imprinted upon.
592657.
დაბნელება | თავი 11
ერთი შეხედვით, კიმი უბრალო გოგონად მომეჩვენა.
My first impression of Kim was that she was a plain girl.
592658.
დაბნელება | თავი 11
ფართო სახე ჰქონდა, დიდი ყვრიმალები და შედარებით წვრილი თვალები.
She had a wide face, mostly cheekbones, with eyes too small to balance them out.
592659.
დაბნელება | თავი 11
გრძელი ცხვირი და პირი სილამაზის ტრადიციულ კრიტერიუმებს ნაკლებად აკმაყოფილებდა.
Her nose and mouth were both too broad for traditional beauty.
592660.
დაბნელება | თავი 11
ქარი, რომელიც ბორცვის თხემზე, როგორც ჩანდა, არასდროს ცხრებოდა, სწორ შავ თმას უწეწავდა.
Her flat black hair was thin and wispy in the wind that never seemed to let up atop the cliff.