მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597301.
დაბნელება | თავი 26
– ჯეიკობი ჯერ კიდევ უგონოდ არის, – მიპასუხა ელისმა.
- Jacob’s still unconscious, - Alice answered.
597302.
დაბნელება | თავი 26
– კარლაილი და ედუარდი დარეკავენ, როგორც კი გამოფხიზლდება.
- Carlisle or Edward will call when he’s awake.
597303.
დაბნელება | თავი 26
მანამდე ჩარლი უნდა ნახო.
Anyway, you need to go see Charlie.
597304.
დაბნელება | თავი 26
ის ბილის სახლში იყო და იცის, რომ კარლაილი და ედუარდი „ლაშქრობიდან“ დაბრუნდნენ.
He was there at Billy’s house, he saw that Carlisle and Edward are back in from their trip.
597305.
დაბნელება | თავი 26
მე უკვე დაზეპირებული და ყველასთან შეთანხმებული მქონდა ყალბი ისტორია.
I already had my story memorized and corroborated.
597306.
დაბნელება | თავი 26
– არ მაინტერესებს.
- I don’t care.
597307.
დაბნელება | თავი 26
მინდა იქ ვიყო, როცა ჯეიკობი გონს მოვა.
I want to be there when Jacob wakes up.
597308.
დაბნელება | თავი 26
– ახლა ჩარლიზე უნდა იფიქრო.
- You need to think of Charlie now.
597309.
დაბნელება | თავი 26
მაპატიე, ვიცი, რასაც განიცდი, მაგრამ შენი ვალდებულებები არ უნდა დაივიწყო.
You’ve had a long day — sorry, I know that doesn’t begin to cover it — but that doesn’t mean that you can shirk your responsibilities.
597310.
დაბნელება | თავი 26
ჯერ შენი როლი ბოლომდე ითამაშე, ბელა, შემდეგ კი ისე მოიქეცი, როგორც მოგესურვება.
Play your role first, Bella, and then you can do what you want second.
597311.
დაბნელება | თავი 26
კალენების ოჯახის წევრს, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა მოეთხოვება.
Part of being a Cullen is being meticulously responsible.
597312.
დაბნელება | თავი 26
რა თქმა უნდა, ელისი მართალი იყო.
Of course Alice was right.
597313.
დაბნელება | თავი 26
– შინ წადი, – მიბრძანა ელისმა.
- Go home, - Alice ordered.
597314.
დაბნელება | თავი 26
– ჩარლის დაელაპარაკე.
- Talk to Charlie.
597315.
დაბნელება | თავი 26
შენი ალიბი დაუმტკიცე.
Flesh out your alibi.
597316.
დაბნელება | თავი 26
წამოვდექი, დიდხანს ჯდომისგან ფეხები დამბუჟებოდა და ნემსებივით მჩხვლეტდა.
I stood, and the blood flowed down to my feet, stinging like the pricks of a thousand needles.
597317.
დაბნელება | თავი 26
– ეს კაბა გიხდება, – კომპლიმენტი მომიძღვნა ელისმა.
- That dress is adorable on you, - Alice cooed.
597318.
დაბნელება | თავი 26
გმადლობ ტანსაცმლისთვის, – ჩავიბურტყუნე უფრო ზრდილობის, ვიდრე მადლიერების გამო.
Thanks again for the clothes, - I mumbled out of courtesy rather than real gratitude.
597319.
დაბნელება | თავი 26
– დამამტკიცებელი საბუთები გჭირდებოდა, – უცოდველად შემომხედა ელისმა.
- You need the evidence, - Alice said, her eyes innocent.
597320.
დაბნელება | თავი 26
– აბა, საყიდლებიდან ახალი ტანსაცმლის გარეშე როგორ დავბრუნდებოდით?
- What’s a shopping trip without a new outfit?