მოიძებნა 668043 ჩანაწერი
596941.
დაბნელება | თავი 25
როგორც გეუბნებოდი, იქ ყველაფერმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
It went just as smoothly as I promised.
596942.
დაბნელება | თავი 25
უარესი ჩვენ გადავიტანეთ.
We got the worst of it here.
596943.
დაბნელება | თავი 25
ჩემი ოჯახი და მეგობრები უსაფრთხოდ იყვნენ.
My family and my friends were safe.
596944.
დაბნელება | თავი 25
ვიქტორია მოსაკლავად აღარ დამდევდა.
Victoria was never coming after me again.
596945.
დაბნელება | თავი 25
ყველაფერი დამთავრდა.
It was over.
596946.
დაბნელება | თავი 25
თუმცა, სანამ ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებდი, ბოლომდე მაინც ვერ დავმშვიდდებოდი.
But I couldn’t completely take in the good news while I was still so confused.
596947.
დაბნელება | თავი 25
– მითხარი, შენი რატომ უნდა მეშინოდეს?
- Tell me why did you think I would be afraid of you?
596948.
დაბნელება | თავი 25
– მაპატიე, – ისევ მომიბოდიშა.
- I’m sorry, - he said, apologizing yet again.
596949.
დაბნელება | თავი 25
არ მინდოდა, რომ ეს გენახა, ასეთი გენახე.
I didn’t want you to see that, see me like that.
596950.
დაბნელება | თავი 25
ალბათ როგორ შეგაშინე.
I know I must have terrified you.
596951.
დაბნელება | თავი 25
რამდენიმე წუთს ვიხსენებდი მის ფრთხილ მოძრაობას, შორიდან როგორ მელაპარაკებოდა, როგორც ჩანს, ეგონა, რომ გავიქცეოდი.
I had to think about that for another minute, about the hesitant way he’d approached me, his hands in the air, like I was going to run if he moved too fast.
596952.
დაბნელება | თავი 25
– სერიოზულად? – ვკითხე ბოლოს.
- Seriously? - I finally asked.
596953.
დაბნელება | თავი 25
– შენ რა, იფიქრე, რომ შემაშინე?
- You what thought you’d scared me off?
596954.
დაბნელება | თავი 25
ჩავიფხუკუნე.
I snorted.
596955.
დაბნელება | თავი 25
ფხუკუნი კარგია, ამ დროს ვერავინ შეგატყობს, ხმა გითრთის თუ არა.
Snorting was good, a voice couldn’t tremble or break during a snort.
596956.
დაბნელება | თავი 25
ნიკაპქვეშ ამომდო ხელი და თავი ამაწევინა.
He put his hand under my chin and tilted my head back to read my face.
596957.
დაბნელება | თავი 25
– ბელა, ახლახან... – ყოყმანით წარმოთქვა, – შენგან ოციოდ მეტრში საზარელ არსებას თავი გავაგდებინე.
- Bella, I just... - he hesitated and then forced the words out — I just beheaded and dismembered a sentient creature not twenty yards from you.
596958.
დაბნელება | თავი 25
ეს არ გაწუხებს?
That doesn’t bother you?
596959.
დაბნელება | თავი 25
მოიღუშა.
He frowned at me.
596960.
დაბნელება | თავი 25
მე მხრები ავიჩეჩე.
I shrugged.