მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596761.
დაბნელება | თავი 24
სეთმა კოჭლობით დაიხია უკან.
Seth backed off and started to circle, limping.
596762.
დაბნელება | თავი 24
რაილიმ ხელები წინ გაიშვირა მეტოქის მოსაგერიებლად, მაგრამ ცალი მტევანი აკლდა.
Riley had his arms out, ready, though he seemed to be missing part of one hand.
596763.
დაბნელება | თავი 24
მათგან რამდენიმე მეტრში, ედუარდი და ვიქტორია როკავდნენ – ნახევარწრეზე ტრიალებდნენ.
Only a few yards away from that fight, Edward and Victoria were dancing.
596764.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი ვიქტორიას ჩემთან მოახლოების საშუალებას არ აძლევდა.
Edward was not allowing her to position herself closer to me.
596765.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია აქეთ-იქით დახტოდა, მისგან დასხლტომას ცდილობდა.
Victoria sashayed back, moving from side to side, trying to find a hole in his defense.
596766.
დაბნელება | თავი 24
ის მის აზრებს კითხულობდა და წამის მეასედით ადრე იქით დგამდა ნაბიჯს, საითაც ვიქტორია აპირებდა.
He began to move just a fraction of a second before Victoria moved, reading her intentions in her thoughts.
596767.
დაბნელება | თავი 24
სეთი გვერდიდან ეცა რაილის და გაგლეჯის ხმა გაისმა.
Seth lunged at Riley from the side, and something tore with a hideous, grating screech.
596768.
დაბნელება | თავი 24
კიდევ ერთი მძიმე, თეთრი ნაჭერი გაფრინდა ტყეში.
Another heavy white chunk flew into the forest with a thud.
596769.
დაბნელება | თავი 24
რაილი სიმწრისგან აკივლდა, სეთი თავისი ზომა-წონისთვის შეუსაბამო მოქნილობით უკან გახტა, რათა რაილის მოქნეული დასახიჩრებული ხელი აეცილებინა.
Riley roared in fury, and Seth skipped back — amazingly light on his feet for his size — as Riley took a swipe at him with one mangled hand.
596770.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია ხეებს შორის დარბოდა.
Victoria was weaving through the tree trunks.
596771.
დაბნელება | თავი 24
მის თვალებში ვხედავდი, როგორ ებრძოდა ჩემი მოკვლის უზომო წადილს თვითგადარჩენის ინსტინქტი.
I could see the burning desire to kill warring with her survival instinct.
596772.
დაბნელება | თავი 24
ამას ედუარდიც ხედავდა.
Edward could see that, too.
596773.
დაბნელება | თავი 24
– არ წახვიდე, ვიქტორია, – მომნუსხველ, გამაბრუებელ ტონზე დაიჩურჩულა.
- Don’t go, Victoria, - he murmured in that same hypnotic tone as before.
596774.
დაბნელება | თავი 24
– ასეთი შანსი მეორედ აღარ მოგეცემა.
- You’ll never get another chance like this.
596775.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორიამ კბილები დაკრიჭა და ჩაისისინა, მაგრამ არ გაქცეულა.
Victoria showed her teeth and hissed at him, but she seemed unable to move farther away from me.
596776.
დაბნელება | თავი 24
– გაქცევას მოგვიანებითაც მოასწრებ, – ჩურჩულებდა ედუარდი.
- You can always run later, - Edward purred.
596777.
დაბნელება | თავი 24
სწორედ ამიტომ მეგობრობდა შენთან ჯეიმსი.
It’s why James kept you around.
596778.
დაბნელება | თავი 24
თვითგადარჩენის გამორჩეული ინსტინქტის მქონე მეწყვილე სასიკვდილო თამაშებში ძალიან სასარგებლო იყო.
Useful, if you like to play deadly games, a partner with an uncanny instinct for escaping.
596779.
დაბნელება | თავი 24
არ უნდა მიეტოვებინე – იმ დღეს ფენიქსში რომ ყოფილიყავი, შესაძლოა, შენი უნარის მეშვეობით, როგორმე ჩვენგან თავი გადაერჩინა.
He shouldn’t have left you — he could have used your skills when we caught up to him in Phoenix.
596780.
დაბნელება | თავი 24
მან გესლიანად დაიღრინა.
A snarl ripped from between her lips.