მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596021.
დაბნელება | თავი 22
– მოდუნდი, – მირჩია, როცა კიდევ ერთხელ დამიარა ჟრუანტელმა, – ერთ წუთში გათბები.
“Try to relax,” he suggested as another shiver rippled through me violently. “You’ll be warm in a minute.”
596022.
დაბნელება | თავი 22
ტანსაცმელს რომ გაიხდიდე, კიდევ უფრო მალე.
Of course, you’d warm up faster if you took your clothes off.
596023.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა ისევ დაიღრინა.
Edward growled sharply.
596024.
დაბნელება | თავი 22
– ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, – თავი დაიცვა ჯეიკობმა.
“That’s just a simple fact,” Jacob defended himself.
596025.
დაბნელება | თავი 22
– მ-მოკეტე, ჯეიკ, – გაბრაზებულმა ვუთხარი, თუმცა, ჩემს სხეულს მისგან სანტიმეტრითაც არ უნდოდა მოშორება.
“C-c-cut it out, Jake,” I said angrily, though my body refused to even try to pull away from him.
596026.
დაბნელება | თავი 22
– შენს სისხლისმსმელზე ნუ დარდობ, – თავმომწონედ მითხრა ჯეიკობმა, – უბრალოდ, ეჭვიანობს.
“Don’t worry about the bloodsucker,” Jacob suggested, and his tone was smug. “He’s just jealous.”
596027.
დაბნელება | თავი 22
– ზუსტად ეს გაჩერებს, – ლაღად შენიშნა ჯეიკობმა.
“Those are the breaks,” Jacob said lightly.
596028.
დაბნელება | თავი 22
სანამ ისინი ერთმანეთს კბენდნენ, გავთბი და კანკალი შევწყვიტე.
The shuddering slowed, became bearable while they wrangled.
596029.
დაბნელება | თავი 22
– თავს უკეთ გრძნობ?
“Feeling better?”
596030.
დაბნელება | თავი 22
– კი, – როგორც იქნა, ნორმალურად ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა.
“Yes.” I was finally able to speak clearly.
596031.
დაბნელება | თავი 22
– ტუჩები ისევ გალურჯებული გაქვს, – მხიარულად შენიშნა, – გინდა გაგითბო?
“Your lips are still blue,” he mused. “Want me to warm those up for you, too?
596032.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა მძიმედ ამოიხვნეშა.
Edward sighed heavily.
596033.
დაბნელება | თავი 22
ჩემი ცივი კანის შეხებაზე გააჟრიალა.
He flinched again when my cold skin touched his.
596034.
დაბნელება | თავი 22
საძილე ტომარაში დაცხა.
It was already warm inside the sleeping bag.
596035.
დაბნელება | თავი 22
ჯეიკობის სხეული ყველა მხრიდან სითბოს ასხივებდა.
Jacob’s body heat seemed to radiate from every side.
596036.
დაბნელება | თავი 22
ჩექმები გავიხადე და ფეხის თითები მის წვივებს მივაწებე.
I kicked my boots off, and pushed my toes against his legs.
596037.
დაბნელება | თავი 22
ის ოდნავ შეხტა, მერე კი თავისი ლოყა გაყინულ ყურზე მომადო.
He jumped slightly, and then leaned his head down to press his hot cheek against my numb ear.
596038.
დაბნელება | თავი 22
ალბათ კალენებსა და ქვილიუტელ მაქციებს მხოლოდ ცრურწმენების გამო არ მოსწონდათ ერთმანეთის სუნი.
I wondered if the Cullens and the Quileutes weren’t just playing up that whole odor issue because of their prejudices.
596039.
დაბნელება | თავი 22
ქარიშხალი ნადირივით ღმუოდა და კარავს ეხეთქებოდა, მაგრამ უკვე აღარ მაწუხებდა.
The storm howled like an animal attacking the tent, but it didn’t worry me now.
596040.
დაბნელება | თავი 22
ჯეიკობი ყინვაში აღარ იდგა, აღარც მე ვიყინებოდი.
Jacob was out of the cold, and so was I.