მოიძებნა 668043 ჩანაწერი
597601.
დაბნელება | თავი 26
საკუთარ გრძნობებში რომ არ გარკვეულიყავი, ყოველთვის ეჭვი შემაწუხებდა, რომ მეცადა, იქნებ გადაწყვეტილება შეეცვალა-მეთქი.
If you hadn’t figured it out I’d have always wondered if your decision would have been different if you had.
597602.
დაბნელება | თავი 26
ახლა უკვე ვიცი, რომ ყველაფერი გავაკეთე, – ამოიხვნეშა და თვალები დახუჭა.
Now I know did everything I could, - he dragged in an unsteady breath, and closed his eyes.
597603.
დაბნელება | თავი 26
მის საწოლთან მივედი, მაგრამ არ ჩამოვმჯდარვარ იმის შიშით, საწოლი შეირყევა და ჯეიკობი შეწუხდება-მეთქი, დავიხარე და შუბლი ლოყაზე მივადე.
I crossed the small room and kneeled by his head, afraid to sit on the bed in case I jostled it and hurt him, and leaned in to touch my forehead to his cheek.
597604.
დაბნელება | თავი 26
ჯეიკობმა ამოიოხრა და ხელი თავზე გადამისვა.
Jacob sighed, and put his hand on my hair.
597605.
დაბნელება | თავი 26
– ძალიან ვწუხვარ, ჯეიკობ.
- I’m so sorry, Jake.
597606.
დაბნელება | თავი 26
ეს შენი ბრალი არაა, ბელა.
It’s not your fault, Bella.
597607.
დაბნელება | თავი 26
– ყველაფერი ჩემი ბრალია და უკვე ყელში ამომივიდა, რომ მეუბნებიან, არაო.
- It is my fault and I’m so sick of being told it’s not.
597608.
დაბნელება | თავი 26
– გინდა, კარგად გამოგთათხო?
- You want me to haul you over the coals?
597609.
დაბნელება | თავი 26
– მგონი მინდა.
Actually I think I do.
597610.
დაბნელება | თავი 26
– ჩემთვის კოცნითვე არ უნდა გეპასუხა, ეს უპატიებელი შეცდომაა, – შენიშნა მკვახედ.
- Kissing me back like that was inexcusable, - he spit the words at me.
597611.
დაბნელება | თავი 26
– თუ იცოდი, რომ მაინც არაფერი გამოგვივიდოდა, ასეთ დამაჯერებლობას რაღას იჩენდი?
- If you knew you were just going to take it back, maybe you shouldn’t have been quite so convincing about it.
597612.
დაბნელება | თავი 26
– ბოდიში საქმეს ვერ უშველის, ბელა.
- Sorry doesn’t make anything better, Bella.
597613.
დაბნელება | თავი 26
რაზე ფიქრობდი?
What were you thinking?
597614.
დაბნელება | თავი 26
– აჯობებდა, სასიკვდილოდ გაგეგზავნე.
- You should have told me to go die.
597615.
დაბნელება | თავი 26
მაინც ეგ გინდა.
That’s what you want.
597616.
დაბნელება | თავი 26
– არა, ჯეიკობ, – ასრუტუნებული, თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვებრძოდი.
- No, Jacob, - I whimpered, fighting against the budding tears.
597617.
დაბნელება | თავი 26
– ჰო, – ჩავიბუტბუტე და საკუთარ ცრემლებზე გამეღიმა.
- Yeah, - I muttered, laughing weakly at myself through the tears that were suddenly sobs.
597618.
დაბნელება | თავი 26
ჯეიკობი ცალ გვერდზე გადმოტრიალდა და საღი ფეხი საწოლიდან გადმოყო, თითქოს წამოდგომას აპირებსო.
Jacob shifted his weight, throwing his good leg off the bed as if he were going to try to stand.
597619.
დაბნელება | თავი 26
– რას აკეთებ? – წამოვიძახე აცრემლებულმა.
- What are you doing? - I demanded through the tears.
597620.
დაბნელება | თავი 26
- იწექი, თორემ კიდევ რამეს იტკენ!
- Lie down, you idiot, you’ll hurt yourself!