მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592801.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის სხეული ბევრად ძლიერი იყო მოხუცი იუტისაზე.
Taha Aki’s body was strong, and Yut was weak with age.
592802.
დაბნელება | თავი 11
იუტმა ერთი სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო, უტლაპამ ყველას თვალწინ ისე დაადუმა სამუდამოდ.
Yut could not say even one word to warn the others before Utlapa silenced him forever.
592803.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკიმ დაინახა, როგორ გაფრინდა იუტის სული საიქიოში, რომელიც ტაჰა აკისთვის სამარადისოდ დახშული იყო.
Taha Aki watched as Yut’s spirit slipped away to the final lands that were barred to Taha Aki for all eternity.
592804.
დაბნელება | თავი 11
მანამდე განუცდელმა მრისხანებამ მოიცვა და ისევ დიდი მგლის სხეულში დაბრუნდა, რათა უტლაპასთვის ყელი გამოეღადრა.
He felt a great rage, more powerful than anything he’d felt before, he entered the big wolf again, meaning to rip Utlapa’s throat out.
592805.
დაბნელება | თავი 11
მაგრამ, როცა მგელს შეუერთდა, უდიდესი სასწაული მოხდა.
But, as he joined the wolf, the greatest magic happened.
592806.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის რისხვა ადამიანის რისხვა იყო.
Taha Aki’s anger was the anger of a man.
592807.
დაბნელება | თავი 11
სიყვარული, რასაც საკუთარი ხალხის მიმართ გრძნობდა და სიძულვილი, რასაც მათი მჩაგვრელის მიმართ განიცდიდა, ზედმეტად მძიმე, ზედმეტად ადამიანური იყო მგლისთვის.
The love he had for his people and the hatred he had for their oppressor were too vast for the wolf’s body, too human.
592808.
დაბნელება | თავი 11
მგელი აცახცახდა და გაოგნებული მეომრების თვალწინ, ადამიანად იქცა.
The wolf shuddered, and — before the eyes of the shocked warriors — transformed into a man.
592809.
დაბნელება | თავი 11
ეს ახალი კაცი ტაჰა აკის სხეულს არ ჰგავდა.
The new man did not look like Taha Aki’s body.
592810.
დაბნელება | თავი 11
ის უფრო ძლევამოსილი იყო.
He was far more glorious.
592811.
დაბნელება | თავი 11
ის ტაჰა აკის სულის ხორცშესხმული განსახიერება იყო.
He was the flesh interpretation of Taha Aki’s spirit.
592812.
დაბნელება | თავი 11
მეომრებმა მაშინვე იცნეს ის, რადგან ტაჰა აკის სულთან ერთად ადრე ხშირად მოგზაურობდნენ.
The warriors recognized him at once, though, for they had flown with Taha Aki’s spirit.
592813.
დაბნელება | თავი 11
უტლაპამ გაქცევა სცადა, მაგრამ ახლად განსხეულებულ ტაჰა აკის მგლის ძალა ჰქონდა.
Utlapa tried to run, but Taha Aki had the strength of the wolf in his new body.
592814.
დაბნელება | თავი 11
მანამ ამოხადა სული, სანამ ის მიტაცებული სხეულის დატოვებას მოასწრებდა.
He crushed the spirit from him before he could jump out of the stolen body.
592815.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკიმ სწრაფადვე მოაწესრიგა ყველაფერი, თავის ხალხთან ერთად დაიწყო მუშაობა, ხოლო ახალგაზრდა ცოლები საკუთარ ოჯახებში დააბრუნა.
Taha Aki quickly set everything right, working again with his people and giving the young wives back to their families.
592816.
დაბნელება | თავი 11
ერთადერთი აკრძალვა, რომელიც არ გაუუქმებია, სულების მოგზაურობა იყო.
The only change he kept in place was the end of the spirit travels.
592817.
დაბნელება | თავი 11
ასე შეწყვიტეს მეომარმა სულებმა არსებობა.
The spirit warriors were no more.
592818.
დაბნელება | თავი 11
მას შემდეგ ტაჰა აკი უფრო მეტი იყო, ვიდრე მგელი ან ადამიანი.
From that point on, Taha Aki was more than either wolf or man.
592819.
დაბნელება | თავი 11
საკუთარი ხალხი მას „ტაჰა აკი დიდ მგელს“ ან „ტაჰა აკი დიდ სულს“ უწოდებდა.
They called him Taha Aki the Great Wolf, or Taha Aki the Spirit Man.
592820.
დაბნელება | თავი 11
ის მრავალი წლის განმავლობაში მართავდა ტომს, რადგან არ ბერდებოდა.
He led the tribe for many, many years, for he did not age.