მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595161.
დაბნელება | თავი 19
– მათ სჯეროდათ, რომ მხოლოდ დიდი წინაპრის პირდაპირ შთამომავალს გააჩნდა გარდასახვის უნარი.
“They always accepted without question that it was only the direct grandsons of the original wolf who had the power to transform.”
595162.
დაბნელება | თავი 19
– და რა, რომელიმე არაპირდაპირი შთამომავალიც იქცა მგლად?
“So someone changed who wasn’t a direct descendant?”
595163.
დაბნელება | თავი 19
– შენ მას იცნობ. ლეა ქლიარუოტერი ჰქვია.
“She knows you. Her name is Leah Clearwater.”
595164.
დაბნელება | თავი 19
– ლეა მაქციაა? – წამოვიყვირე, – რანაირად? რამდენი ხანია? ჯეიკობმა რატომ არ მითხრა?
“Leah’s a werewolf!” I shrieked. “What? For how long? Why didn’t Jacob tell me?”
595165.
დაბნელება | თავი 19
– არის რაღაცები, რის გამხელაც ეკრძალება, მაგალითად, მათი რაოდენობისა.
There are things he wasn’t allowed to share — their numbers, for instance.
595166.
დაბნელება | თავი 19
როგორც უკვე გითხარი, სემის ბრძანების დარღვევა ხროვის წევრებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ.
Like I said before, when Sam gives an order, the pack simply isn’t able to ignore it.
595167.
დაბნელება | თავი 19
როცა ვხვდებოდით, ჯეიკობი ყოველთვის აკონტროლებდა თავის აზრებს.
Jacob was very careful to think of other things when he was near me.
595168.
დაბნელება | თავი 19
რა თქმა უნდა, წუხელ ჩემთვის ყველაფერს ფარდა აეხადა.
Of course, after last night that’s all out the window.
595169.
დაბნელება | თავი 19
გამახსენდა კოცონთან მჯდარი ლეას ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი, როცა მოხუცი ქვილი ქვილიუტი ვაჟების ტვირთსა და თავგანწირვაზე საუბრობდა...
Leah on the cliff, a tear glistening on her cheek when Old Quil had spoken of the burden and sacrifice the Quileute sons shared...
595170.
დაბნელება | თავი 19
გამახსენდა ბილი, რომელიც დიდ დროს ატარებდა სიუსთან, რადგან მას შვილებთან პრობლემები ჰქონდა...
And Billy, spending time with Sue because she was having trouble with her kids...
595171.
დაბნელება | თავი 19
პრობლემა კი თურმე ის იყო, რომ მას ორივე შვილი მაქცია ჰყავდა!
And here the trouble actually was that both of them were werewolves now!
595172.
დაბნელება | თავი 19
ყველაფერს, რის გამხელისაც გერიდება, ვერ მალავ და ყველას დასანახად გამოამზეურებ.
Everything you’re ashamed of, laid out for everyone to see.
595173.
დაბნელება | თავი 19
– საბრალო ლეა, – დავიჩურჩულე.
“Poor Leah,” I whispered.
595174.
დაბნელება | თავი 19
ედუარდმა ჩაიფხუკუნა: – მთელ ხროვას ცხოვრებას უმწარებს.
Edward snorted. "She’s making life exceedingly unpleasant for the rest of them."
595175.
დაბნელება | თავი 19
არა მგონია, შენს სიმპათიას იმსახურებდეს.
I’m not sure she deserves your sympathy.
595176.
დაბნელება | თავი 19
– რას გულისხმობ?
“What do you mean?”
595177.
დაბნელება | თავი 19
– ისედაც უჭირთ ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება.
It’s hard enough for them, having to share all their thoughts.
595178.
დაბნელება | თავი 19
უმეტესობა თანამშრომლობას ცდილობს.
Most of them try to cooperate.
595179.
დაბნელება | თავი 19
როცა ხროვის ერთ-ერთი წევრი გაბოროტებულია, ეს ყველაზე ცუდად მოქმედებს.
When even one member is deliberately malicious, it’s painful for everyone.
595180.
დაბნელება | თავი 19
– მას ამისთვის ბევრი მიზეზი აქვს.
She has reason enough.