მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592821.
დაბნელება | თავი 11
როცა რამე ხიფათი დაემუქრებოდა, მგლად იქცეოდა და მტერს ებრძოდა ან აშინებდა.
When danger threatened, he would resume his wolf-self to fight or frighten the enemy.
592822.
დაბნელება | თავი 11
ხალხი მშვიდობიანად ცხოვრობდა.
The people dwelt in peace.
592823.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის უამრავი ვაჟი ეყოლა.
Taha Aki fathered many sons.
592824.
დაბნელება | თავი 11
გაირკვა, რომ დავაჟკაცების შემდეგ მათაც შეეძლოთ მგლებად გადაქცევა.
Some of these found that, after they had reached the age of manhood, they, too, could transform into wolves.
592825.
დაბნელება | თავი 11
ყველა მგელი განსხვავებული იყო, რადგან ისინი მგლის ფორმის სულები იყვნენ და იმ ადამიანს აირეკლავდნენ, რომელშიც ცხოვრობდნენ.
The wolves were all different, because they were spirit wolves and reflected the man they were inside.
592826.
დაბნელება | თავი 11
– აი, თურმე რატომ ყოფილა სემი სულ შავი, – შენიშნა ქვილმა ღიმილით, – შავი გული, შავი ბეწვი.
- So that’s why Sam is all black, - Quil muttered under his breath, grinning, - Black heart, black fur.
592827.
დაბნელება | თავი 11
იმდენად გატაცებული ვიყავი ლეგენდის მოსმენით, რომ თითქმის ჩამქრალ კოცონთან რეალობაში დაბრუნება ცოტათი გამიჭირდა.
I was so involved in the story, it was a shock to come back to the present, to the circle around the dying fire.
592828.
დაბნელება | თავი 11
კიდევ უფრო განმაცვიფრა იმის გააზრებამ, რომ კოცონის ირგვლივ ტაჰა აკის შორეული შთამომავლები ისხდნენ.
With another shock, I realized that the circle was made up of Taha Aki’s great — to however many degrees — grandsons.
592829.
დაბნელება | თავი 11
– და შენი შოკოლადისფერი ბეწვი რას ირეკლავს?
- And your chocolate fur reflects what?
592830.
დაბნელება | თავი 11
– როგორი ძალიან ტკბილი ხარ?
- How sweet you are?
592831.
დაბნელება | თავი 11
ბილიმ მათ ხუმრობებს ყურადღება არ მიაქცია.
Billy ignored their jibes.
592832.
დაბნელება | თავი 11
– ტაჰა აკის რამდენიმე ვაჟიც მეომარი გახდა და აღარც ისინი ბერდებოდნენ.
- Some of the sons became warriors with Taha Aki, and they no longer aged.
592833.
დაბნელება | თავი 11
სხვებმა, რომლებსაც ტრანსფორმირება არ მოსწონდათ, მგელკაცთა ხროვაში ჩართვაზე უარი განაცხადეს.
Others, who did not like the transformation, refused to join the pack of wolf-men.
592834.
დაბნელება | თავი 11
ასეთებს სიბერე შეეტყოთ და ტომში მიხვდნენ, რომ როგორც კი მგელკაცები მგლის სულად გადაქცევაზე უარს იტყოდნენ, ისინიც დაბერდებოდნენ.
These began to age again, and the tribe discovered that the wolf-men could grow old like anyone else if they gave up their spirit wolves.
592835.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკი ადამიანთა სამი თაობის ცვლილებას მოესწრო.
Taha Aki had lived the span of three old men’s lives.
592836.
დაბნელება | თავი 11
პირველი ორი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მესამე ცოლი შეირთო და ამჯერად ნამდვილი სულიერი ნახევარი იპოვა.
He had married a third wife after the deaths of the first two, and found in her his true spirit wife.
592837.
დაბნელება | თავი 11
მას სხვებიც უყვარდა, მაგრამ მესამე სრულიად განსხვავებული იყო.
Though he had loved the others, this was something else.
592838.
დაბნელება | თავი 11
ამიტომაც გადაწყვიტა მგლის სულად გადაქცევაზე უარი ეთქვა, რათა თავის მასთან ერთად მომკვდარიყო.
He decided to give up his spirit wolf so that he would die when she did.
592839.
დაბნელება | თავი 11
აი, ასე გაგვიჩნდა ეს მაგიური ძალა, მაგრამ ჩვენი ამბავი აქ არ სრულდება...
That is how the magic came to us, but it is not the end of the story....
592840.
დაბნელება | თავი 11
ბილიმ მოხუც ქვილ ატეარას შეხედა, რომელიც მხრებში გაიშალა.
He looked at Old Quil Ateara, straightening his frail shoulders.