მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595461.
დაბნელება | თავი 20
გადავწყვიტე, მიმენიშნებინა.
I decided he needed a hint.
595462.
დაბნელება | თავი 20
– წესიერად, ბელა!
“Be reasonable, Bella.”
595463.
დაბნელება | თავი 20
– შენ დამპირდი, რაც გინდა მთხოვეო, – უიმედოდ შევახსენე.
“You promised — whatever I wanted,” I reminded him without hope.
595464.
დაბნელება | თავი 20
შემომიბღვირა და ის ორი ღილი, ძლივს რომ გავხსენი, ისევ შეიკრა.
He glared at me while he refastened the two buttons I’d managed to open.
595465.
დაბნელება | თავი 20
ხელები ძირს დამაწევინა.
He grabbed my wrists and pinned them to my sides.
595466.
დაბნელება | თავი 20
გაბრაზებულები ვუბღვერდით ერთმანეთს.
We glowered at each other.
595467.
დაბნელება | თავი 20
– მეგონა, საუბარი რამე რეალურს ეხებოდა.
“I thought it would be something faintly realistic.”
595468.
დაბნელება | თავი 20
– მაშ, შენ უფლება გაქვს, ნებისმიერი სისულელე მთხოვო, მაგალითად, ქორწინება, მე კი იმაზე საუბარიც არ შემიძლია, მე რა...
“So you can ask for any stupid, ridiculous thing you want — like getting married — but I’m not allowed to even discuss what I —”
595469.
დაბნელება | თავი 20
ღრმად ჩავისუნთქე დასაწყნარებლად.
I took a deep breath to steady myself.
595470.
დაბნელება | თავი 20
როცა გაბრაზებამ ცოტა გადამიარა, სხვა გრძნობა დამეუფლა.
And, as the anger began to fade, I felt something else.
595471.
დაბნელება | თავი 20
წუთი დამჭირდა იმის გასააზრებლად, თავჩაქინდრულს ხელახლა რატომ შემეფაკლა ღაწვები, რატომ ამიწყლიანდა თვალები და რატომ მომინდა ოთახიდან გაქცევა.
It took me a minute to recognize why I was staring down again, the blush returning — why my stomach felt uneasy, why there was too much moisture in my eyes, why I suddenly wanted to run from the room.
595472.
დაბნელება | თავი 20
ედუარდს ბევრჯერ უთქვამს, რომ მხოლოდ ჩემს უსაფრთხოებაზე ფიქრობდა.
He’d been very clear on other occasions that my safety was the only factor.
595473.
დაბნელება | თავი 20
თუმცა, აქამდე ასეთი სისუსტე არასდროს გამომიჩენია.
Yet I’d never made myself quite so vulnerable before.
595474.
დაბნელება | თავი 20
მოღუშული დავშტერებოდი მისი თვალებივით ოქროსფერ საბანს და თავს უსარგებლოდ და არასასურველად ვგრძნობდი.
I scowled at the golden comforter that matched his eyes and tried to banish the reflex reaction that told me I was unwanted and unwantable.
595475.
დაბნელება | თავი 20
დიდხანს მიყურებდა. მე ამაოდ ვცადე, მის მზერას გავქცეოდი.
He scrutinized my face for long moment while I tried unsuccessfully to twist away from his gaze.
595476.
დაბნელება | თავი 20
შუბლი შეიჭმუხნა და შეშფოთებული გამომეტყველება მიიღო.
His brow furrowed, and his expression became horrified.
595477.
დაბნელება | თავი 20
– გაწყენინე? – მკითხა გაოცებულმა.
“Did I hurt your feelings?” he asked, shocked.
595478.
დაბნელება | თავი 20
– ხომ იცი, რატომაც ვამბობ უარს ამაზე, – ჩურჩულით მითხრა, – ხომ იცი, რომ სინამდვილეში მეც მინდიხარ.
“You know why I have to say no,” he murmured. “You know that I want you, too.”
595479.
დაბნელება | თავი 20
– რა თქმა უნდა, მინდიხარ, შე სულელო, ლამაზო და ზედმეტად მგრძნობიარე გოგონავ.
“Of course I do, you silly, beautiful, oversensitive girl.”
595480.
დაბნელება | თავი 20
შენ ბევრისთვის ხარ სასურველი.
You’re too desirable for your own good.