მოიძებნა 668043 ჩანაწერი
592901.
დაბნელება | თავი 11
ბილიმ კისერზე ტყავის თასმაზე დაკიდებული, სიძველისგან გაშავებული ქისა დაგვანახვა.
Billy pulled out a leather thong from around his neck, hanging from the end was a small bag, blackened with age.
592902.
დაბნელება | თავი 11
რამდენიმე მსმენელმა გაკვირვებისგან წამოიკვნესა.
A few people gasped.
592903.
დაბნელება | თავი 11
მგონი, მათ შორის, ერთ-ერთი მეც ვიყავი.
I might have been one of them.
592904.
დაბნელება | თავი 11
– მათ მას „ცივკანიანი“, „სისხლისმსმელი“ შეარქვეს, შეშინებულები, სულ იმის მოლოდინში იყვნენ, ვაითუ მისი მსგავსი კიდევ გამოჩნდესო.
- They called it The Cold One, the Blood Drinker, and lived in fear that it was not alone.
592905.
დაბნელება | თავი 11
მათ მხოლოდ ერთი მცველი მგელიღა დარჩენოდათ, ახალგაზრდა იაჰა უტა.
They only had one wolf protector left, young Yaha Uta.
592906.
დაბნელება | თავი 11
დიდხანს ლოდინმა არ მოუწიათ.
They did not have long to wait.
592907.
დაბნელება | თავი 11
სისხლისმსმელს მეწყვილე ჰყავდა – ქალი, რომელიც ქვილიუტებზე შურის საძიებლად მოვიდა.
The creature had a mate, another blood drinker, who came to the Quileutes seeking revenge.
592908.
დაბნელება | თავი 11
თქმულება გვიამბობს, რომ ცივკანიან ქალზე ულამაზესი არსება არასდროს ენახათ.
The stories say that the Cold Woman was the most beautiful thing human eyes had ever seen.
592909.
დაბნელება | თავი 11
სოფელში დილაადრიან მისული, განთიადის ქალღმერთი ჰგონებიათ.
She looked like the goddess of the dawn when she entered the village that morning.
592910.
დაბნელება | თავი 11
მზის შუქი მის თეთრ კანს აბრჭყვიალებდა და მუხლებამდე ჩამოშლილ ოქროსფერ თმაზე დასციმციმებდა.
The sun was shining for once, and it glittered off her white skin and lit the golden hair that flowed down to her knees.
592911.
დაბნელება | თავი 11
მისი მშვენიერი პირისახითა და შავი თვალებით მონუსხული ქვილიუტები მუხლებზე დაცემულან.
Her face was magical in its beauty, her eyes black in her white face, some fell to their knees to worship her.
592912.
დაბნელება | თავი 11
ქალმა მაღალ, მწივანა ხმაზე იკითხა რაღაც.
The woman asked something in a high, piercing voice.
592913.
დაბნელება | თავი 11
ხალხი დამუნჯდა, რადგან არ იცოდნენ, რა ეპასუხათ.
The people were dumbfounded, not knowing how to answer her.
592914.
დაბნელება | თავი 11
იქ შეკრებილთაგან, ტაჰა აკის სისხლით მხოლოდ ერთი პატარა ბავშვი ენათესავებოდა.
There was none of Taha Aki’s blood among the witnesses but one small boy.
592915.
დაბნელება | თავი 11
ის დედას ჩაეჭიდა და ატირდა, სურნელმა ნესტოები ამიწვაო.
He clung to his mother and screamed that the smell was hurting his nose.
592916.
დაბნელება | თავი 11
საბჭოს სხდომაზე მიმავალმა ერთ-ერთმა უხუცესმა ყური მოჰკრა ბიჭის სიტყვებს და მიხვდა, რაც უნდა ყოფილიყო.
One of the elders, on his way to council, heard the boy and realized what had come among them.
592917.
დაბნელება | თავი 11
მან მაშინვე დაუყვირა ხალხს, გაიქეცითო.
He yelled for the people to run.
592918.
დაბნელება | თავი 11
ქალმა პირველად ის მოკლა.
The woman killed him first.
592919.
დაბნელება | თავი 11
იქ მდგარი ოცი ადამიანიდან, ქალს მხოლოდ ორი გადაურჩა, ისიც იმიტომ, რომ სისხლისმსმელს სისხლის სუნმა გონება დააკარგვინა და წყურვილის დასაცხრობად შეყოვნდა.
There were twenty witnesses to the Cold Woman’s approach, two survived, only because she grew distracted by the blood, and paused to sate her thirst.
592920.
დაბნელება | თავი 11
ტაჰა აკისთან გაიქცნენ, რომელიც საბჭოს სხდომაზე იყო სხვა უხუცესებთან, შვილებთან და მესამე ცოლთან ერთად.
They ran to Taha Aki, who sat in counsel with the other elders, his sons, and his third wife.