მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596861.
დაბნელება | თავი 24
თავის დასაცავად ცალი ხელი ასწია.
He raised his one arm defensively.
596862.
დაბნელება | თავი 24
სეთი რაილის ეცა, ვამპირმა წონასწორობა დაკარგა.
Seth rushed Riley, and the vampire was clearly off-balance.
596863.
დაბნელება | თავი 24
სეთმა მხარში ჩაასო კბილები.
I saw Seth sink his teeth into Riley’s shoulder.
596864.
დაბნელება | თავი 24
სმენის წამრთმევი ტკაცანი გაისმა, რაილიმ მეორე ხელიც დაკარგა.
With an earsplitting metallic screech, Riley lost his other arm.
596865.
დაბნელება | თავი 24
სეთმა მკლავი ტყეში მოისროლა და ხრინწიანად დაიღმუვლა, თითქოს იცინისო.
Seth shook his head, flinging the arm into the woods.
596866.
დაბნელება | თავი 24
რაილიმ მუდარით იკივლა.
Riley screamed out a tortured plea.
596867.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორიას ყურიც არ შეუბერტყავს.
Victoria did not even flinch to the sound of her name.
596868.
დაბნელება | თავი 24
თავისი მეწყვილისკენ არც კი შებრუნებულა.
Her eyes did not flicker once toward her partner.
596869.
დაბნელება | თავი 24
სეთი მთელი ძალით დაეძგერა რაილის და მასთან ერთად ტყეში შეგორდა.
Seth launched himself forward with the force of a wrecking ball.
596870.
დაბნელება | თავი 24
კივილი მალე მიწყდა, მაგრამ ქვის მტვრევის მაგვარი ხმა დიდხანს გრძელდებოდა.
Screams that abruptly cut off, while the sounds of rock being ripped to shreds continued.
596871.
დაბნელება | თავი 24
მართალია, რაილისკენ არც გაუხედავს, მაგრამ ვიქტორია მიხვდა, რომ მარტო დარჩა.
Though she spared Riley no farewell glance, Victoria seemed to realize that she was on her own.
596872.
დაბნელება | თავი 24
უკანასკნელად შემომხედა მძულვარე თვალებით და იმედგაცრუებული გაიქცა.
She threw me one short, agonized stare of longing, and then she started to retreat faster.
596873.
დაბნელება | თავი 24
– არა, – მაცდურად დაუძახა ედუარდმა, – ცოტა ხნით კიდევ დარჩი.
- No, - Edward crooned, his voice seductive, - Stay just a little longer.
596874.
დაბნელება | თავი 24
ვიქტორია მშვილდიდან გასროლილი ისარივით მიფრინავდა.
Victoria wheeled and flew toward the refuge of the forest like an arrow from a bow.
596875.
დაბნელება | თავი 24
ედუარდი ვიქტორიას ტყისპირას წამოეწია და უკანასკნელი, მარტივი ნაბიჯით, ცეკვა დასრულდა.
He caught her unprotected back at the edge of the trees and, with one last, simple step, the dance was over.
596876.
დაბნელება | თავი 24
შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ედუარდი მას ყელზე ეამბორა.
Edward’s mouth brushed once across her neck, like a caress.
596877.
დაბნელება | თავი 24
და უცებ ალისფერი თმით დაფარული თავი ტანს მოსწყდა, ძირს დავარდა და ტყეში შეგორდა.
The shivering orange waves fell to the ground, and bounced once before rolling toward the trees.
596878.
დაბნელება | თავი 25
ედუარდი უთავო გვამს საქმიანი გულგრილობით სწრაფად ანაწევრებდა.
Swift and coolly businesslike, Edward dismembered the headless corpse.
596879.
დაბნელება | თავი 25
თითქოს ქვის ლოდებად იქცნენო, ფეხს ვერ ვწევდი, რომ მასთან მივსულიყავი.
I could not go to him, my feet were bolted to the stone beneath them.
596880.
დაბნელება | თავი 25
შორიდან ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას.
But I scrutinized his every action minutely.