მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596061.
დაბნელება | თავი 22
– სეთი მოვიდა, – გადაუჩურჩულა ედუარდმა ჯეიკობს.
“Seth is here,” Edward muttered to Jacob.
596062.
დაბნელება | თავი 22
ახლა შეგიძლია სხვა საქმეებს მიხედო, სანამ მე შენს შეყვარებულზე ვზრუნავ.
Now you can keep an eye on everything else, while I take care of your girlfriend for you.
596063.
დაბნელება | თავი 22
ედუარდმა არაფერი უპასუხა, მაგრამ მე მთვრალივით ჩავიბურტყუნე: – გეყოფათ!
Edward didn’t answer, but I groaned groggily. “Stop it.”
596064.
დაბნელება | თავი 22
გარეთ კი ქარი ხეებს შორის გადარეულივით კიოდა.
Outside, the wind shrieked insanely through the trees.
596065.
დაბნელება | თავი 22
კარვის რყევა დაძინებაში ხელს მიშლიდა.
The shimmying of the tent made it hard to sleep.
596066.
დაბნელება | თავი 22
ძილ-ბურანში მყოფი, ფიქრებით სადღაც შორს დავფრინავდი.
My mind wandered as I waited for sleep to find me.
596067.
დაბნელება | თავი 22
– გთხოვ, – ჩაისისინა ედუარდმა.
“Please!” Edward hissed.
596068.
დაბნელება | თავი 22
– რაო? – ჩურჩულით შეეპასუხა გაკვირვებული ჯეიკობი.
“What?” Jacob whispered back, his tone surprised.
596069.
დაბნელება | თავი 22
– აზრები აკონტროლე-მეთქი! – მრისხანედ გადაუჩურჩულა ედუარდმა.
“Do you think you could attempt to control your thoughts?” Edward’s low whisper was furious.
596070.
დაბნელება | თავი 22
– მერედა, ვინ გითხრა, მოუსმინეო! – გამომწვევად უპასუხა ცოტათი დამორცხვებულმა ჯეიკობმა, – გაეთრიე ჩემი თავიდან.
“No one said you had to listen,” Jacob muttered, defiant, yet still embarrassed. “Get out of my head.”
596071.
დაბნელება | თავი 22
– ნეტა შემეძლოს. ვერც წარმოიდგენ, რამდენად ხმამაღალია შენი პატარა ფანტაზიები.
I wish I could. You have no idea how loud your little fantasies are.
596072.
დაბნელება | თავი 22
მცირე ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
There was a brief moment of silence.
596073.
დაბნელება | თავი 22
– დიახ, – ისე ხმადაბლა უპასუხა ედუარდმა წარმოუთქმელ შეკითხვას, ძლივს გავიგონე.
“Yes,” Edward answered an unspoken thought in a murmur so low I barely made it out.
596074.
დაბნელება | თავი 22
– მაგაზეც ვეჭვიანობ.
“I’m jealous of that, too.”
596075.
დაბნელება | თავი 22
– ასეც ვიცოდი, – თავმომწონედ დაიჩურჩულა ჯეიკობმა, – მგონი, ოდნავ ათანაბრებს ჩვენს შანსებს, არა?– შენს ოცნებებში, – გაეცინა ედუარდს.
“I figured it was like that,” Jacob whispered smugly. “Sort of evens the playing field up a little, doesn’t it?” “In your dreams.” Edward chuckled.
596076.
დაბნელება | თავი 22
– იცი, ბელას ჯერ კიდევ შეუძლია გადაიფიქროს, – დამცინავად უთხრა ჯეიკობმა.
“You know, she could still change her mind,” Jacob taunted him.
596077.
დაბნელება | თავი 22
– დაიძინე, ჯეიკობ, – ჩაიბურტყუნა ედუარდმა, – უკვე ნერვებს მიშლი.
“Go to sleep, Jacob,” Edward murmured. “You’re starting to get on my nerves.”
596078.
დაბნელება | თავი 22
ედუარდი არ შეჰპასუხებია.
Edward didn’t answer.
596079.
დაბნელება | თავი 22
– შესაძლოა, – კვლავ უპასუხა ედუარდმა ჯეიკობის მიერ გონებაში დასმულ კითხვას.
“Maybe I would,” Edward said after a moment, answering a question I hadn’t heard.
596080.
დაბნელება | თავი 22
– შეგიძლია მკითხო და თავად დარწმუნდე.
“You can always ask and see.”