მოიძებნა 668043 ჩანაწერი
595561.
დაბნელება | თავი 20
თვალისმომჭრელად გაიღიმა.
His smile was blinding.
595562.
დაბნელება | თავი 20
ისევ ამოვიოხრე.
I groaned again.
595563.
დაბნელება | თავი 20
– შენ საერთოდ არ ხარ ბედნიერი?
“Aren’t you happy at all?”
595564.
დაბნელება | თავი 20
– ცოტათი, – ვაღიარე, როცა საუბრის საშუალება მომეცა, – მაგრამ ქორწინების გამო არა.
“A little bit,” I admitted when I could speak. “But not about getting married.”
595565.
დაბნელება | თავი 20
ისევ მაკოცა.
He kissed me another time.
595566.
დაბნელება | თავი 20
– არ გეჩვენება, რომ ყველაფერი უკუღმა ხდება?
“Do you get the feeling that everything is backward?”
595567.
დაბნელება | თავი 20
– ჩვენი ურთიერთობა არც ისე ტრადიციულია.
“There isn’t much that’s traditional about you and me.”
595568.
დაბნელება | თავი 20
ისევ მაკოცა და აღარ შეუწყვეტია.
He kissed me again, and kept going.
595569.
დაბნელება | თავი 20
– მისმინე, ედუარდ, – შევაპარე, სანამ ედუარდი ჩემს ხელს კოცნიდა, – მე დაგპირდი, რომ ცოლად გამოგყვებოდი და, გეფიცები, ასეც ვიზამ.
“Look, Edward,” I murmured, my voice wheedling, when he paused to kiss the palm of my hand. “I said I would marry you, and I will. I promise. I swear.”
595570.
დაბნელება | თავი 20
თუ გინდა, შეთანხმებას სისხლით მოვაწერ ხელს.
If you want, I’ll sign a contract in my own blood.
595571.
დაბნელება | თავი 20
– იმის თქმა მინდა, რომ შენს მოტყუებას არ ვაპირებ.
What I’m saying is this — I’m not going to trick you or anything.
595572.
დაბნელება | თავი 20
ლოდინს რა აზრი აქვს?
So there’s really no reason to wait.
595573.
დაბნელება | თავი 20
– ამაღამ არა, – კიდევ ერთხელ გაიმეორა.
We’re completely alone.
595574.
დაბნელება | თავი 20
– არ მენდობი?
“Don’t you trust me?”
595575.
დაბნელება | თავი 20
იმ ხელით, რომელსაც ჯერ კიდევ კოცნიდა, თავი ავაწევინე და სახეზე შევხედე.
Using the hand that he was still kissing, I pulled his face back up to where I could see his expression.
595576.
დაბნელება | თავი 20
– მაშინ რა პრობლემაა? ისედაც იცი, რომ ბოლოს საწადელს მაინც მიაღწევ, – მოღუშულმა ჩავიბურტყუნე, – შენ ყოველთვის იმარჯვებ.
“Then what’s the problem? It’s not like you didn’t know you were going to win in the end.” I frowned and muttered, “You always win.”
595577.
დაბნელება | თავი 20
– შენ ხომ არ აპირებ სიტყვის უკან წაღებას?
“Are you planning to go back on your word?”
595578.
დაბნელება | თავი 20
– გეფიცები, რომ ამის გაკეთებასაც ვცდით. ოღონდ დაქორწინების შემდეგ.
“I swear to you, we will try. After you marry me.”
595579.
დაბნელება | თავი 20
თავი გამკიცხავად გავიქნიე და პირქუშად ჩამეცინა.
I shook my head, and laughed glumly.
595580.
დაბნელება | თავი 20
ეს სიტყვები ისე ძველმოდურად ჟღერდა...
The words were so... old-fashioned.