მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596821.
დაბნელება | თავი 24
რახან გაქცევას აზრი არ ჰქონდა, მეც საბრძოლველად მოვემზადე.
Since there was no chance of flight, my body prepared for a fight.
596822.
დაბნელება | თავი 24
ძარღვებში ადრენალინი მომაწვა.
Adrenaline jolted through my veins.
596823.
დაბნელება | თავი 24
ვიცოდი, მაგრამ ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი.
I knew it, but I could not feel the pain.
596824.
დაბნელება | თავი 24
რაილის უკან მხოლოდ ვიქტორიას ჟღალ თმას და თეთრ ლაქებს ვხედავდი.
Behind Riley, all I could see was the twisting flame of Victoria’s hair and a blur of white.
596825.
დაბნელება | თავი 24
რაილი წითელი თვალების ბრიალით გამოექანა ჩემკენ.
Riley lurched toward me, his red eyes brilliant with fury.
596826.
დაბნელება | თავი 24
ჩვენ შორის დავარდნილ ქვიშისფერბეწვიან მთასავით მგელს დაბღვერილმა შეხედა და დასახიჩრებული ხელები წინ გაიშვირა.
He glared at the limp mountain of sand-colored fur between us, and his hands — mangled, broken hands — curled into talons.
596827.
დაბნელება | თავი 24
შემდეგ პირი დააღო და კბილებდაკრეჭილი, სეთს ყელის გამოსაღადრად მივარდა.
His mouth opened, widened, his teeth glistening, as he prepared to rip out Seth’s throat.
596828.
დაბნელება | თავი 24
ადრენალინის მეორე ტალღამ ელექტროშოკივით იმოქმედა, უეცრად გამოვერკვიე და ცხადი გახდა, რაც უნდა მექნა.
A second kick of adrenaline hit like an electric shock, and everything was suddenly very clear.
596829.
დაბნელება | თავი 24
ორივე ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა.
Both fights were too close.
596830.
დაბნელება | თავი 24
სეთი დამარცხდა.
Seth was about to lose.
596831.
დაბნელება | თავი 24
მათ დახმარება სჭირდებოდა.
They needed help.
596832.
დაბნელება | თავი 24
მეყოფოდა კი ძალა?
Was I strong enough?
596833.
დაბნელება | თავი 24
შევძლებდი კი ამ ქვით საკუთარი სხეულისთვის ღრმა ჭრილობის მიყენებას?
How hard could I shove the rough stone into my body?
596834.
დაბნელება | თავი 24
მოასწრებდა კი სეთი ფეხზე წამოდგომას?
Would this buy Seth enough time to get back on his feet?
596835.
დაბნელება | თავი 24
ბოლო დაბადების დღიდან უკვე შემორჩენილი მქონდა გრძელი ნაიარევი.
I already had a long scar there from my last birthday.
596836.
დაბნელება | თავი 24
იმ ღამით ჩემი ჭრილობიდან წამოსული სისხლი ყველა ვამპირის ყურადღების მისაპყრობად და წამით ადგილზე გასაშეშებლად საკმარისი გამოდგა.
That night, my flowing blood had been enough to catch every vampire’s attention, to freeze them all in place for an instant.
596837.
დაბნელება | თავი 24
ვიმედოვნებდი, რომ ახლაც იგივე მოხდებოდა.
I prayed it would work that way again.
596838.
დაბნელება | თავი 24
მხნეობა მოვიკრიბე და ღრმად ჩავისუნთქე.
I steeled myself and sucked in one deep breath.
596839.
დაბნელება | თავი 24
ჩემმა კვნესამ ვიქტორია დააბნია.
Victoria was distracted by the sound of my gasp.
596840.
დაბნელება | თავი 24
სულ ერთი წამით გაშეშდა და მის მძულვარე თვალებში ცნობისმოყვარეობა ამოვიკითხე.
Her eyes, holding still for one tiny portion of a second, fury and curiosity mingled strangely in her expression