მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596701.
დაბნელება | თავი 24
სწრაფად იმოქმედებდა, მაგრამ საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანდა.
It would be quick — she had no time for games here — but it would be thorough.
596702.
დაბნელება | თავი 24
ვეღარაფერი მიხსნიდა, ვამპირის შხამიც კი ვერ გადამარჩენდა.
Something that it would be impossible to recover from, something that even vampire venom could not repair.
596703.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია აუცილებლად გულს ამომგლეჯდა, ძლიერი დარტყმით მკერდს გამიპობდა ან რამე სხვა ხერხს მოიფიქრებდა.
Victoria would have to stop my heart, perhaps a hand shoved through my chest, crushing it, something along those lines.
596704.
დაბნელება | თავი 24
ჩემს გულს ბაგაბუგი გაუდიოდა, თითქოს უფრო ადვილ სამიზნედ ყოფნა სურდა.
My heart beat furiously, loudly, as if to make her target more obvious.
596705.
დაბნელება | თავი 24
ძალიან, ძალიან შორს, დაბურული ტყის მიღმა, მგლის ყმუილი გაისმა.
An immense distance away, from far across the black forest, a wolf’s howl echoed in the still air.
596706.
დაბნელება | თავი 24
სეთი წასული იყო, ვეღარავინ გვითარგმნიდა, რა ხდებოდა.
With Seth gone, there was no way to interpret the sound.
596707.
დაბნელება | თავი 24
ქერა ბიჭმა ცალი თვალით ვიქტორიას გახედა, მის ბრძანებას ელოდა.
The blond boy looked at Victoria from the corner of his eye, waiting on her command.
596708.
დაბნელება | თავი 24
თვალის მეწამული გარსები მიანიშნებდა, რომ სულ ერთი წლის ვამპირი იქნებოდა.
I guessed from his brilliant crimson irises that he couldn’t have been a vampire for very long.
596709.
დაბნელება | თავი 24
ალბათ, ძლიერი იყო, მაგრამ გამოუცდელი.
He would be strong, but inept.
596710.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი მას მოერეოდა და გადარჩებოდა.
Edward would know how to fight him and would survive.
596711.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორიამ თავის აქნევით მიანიშნა ედუარდზე.
Victoria jerked her chin toward Edward.
596712.
დაბნელება | თავი 24
– რაილი, – ხმადაბლა და მშვიდად დაიძახა ედუარდმა.
- Riley, - Edward said in a soft, pleading voice.
596713.
დაბნელება | თავი 24
ქერა ბიჭი გაშეშდა და წითელი თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა.
The blond boy froze, his red eyes widening.
596714.
დაბნელება | თავი 24
– ის შენ გატყუებს, რაილი, – მიმართა ედუარდმა.
- She’s lying to you, Riley, - Edward told him.
596715.
დაბნელება | თავი 24
– ის შენ ისევე გატყუებს, როგორც იმათ ატყუებდა, ახლა მინდორზე რომ იღუპებიან.
- She’s lying to you just like she lied to the others who are dying now in the clearing.
596716.
დაბნელება | თავი 24
კარგად იცი, რომ იმათ ატყუებდა, შენ კი გაძალებდა მათ მოტყუებას, თქვენ მათ დახმარებას არ აპირებდით.
You know that she’s lied to them, that she had you lie to them, that neither of you were ever going to help them.
596717.
დაბნელება | თავი 24
ნუთუ ასეთი ძნელია იმის დაჯერება, რომ შენც გატყუებს?
Is it so hard to believe that she’s lied to you, too?
596718.
დაბნელება | თავი 24
რაილის სახეზე დაბნეულობა აღებეჭდა.
Confusion swept across Riley’s face.
596719.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი რამდენიმე სანტიმეტრით განზე გადგა, რაილიმაც ავტომატურად იგივე გაიმეორა.
Edward shifted a few inches to the side, and Riley automatically compensated with an adjustment of his own.
596720.
დაბნელება | თავი 24
– მას არ უყვარხარ, რაილი, – ედუარდი თავისი ხავერდოვანი, გამაბრუებელი ხმით უმეორებდა, – არც არასდროს ჰყვარებიხარ.
- She doesn’t love you, Riley, - Edward’s soft voice was compelling, almost hypnotic, - She never has.