მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596801.
დაბნელება | თავი 24
– სხვანაირია? – პატარა გოგონასავით დაიწივლა, – შეუძლებელია!
- Not the same? - she snarled in her little girl’s soprano, - Impossible!
596802.
დაბნელება | თავი 24
– შეუძლებელი არაფერია, – ხავერდოვნად შენიშნა ედუარდმა და კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით მიუახლოვდა.
- Nothing is impossible, - Edward murmured, voice velvet soft as he moved another inch closer to her.
596803.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორიამ თავი გაიქნია, ყურადღება მოიკრიბა და ედუარდისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ როგორც კი თავში ეს აზრი მოუვიდა, ედუარდმა „მოისმინა“ და მაშინვე გადაეღობა.
Victoria shook her head, fast and jerky, fighting his diversions, and tried to duck around him, but he was in place to block her as soon as she’d thought of the plan.
596804.
დაბნელება | თავი 24
ისევ მოიკუზა, კვლავ ძუ ლომს დაემსგავსა და წინ გადმოხტა.
She shifted lower into her crouch, a lioness again, and stalked deliberately forward.
596805.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია გამოუცდელი, ინსტინქტებს დამონებული ახალშექმნილი არ იყო.
Victoria was no inexperienced, instinct-driven newborn.
596806.
დაბნელება | თავი 24
მეც კი ვამჩნევდი განსხვავებას მასა და რაილის შორის.
Even I could tell the difference between her and Riley.
596807.
დაბნელება | თავი 24
სეთი რომ ამ ვამპირს შეჰბრძოლებოდა, ცოცხალი დიდხანს ვერ გაძლებდა.
I knew that Seth wouldn’t have lasted so long if he’d been fighting this vampire.
596808.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი და ვიქტორია ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, ხვადი და ძუ ლომები ერთმანეთს უნდა შეჰბმოდნენ.
Edward shifted, too, as they closed on each other, and it was lion versus lioness.
596809.
დაბნელება | თავი 24
ცეკვის ტემპი გაიზარდა.
The dance increased in tempo.
596810.
დაბნელება | თავი 24
როგორც ჯასპერისა და ელისის ვარჯიში მინდორზე, ამათი ჩხუბიც წრეზე ტრიალი იყო.
It was like Alice and Jasper in the meadow, a blurred spiraling of movement.
596811.
დაბნელება | თავი 24
ხანდახან რომელიმე წრიდან გამოვარდებოდა და კლდეს ენარცხებოდა.
Sharp crunches and crackings reverberated off the cliff face whenever someone slipped in their formation.
596812.
დაბნელება | თავი 24
თუმცა, ისე სწრაფად მოძრაობდნენ, რომ ვერ ვამჩნევდი, ვინ უშვებდა შეცდომებს...
But they were moving too fast for me to see who was making the mistakes....
596813.
დაბნელება | თავი 24
რაილის დაუნდობელმა „ბალეტმა“ ყურადღება გაუფანტა, შეშფოთებული ადევნებდა თვალს თავის მეწყვილეს.
Riley was distracted by the violent ballet, his eyes anxious for his partner.
596814.
დაბნელება | თავი 24
ამასობაში სეთმა მას სხეულის მცირე ნაწილი კიდევ მოაგლიჯა.
Seth struck, crunching off another small piece of the vampire.
596815.
დაბნელება | თავი 24
რაილიმ დაიღრიალა და ხელუკუღმა ძლიერად გასცხო სემს ფართო მკერდში.
Riley bellowed and launched a massive backhanded blow that caught Seth full in his broad chest.
596816.
დაბნელება | თავი 24
ვეებერთელა მგელი სამი მეტრის მოშორებით ისეთი ძალით შეენარცხა კლდეს, რომ მწვერვალიც კი შეირყა.
The wolf's huge body soared ten feet and crashed into the rocky wall over my head with a force that seemed to shake the whole peak.
596817.
დაბნელება | თავი 24
დროზე მოვასწარი განზე გახტომა, მგელი ზუსტად იქ დაეცა, სადაც წამის წინ მე ვიდექი.
I ducked out of the way as he rebounded off the stone and collapsed on the ground a few feet in front of me.
596818.
დაბნელება | თავი 24
ზემოდან წვრილი ნამსხვრევები ჩამოცვივდა, რამდენიმემ მოშიშვლებული კანი გამიფხაჭნა.
Sharp fragments of gray stone showered down on my head, scratching my exposed skin.
596819.
დაბნელება | თავი 24
ერთი მოზრდილი ქვა ავტომატურად დავიჭირე.
A jagged spike of rock rolled down my right arm and I caught it reflexively.
596820.
დაბნელება | თავი 24
ნამსხვრევს თითები ძლიერად მოვუჭირე, თვითგადარჩენის ინსტინქტმა ჩემშიც გაიღვიძა.
My fingers clenched around the long shard as my own survival instincts kicked in.