მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593141.
დაბნელება | თავი 12
– დიახ, ორშაბათი, ოთხი რიცხვი.
- Yes, it is Monday, the fourth.
593142.
დაბნელება | თავი 12
ხელი ჩამავლო, შემატრიალა და სპორტდარბაზის კარზე გაკრულ დიდ ყვითელ პოსტერზე მიმანიშნა.
She grabbed my elbow, spun me halfway around, and pointed toward a big yellow poster taped to the gym door.
593143.
დაბნელება | თავი 12
პოსტერზე დიდი, შავი ასოებით ეწერა ბოლო ზარის თარიღი.
There, in sharp black letters, was the date of graduation.
593144.
დაბნელება | თავი 12
იქამდე ზუსტად ერთი კვირა რჩებოდა.
Exactly one week from today.
593145.
დაბნელება | თავი 12
დარწმუნებულები ხართ?
Are you sure?
593146.
დაბნელება | თავი 12
არც ერთმა არ მიპასუხა.
Neither one answered.
593147.
დაბნელება | თავი 12
ელისმა ნაღვლიანად გაიქნია თავი, ვითომ ძალიან სწყენოდეს, ხოლო ედუარდმა წარბები ასწია.
Alice just shook her head sadly, feigning disappointment, and Edward’s eyebrows lifted.
593148.
დაბნელება | თავი 12
გონებაში გადავთვალე დღეები, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, როდის გავიდა დრო ასე სწრაფად.
I tried to count backwards in my head, but I couldn’t figure out where the days had gone.
593149.
დაბნელება | თავი 12
თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომაცალეს.
I felt like someone had kicked my legs out from under me.
593150.
დაბნელება | თავი 12
დარდისა და მღელვარების მრავალი კვირა...
The weeks of stress, of worry...
593151.
დაბნელება | თავი 12
სულ დროის სიმცირის გამო მოწუწუნეს, ჩემი დრო თვალსა და ხელს შუა დამეკარგა.
Somehow in the middle of all my obsessing over the time, my time had disappeared.
593152.
დაბნელება | თავი 12
დრო, რომელიც პრობლემების მოსაგვარებლად და გეგმების დასაწყობად მქონდა, გაქრა.
My space for sorting through it all, for making plans, had vanished.
593153.
დაბნელება | თავი 12
მე კი მზად არ ვიყავი.
And I wasn’t ready.
593154.
დაბნელება | თავი 12
არ ვიცოდი, როგორ დავმშვიდობებოდი ჩარლის და რენეს, ჯეიკობს, ადამიანობას.
I didn’t know how to say goodbye to Charlie and Renée, to Jacob, to being human.
593155.
დაბნელება | თავი 12
ზუსტად ვიცოდი, რაც მინდოდა, მაგრამ უცებ ძალიან შემეშინდა სურვილის ასრულებისა.
I knew exactly what I wanted, but I was suddenly terrified of getting it.
593156.
დაბნელება | თავი 12
თეორიულად, ერთი სული მქონდა, მოკვდაობა უკვდავებაზე გამეცვალა.
In theory, I was anxious, even eager to trade mortality for immortality.
593157.
დაბნელება | თავი 12
ბოლოს და ბოლოს, ეს ედუარდთან სამუდამოდ ყოფნის ერთადერთი საშუალება იყო.
After all, it was the key to staying with Edward forever.
593158.
დაბნელება | თავი 12
ამას გარდა, ჩემზე ნაცნობი და უცნობი მტრები ნადირობდნენ.
And then there was the fact that I was being hunted by known and unknown parties.
593159.
დაბნელება | თავი 12
ასეთი მადის აღმძვრელი და უმწეო ალბათ დიდხანს ვერ გავატანდი, მალე რომელიმე მათგანი მაინც ჩამიგდებდა ხელში.
I’d rather not sit around, helpless and delicious, waiting for one of them to catch up with me.
593160.
დაბნელება | თავი 12
დიახ, თეორიულად თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.
In theory, that all made sense.