მოიძებნა 668043 ჩანაწერი
593581.
დაბნელება | თავი 13
დასასვენებლად არ მეცალა.
There wasn’t time to rest.
593582.
დაბნელება | თავი 13
ქალაქამდე ორიოდე კილომეტრი რჩებოდა, გზაში ფეხით მიმავალ სამ ქალს შევხვდი.
Just a mile outside the city, I found three women on foot.
593583.
დაბნელება | თავი 13
მეგონა, ჩამორჩენილები იყვნენ და მაშინვე ცხენიდან ჩამოვხტი, რათა დახმარება შემეთავაზებინა.
I assumed they were stragglers and dismounted at once to offer them my aid.
593584.
დაბნელება | თავი 13
თუმცა, როცა მთვარის შუქზე მათი სახეები გავარჩიე, ენაჩავარდნილი გავშეშდი.
But, when I could see their faces in the dim light of the moon, I was stunned into silence.
593585.
დაბნელება | თავი 13
ცხოვრებაში ასეთი ლამაზი ქალები არ მენახა.
They were the three most beautiful women I had ever seen.
593586.
დაბნელება | თავი 13
მახსოვს, როგორ მოვიხიბლე მათი ფერმკრთალი კანით.
They had such pale skin, I remember marveling at it.
593587.
დაბნელება | თავი 13
პატარა, შავთმიანი გოგონაც კი, რომელსაც სახის ნაკვთები აშკარად მექსიკელისა ჰქონდა, ფაიფურივით თეთრი იყო.
Even the little blackhaired girl, whose features were clearly Mexican, was porcelain in the moonlight.
593588.
დაბნელება | თავი 13
სამეული აუცილებლად მემახსოვრებოდა.
I would have remembered seeing these three.
593589.
დაბნელება | თავი 13
„მგონი, დამუნჯდა“, – მომხიბლავი, საამო ხმით თქვა ყველაზე მაღალმა გოგონამ, რომელსაც ქერა თმა და თოვლივით ქათქათა კანი ჰქონდა.
“‘He’s speechless, - the tallest girl said in a lovely, delicate voice — it was like wind chimes, she had fair hair, and her skin was snow white.
593590.
დაბნელება | თავი 13
მეორეც ქერა იყო და ცარცივით თეთრი.
The other was blonder still, her skin just as chalky.
593591.
დაბნელება | თავი 13
სახე ანგელოზს უგავდა.
Her face was like an angel’s.
593592.
დაბნელება | თავი 13
ჩემკენ ნახევრად დახუჭული თვალებით გამოიხედა და ღრმად ჩაისუნთქა.
She leaned toward me with half-closed eyes and inhaled deeply.
593593.
დაბნელება | თავი 13
პატარამ, შავგვრემანმა, იმ გოგონას მხარზე ხელი დაადო და სწრაფად ჩასჩურჩულა.
The small one, the tiny brunette, put her hand on the girl’s arm and spoke quickly.
593594.
დაბნელება | თავი 13
მისი ხმა იმდენად ნაზი და მელოდიური იყო, რომ მკაცრი ტონი საერთოდ არ შემიმჩნევია.
Her voice was too soft and musical to be sharp, but that seemed to be the way she intended it.
593595.
დაბნელება | თავი 13
ყურადღება მოიკრიბე, ნეტი!
Concentrate, Nettie!
593596.
დაბნელება | თავი 13
ჩემთვის უმალვე ცხადი გახდა, რომ შავგვრემანი გოგონა იმ სამს შორის მთავარი იყო.
It was immediately clear that the brunette was somehow in charge of the others.
593597.
დაბნელება | თავი 13
სამხედროები რომ ყოფილიყვნენ, ვიტყოდი, წოდებით მათზე მაღლა იდგა-მეთქი.
If they’d been military, I would have said that she outranked them.
593598.
დაბნელება | თავი 13
შეყოვნდა შავგვრემანი, მაგრამ მე ხმის ამოღება მაინც ვერ მოვახერხე.
The brunette paused, and I tried unsuccessfully to speak.
593599.
დაბნელება | თავი 13
– არის მასში რაღაც განსაკუთრებული, ვერ გრძნობთ?
- And there’s something more, do you sense it?
593600.
დაბნელება | თავი 13
„ოჰ, დიახ“, – სწრაფად დაეთანხმა ნეტი და კვლავ ჩემკენ გადმოიხარა.
"Oh, yes,’ - Nettie quickly agreed, leaning toward me again.