მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592941.
დაბნელება | თავი 11
მას ასევე გაეგო, როგორ გადაარჩინა იაჰა უტა ძმის თავგანწირულმა საქციელმა.
She’d heard the story of Yaha Uta’s first victory, and knew that his brother’s diversion had saved him.
592942.
დაბნელება | თავი 11
მესამე ცოლმა გვერდით მდგარ ერთ-ერთ ვაჟიშვილს ქამრიდან ხანჯალი ამოაცალა.
The third wife grabbed a knife from the belt of one of the sons who stood beside her.
592943.
დაბნელება | თავი 11
მისი ვაჟები ჯერაც უწვერული ყმაწვილები იყვნენ, ცოლმა იცოდა, რომ თუ მათი მამა დამარცხდებოდა, ყველას სიკვდილი ელოდა.
They were all young sons, not yet men, and she knew they would die when their father failed.
592944.
დაბნელება | თავი 11
ამიტომ მესამე ცოლი ცივკანიანი ქალისკენ გაიქცა ხანჯალაღმართული.
The third wife ran toward the Cold Woman with the dagger raised high.
592945.
დაბნელება | თავი 11
ცივკანიან ქალს გაეცინა და წამით მოსწყდა მოხუც მგელთან ბრძოლას.
The Cold Woman smiled, barely distracted from her fight with the old wolf.
592946.
დაბნელება | თავი 11
მას საერთოდ არ ეშინოდა მოკვდავი ადამიანის ან მისი ხანჯლისა, რომელიც კანს ვერც კი გაუკაწრავდა.
She had no fear of the weak human woman or the knife that would not even scratch her skin.
592947.
დაბნელება | თავი 11
უკვე ტაჰა აკისთვის სასიკვდილო დარტყმის მისაყენებლად ემზადებოდა.
She was about to deliver the death blow to Taha Aki.
592948.
დაბნელება | თავი 11
და უცებ მესამე ცოლმა ცივკანიანი ქალისთვის მოულოდნელი რამ ჩაიდინა.
And then the third wife did something the Cold Woman did not expect.
592949.
დაბნელება | თავი 11
მის წინ მუხლებზე დაეცა და გულში დანა ჩაირტყა.
She fell to her knees and plunged the knife into her own heart.
592950.
დაბნელება | თავი 11
სისხლმა შადრევანივით იფეთქა.
Blood spurted.
592951.
დაბნელება | თავი 11
სისხლისმსმელმა ცდუნებას ვერ გაუძლო.
The blood drinker could not resist the lure.
592952.
დაბნელება | თავი 11
წყურვილით შეპყრობილი, ინსტინქტურად შეტრიალდა მომაკვდავი ქალისკენ.
Instinctively, she turned to the dying woman, for one second entirely consumed by thirst.
592953.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის კბილები მას ყელში ჩაესო.
Taha Aki’s teeth closed around her neck.
592954.
დაბნელება | თავი 11
ამით ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ ტაჰა აკი მარტო აღარ იყო.
That was not the end of the fight, but Taha Aki was not alone now.
592955.
დაბნელება | თავი 11
როცა ახალგაზრდა ვაჟებმა დაინახეს, რა მოუვიდა მათ დედას, ისე განრისხდნენ, რომ მგლის სულებმა ნაადრევად გაიღვიძეს მათში და ჯერ კიდევ დაუკაცებელნი, მგლებად იქცნენ.
Watching their mother die, two young sons felt such rage that they sprang forth as their spirit wolves, though they were not yet men.
592956.
დაბნელება | თავი 11
სისხლისმსმელს მისცვივდნენ და მამასთან ერთად ბოლო მოუღეს.
With their father, they finished the creature.
592957.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკი კაცად აღარ ქცეულა.
Taha Aki never changed back to a man again.
592958.
დაბნელება | თავი 11
მთელი დღე ცოლის გვამთან იწვა და მასთან მიკარებას უფლებას არავის აძლევდა, შემდეგ ტყეში წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
He lay for one day beside the body of the third wife, growling whenever anyone tried to touch her, and then he went into the forest and never returned.
592959.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკის ვაჟები იცავდნენ ტომს, სანამ იმათი ვაჟები არ წამოიზარდნენ.
Taha Aki’s sons guarded the tribe until their sons were old enough to take their places.
592960.
დაბნელება | თავი 11
ერთდროულად სამი მგლის მეტი არასდროს გვყოლია.
There were never more than three wolves at a time.