მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596001.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა დაიღრინა, მაგრამ ჯეიკობს მისკენ არც გაუხედავს.
Edward snarled, but Jacob didn’t even look at him.
596002.
დაბნელება | თავი 22
პირიქით, ჩემთან მოვიდა და საძილე ტომრის ელვაშესაკრავის გახსნა დაიწყო.
Instead, he crawled to my side and started unzipping my sleeping bag.
596003.
დაბნელება | თავი 22
უცებ ედუარდმა სპილენძისფერ მხარზე თოვლივით თეთრი ხელი დაადო.
Edward’s hand was suddenly hard on his shoulder, restraining, snow white against the dark skin.
596004.
დაბნელება | თავი 22
ჯეიკობს ნესტოები დაებერა და გააცახცახა.
Jacob’s jaw clenched, his nostrils flaring.
596005.
დაბნელება | თავი 22
მკლავებზე კუნთები დაეჭიმა.
The long muscles in his arms flexed automatically.
596006.
დაბნელება | თავი 22
– ხელი გამიშვი, – კბილებში გამოსცრა.
“Get your hand off of me,” he growled through his teeth.
596007.
დაბნელება | თავი 22
– არ შეეხო, – მრისხანედ შეეპასუხა ედუარდი.
“Keep your hands off of her,” Edward answered blackly.
596008.
დაბნელება | თავი 22
– ნუ ჩხუბობთ, – ვთხოვე მათ.
“Don’t fight,” I pleaded.
596009.
დაბნელება | თავი 22
კბილები ისე ძლიერად მიკაწკაწებდა, ლამის სათითაოდ ჩამმტვრეოდა.
It felt like my teeth were going to shatter, they were slamming together so hard.
596010.
დაბნელება | თავი 22
– დარწმუნებული ვარ, ბელა მადლობას გეტყვის, როცა ფეხის თითები გაუშავდება და დასძვრება, – მიახალა ჯეიკობმა.
“I’m sure she’ll thank you for this when her toes turn black and drop off,” Jacob snapped.
596011.
დაბნელება | თავი 22
ედუარდი შეყოყმანდა, შემდეგ ხელი გაუშვა და კუთხეში თავის ადგილს დაუბრუნდა.
Edward hesitated, then his hand fell away and he slid back to his position in the corner.
596012.
დაბნელება | თავი 22
– ცოტათი გაიწიე, ბელა, – საძილე ტომარა ბოლომდე გახსნა.
“Scoot over, Bella,” he said, zipping the sleeping bag open farther.
596013.
დაბნელება | თავი 22
გაკვირვებული მივაშტერდი.
I stared at him in outrage.
596014.
დაბნელება | თავი 22
მივხვდი, ედუარდი ასე რატომ ბრაზობდა.
No wonder Edward was reacting this way.
596015.
დაბნელება | თავი 22
ტომარაში შემოძვრა და გაჭირვებით შეკრა ელვაშესაკრავი.
He crammed his body into the nonexistent space, forcing the zipper up behind himself.
596016.
დაბნელება | თავი 22
ისეთი თბილი იყო, წინააღმდეგობის სურვილი დავკარგე.
And then I couldn’t object... I didn’t want to anymore. He was so warm.
596017.
დაბნელება | თავი 22
მკლავები შემომხვია და შიშველ გულმკერდზე მიმიხუტა.
His arms constricted around me, holding me snugly against his bare chest.
596018.
დაბნელება | თავი 22
გაყინული თითები მას კანზე მივადე.
I pressed my icy fingers against his skin.
596019.
დაბნელება | თავი 22
– ღმერთო, სულ გაყინულხარ, ბელა.
“Jeez, you’re freezing, Bella.”
596020.
დაბნელება | თავი 22
– მ-მაპატიე, – ამოვღერღე.
“S-s-s-s-sorry,” I stuttered.