მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592741.
დაბნელება | თავი 11
იქ თავის სხეულს ტოვებდა და მისი სული ტყეებსა და სანაპიროებს ზვერავდა, რათა მტერი მოულოდნელად არსაიდან დასხმოდა თავს.
He would leave his body behind and sweep down through the forests and along the coast, making sure no threat approached.
592742.
დაბნელება | თავი 11
ერთხელ, როცა ტაჰა აკი თავისი მოვალეობის შესასრულებლად წავიდა, უტლაპა უჩუმრად უკან აედევნა.
One day when Taha Aki left to perform this duty, Utlapa followed.
592743.
დაბნელება | თავი 11
თავიდან უტლაპას მხოლოდ მისი მოკვლა ჰქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს გეგმა უნაკლო არ იყო.
At first, Utlapa simply planned to kill the chief, but this plan had its drawbacks.
592744.
დაბნელება | თავი 11
მეომარი სულები აუცილებლად მოინდომებდნენ მის სიკვდილით დასჯას და მათ ვერსად გაექცეოდა.
Surely the spirit warriors would seek to destroy him, and they could follow faster than he could escape.
592745.
დაბნელება | თავი 11
სანამ ჩასაფრებული თვალს ადევნებდა, როგორ ტოვებდა ბელადი სხეულს, სხვა გეგმა მოაფიქრდა.
As he hid in the rocks and watched the chief prepare to leave his body, another plan occurred to him.
592746.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკიმ საიდუმლო ადგილას დატოვა სხეული და ქარს გაჰყვა მიდამოს დასაზვერად.
Taha Aki left his body in the secret place and flew with the winds to keep watch over his people.
592747.
დაბნელება | თავი 11
უტლაპამ დაიცადა, სანამ სული საკმარისად არ დაშორდა თავის სხეულს.
Utlapa waited until he was sure the chief had traveled some distance with his spirit self.
592748.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკიმ მაშინვე იგრძნო, რომ უტლაპამ სულების სამყაროში შეაბიჯა და საშინელ ჩანაფიქრსაც მიუხვდა.
Taha Aki knew it the instant that Utlapa had joined him in the spirit world, and he also knew Utlapa’s murderous plan.
592749.
დაბნელება | თავი 11
სასწრაფოდ გაიქცა საიდუმლო ადგილისკენ, მაგრამ თვით ქარიც კი არ იყო იმდენად სწრაფი, რომ გადარჩენაში დახმარებოდა.
He raced back to his secret place, but even the winds weren’t fast enough to save him.
592750.
დაბნელება | თავი 11
როცა დაბრუნდა, სხეული თავის ადგილზე აღარ დახვდა.
When he returned, his body was already gone.
592751.
დაბნელება | თავი 11
უტლაპას სხეული იქვე ეგდო, მაგრამ უტლაპას საკუთარი სხეულისთვის ტაჰა აკის ხელებით გამოეჭრა ყელი, რათა ტაჰა აკი მასში არ ჩასახლებულიყო.
Utlapa’s body lay abandoned, but Utlapa had not left Taha Aki with an escape — he had cut his own body’s throat with Taha Aki’s hands.
592752.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკი თავის სხეულს გაეკიდა.
Taha Aki followed his body down the mountain.
592753.
დაბნელება | თავი 11
უტლაპას უყვიროდა, მაგრამ ის ყურს არ უგდებდა.
He screamed at Utlapa, but Utlapa ignored him.
592754.
დაბნელება | თავი 11
სასოწარკვეთილი ტაჰა აკის თვალწინ უტლაპამ ქვილიუტების ბელადის ადგილი დაიკავა.
Taha Aki watched with despair as Utlapa took his place as chief of the Quileutes.
592755.
დაბნელება | თავი 11
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უტლაპა ყველანაირად ცდილობდა, ტაჰა აკივით მოქცეულიყო, რათა ეჭვი არავის შეჰპაროდა.
For a few weeks, Utlapa did nothing but make sure that everyone believed he was Taha Aki.
592756.
დაბნელება | თავი 11
შემდეგ კი ცვლილებების განხორციელება დაიწყო.
Then the changes began.
592757.
დაბნელება | თავი 11
უტლაპას პირველი ბრძანება მეომრებისთვის სულების სამყაროში გადასვლის აკრძალვა იყო.
Utlapa’s first edict was to forbid any warrior to enter the spirit world.
592758.
დაბნელება | თავი 11
მან განაცხადა, რომ ხიფათის მოახლოება იხილა, სინამდვილეში კი ეშინოდა.
He claimed that he’d had a vision of danger, but really he was afraid.
592759.
დაბნელება | თავი 11
უტლაპამ იცოდა, რომ ტაჰა აკის სული დანარჩენებისთვის ყველაფრის მოყოლას ეცდებოდა.
He knew that Taha Aki would be waiting for the chance to tell his story.
592760.
დაბნელება | თავი 11
თვითონაც ეშინოდა სულების სამყაროში შესვლის, რადგან ტაჰა აკი მაშინვე დაიბრუნებდა თავის სხეულს.
Utlapa was also afraid to enter the spirit world himself, knowing Taha Aki would quickly claim his body.