მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596681.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორიამ ყველაფერი ზუსტად გათვალა.
Victoria had timed her decision perfectly.
596682.
დაბნელება | თავი 24
ჩემს გონებაში სეთი მხოლოდ თხუთმეტი წლის ბიჭი იყო და არა – ვეებერთელა ქვიშისფერი მგელი.
I couldn’t see the huge sandy wolf in my head when I thought his name — just the gangly fifteen-year-old boy.
596683.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი სულ ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეტრიალდა, სწორედ იმ მხარეს უნდა გამეხედა.
Edward’s body shifted — only infinitesimally, but it told me where to look.
596684.
დაბნელება | თავი 24
დაბურულ ტყეს მივაშტერდი.
I stared at the black shadows of the forest.
596685.
დაბნელება | თავი 24
კოშმარული სიზმარი ცხადად მექცა.
It was like having my nightmares walk forward to greet me.
596686.
დაბნელება | თავი 24
ორი ვამპირი ნელა, გაფაციცებული უახლოვდებოდა ჩვენს ბანაკს, რათა არაფერი გამოჰპაროდათ.
Two vampires edged slowly into the small opening of our camp, eyes intent, missing nothing.
596687.
დაბნელება | თავი 24
მზეზე ბრილიანტის თვლებივით ბრწყინავდნენ.
They glistened like diamonds in the sun.
596688.
დაბნელება | თავი 24
გაუბედავად შევათვალიერე ქერა ბიჭი, მართალია, დაკუნთული და ტანმაღალი, მაგრამ ბიჭი, რომელიც გარდაქმნისას ალბათ ჩემი ხნისა იქნებოდა.
I could barely look at the blond boy — yes, he was just a boy, though he was muscular and tall, maybe my age when he was changed.
596689.
დაბნელება | თავი 24
მის თვალებს – ყველაზე წითელ თვალებს, როგორიც კი ოდესმე მინახავს, – შიშით მოვწყვიტე მზერა.
His eyes - more vivid red than I had ever seen before — could not hold mine.
596690.
დაბნელება | თავი 24
რამდენიმე მეტრის იქიდან ვიქტორია მომშტერებოდა.
Because, a few feet to the side and a few feet back, Victoria was staring at me.
596691.
დაბნელება | თავი 24
მისი ჟღალი თმა ბევრად უფრო კაშკაშა იყო, ვიდრე მახსოვდა.
Her orange hair was brighter than I’d remembered, more like a flame.
596692.
დაბნელება | თავი 24
ქარი არ ქროდა, მაგრამ დალალები წინ ჩამოჰყროდა, თითქოს ცეცხლის ენები დასთამაშებდა სახეზე.
There was no wind here, but the fire around her face seemed to shimmer slightly, as if it were alive.
596693.
დაბნელება | თავი 24
მწყურვალს, თვალები ჩაშავებოდა.
Her eyes were black with thirst.
596694.
დაბნელება | თავი 24
ჩემი კოშმარებისგან განსხვავებით, არ იღიმოდა.
She did not smile, as she always had in my nightmares.
596695.
დაბნელება | თავი 24
ძუ ლომივით ცბიერად იყურებოდა და გადმოსახტომად შესაფერის მომენტს ელოდა.
There was a striking feline quality to the way she held her coiled body, a lioness waiting for an opening to spring.
596696.
დაბნელება | თავი 24
თვალებს ჩემსა და ედუარდს შორის მოუსვენრად აცეცებდა.
Her restless, wild gaze flickered between Edward and me.
596697.
დაბნელება | თავი 24
ვიცოდი, რასაც ფიქრობდა დაუოკებელი ჟინით შეპყრობილი, თითქოს მისი აზრები მეც მესმოდა.
Almost as if I could hear her thoughts, too, I knew what she was thinking.
596698.
დაბნელება | თავი 24
ის ახლოს იყო მიზანთან, რომლის მიღწევასაც მთელი წელი ცდილობდა.
She was so close to what she wanted — the focus of her whole existence for more than a year now was just so close.
596699.
დაბნელება | თავი 24
მისი გეგმა ცხადი და გონივრული იყო.
Her plan was as obvious as it was practical.
596700.
დაბნელება | თავი 24
დაკუნთული ქერა ბიჭი ედუარდს დაესხმოდა თავს და მის ყურადღებას მიიპყრობდა, მე კი, დაუცველად დარჩენილს, ვიქტორია ბოლოს მომიღებდა.
The big blond boy would attack Edward, as soon as Edward was sufficiently distracted, Victoria would finish me.