მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593321.
დაბნელება | თავი 12
– აუცილებელი არაა, დღესვე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ბელა.
- You don’t have to say yes or no today, Bella.
593322.
დაბნელება | თავი 12
უბრალოდ, კარგია, რომ ერთმანეთის მოსაზრებები გავიგეთ.
It’s good to understand both sides, though.
593323.
დაბნელება | თავი 12
– ანუ შენი პირობა ისევ ძალაშია?
- So your condition is still in effect?
593324.
დაბნელება | თავი 12
მესმის შენი, ბელა, მაგრამ თუ გინდა, რომ მე შეგცვალო...
I do see your point, Bella, but if you want me to change you myself....
593325.
დაბნელება | თავი 12
ჩუმად წავიღიღინე.
I hummed under my breath.
593326.
დაბნელება | თავი 12
საქორწინო მარშის წამღერება მინდოდა, მაგრამ სამგლოვიარო მუსიკასავით გამომივიდა.
I was going for the wedding march, but it sort of sounded like a dirge.
593327.
დაბნელება | თავი 12
დრო სწრაფად გადიოდა.
Time continued to move too fast.
593328.
დაბნელება | თავი 12
იმ ღამით უსიზმროდ მეძინა.
That night flew by dreamlessly.
593329.
დაბნელება | თავი 12
ახალი დილა გათენდა და ბოლო ზარი კიდევ ერთი დღით მომიახლოვდა.
Then it was morning and graduation was staring me in the face.
593330.
დაბნელება | თავი 12
გამოსაშვები გამოცდებისთვის ბევრი სამეცადინო მქონდა, ვიცოდი, რომ დარჩენილ რამდენიმე დღეში ნახევარსაც ვერ მოვასწრებდი.
I had a pile of studying to do for my finals that I knew I wouldn’t get halfway through in the few days I had left.
593331.
დაბნელება | თავი 12
როცა სასაუზმოდ ჩავედი, ჩარლი უკვე წასული იყო.
When I came down for breakfast, Charlie was already gone.
593332.
დაბნელება | თავი 12
მაგიდაზე გაზეთი დაეტოვებინა.
He’d left the paper on the table.
593333.
დაბნელება | თავი 12
შოუ-ბიზნესის განყოფილებაზე გადაფურცვლას ვაპირებდი, მაგრამ ჩემი ყურადღება პირველსავე გვერდზე მსხვილი შრიფტით დაწერილმა სათაურმა მიიპყრო.
I meant to flip right back to the entertainment section, but the thick black headline caught my attention.
593334.
დაბნელება | თავი 12
შიშის ჟრუანტელმა დამიარა, როცა სათაური წავიკითხე.
I felt a thrill of fear as I leaned closer to read the front-page story.
593335.
დაბნელება | თავი 12
სიეტლი მკვლელობებით შეძრწუნებულია.
SEATTLE TERRORIZED BY SLAYINGS.
593336.
დაბნელება | თავი 12
ჯერ ათი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც სიეტლი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი სერიული მკვლელის, 48 ქალის მკვლელობაში ბრალდებული გერი რიჯვეის, იგივე „გრინ-რივერელი მკვლელის“ სანადირო ადგილი იყო.
It’s been less than a decade since the city of Seattle was the hunting ground for the most prolific serial killer in U.S. history Gary Ridgway, the Green River Killer, was convicted of the murders of 48 women.
593337.
დაბნელება | თავი 12
ახლა კი სიეტლში, შესაძლოა, მასზე ბევრად საშიში ურჩხული დაძრწოდეს.
And now a beleaguered Seattle must face even more horrifying monster at this very moment.
593338.
დაბნელება | თავი 12
პოლიცია მიიჩნევს, რომ ბოლოდროინდელ მკვლელობებსა და გაუჩინარებებში სერიული მკვლელის ხელი არ ურევია.
The police are not calling the recent rash of homicides and disappearances the work of a serial killer.
593339.
დაბნელება | თავი 12
მათი აზრით, ერთი პიროვნება ამდენ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა.
They are reluctant to believe so much carnage could be the work of one individual.
593340.
დაბნელება | თავი 12
მკვლელი, თუ ის მართლა მარტო მოქმედებს, ბოლო სამი თვის განმავლობაში მომხდარ 39 მკვლელობასა და გაუჩინარებაზეა პასუხისმგებელი.
This killer — if, in fact, it is one person — would then be responsible for 39 linked homicides and disappearances within the last three months alone.