მოიძებნა 668043 ჩანაწერი
594421.
დაბნელება | თავი 16
მისტერ გრინმა რაღაც თქვა და ყველა აყვირდა.
Mr. Greene said something, and everyone shouted and screamed.
594422.
დაბნელება | თავი 16
ყვითელი ჩაჩების წვიმა წამოვიდა.
Yellow hats rained down.
594423.
დაბნელება | თავი 16
დაგვიანებით ვისროლე ჩემი, მაგრამ ვეღარ დავიჭირე და ძირს დავარდა.
I pulled mine off, too late, and just let it fall to the ground.
594424.
დაბნელება | თავი 16
– არც მე მჯერა, რომ ყველაფერი დამთავრდა, – ჩავიდუდუნე.
“I can’t believe it’s all over,” I mumbled.
594425.
დაბნელება | თავი 16
მეც მოვეხვიე.
I hugged her back.
594426.
დაბნელება | თავი 16
– მიხარია, რომ გაგიცანი, ჯესიკა.
I’m so glad I know you, Jessica.
594427.
დაბნელება | თავი 16
ეს ორი წელი ყოველთვის მემახსოვრება.
It was a good two years.
594428.
დაბნელება | თავი 16
ანგელა და ბენიც დავინახე, თუმცა ოჯახის წევრებით იყვნენ გარშემორტყმულები.
I caught sight of Angela and Ben, but they were surrounded by their families.
594429.
დაბნელება | თავი 16
კისერწაგრძელებულმა, ელისის ძებნა დავიწყე.
I craned my head, looking for Alice.
594430.
დაბნელება | თავი 16
– გილოცავ, – ყურში ჩამჩურჩულა ედუარდმა და წელზე ხელები შემომხვია.
“Congratulations,” Edward whispered in my ear, his arms winding around my waist.
594431.
დაბნელება | თავი 16
სევდიანი ხმა ჰქონდა.
His voice was subdued.
594432.
დაბნელება | თავი 16
– რაღაც ვერ გატყობ, რომ დაწყნარდი, – შენიშნა.
“You don’t look like you’re over the nerves yet,” he noted.
594433.
დაბნელება | თავი 16
– რაღა გაწუხებს? წვეულება? სულაც არ იქნება ეგეთი საშინელება.
“What’s left to worry about? The party? It won’t be that horrible.”
594434.
დაბნელება | თავი 16
– ალბათ მართალი ხარ.
“You’re probably right.”
594435.
დაბნელება | თავი 16
– ვის ეძებ?
“Who are you looking for?”
594436.
დაბნელება | თავი 16
– ელისს. სად არის?
“Alice — where is she?”
594437.
დაბნელება | თავი 16
– ატესტატი აიღო თუ არა, გაიქცა.
“She ran out as soon as she had her diploma.”
594438.
დაბნელება | თავი 16
– ელისზე ნერვიულობ?
“Worrying about Alice?”
594439.
დაბნელება | თავი 16
– რაზე ფიქრობდა...
What was she thinking about?
594440.
დაბნელება | თავი 16
ედუარდმა დაეჭვებით შემომხედა.
His eyes flashed down to my face, and narrowed in suspicion.