მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598181.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მიუკერძოებელი ბიოგრაფის ტიტულზე პრეტენზია არ მაქვს.
I won’t claim to be an impartial biographer.
598182.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მაკ-კენდლესის უცნაურმა ამბავმა შემძრა, ვერ შევძელი ემოციების გარეშე მომეყოლა მომხდარი ტრაგედია.
McCandless’s strange tale struck a personal note that made a dispassionate rendering of the tragedy impossible.
598183.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მაგრამ ვცადე, და არსებითად, ჩემი აზრით, მოვახერხე, ავტორის დამოკიდებულება მინიმალურად ყოფილიყო წარმოჩენილი.
Through most of the book, I have tried—and largely succeeded, I think—to minimize my authorial presence.
598184.
ველურ გარემოში | ავტორისგან
თუმცა მკითხველი უნდა გავაფრთხილო: მაკ-კენდლესის შესახებ თხრობას ალაგ-ალაგ ვწყვეტ და საკუთარი ახალგაზრდობის ამბებს გიყვებით.
But let the reader be warned: I interrupt McCandless’s story with fragments of a narrative drawn from my own youth.
598185.
ველურ გარემოში | ავტორისგან
უაღრესად მგრძნობიარე ყმაწვილი იყო და ისეთი უკიდურესი იდეალიზმი ახასიათებდა, რომელიც თანამედროვე ცხოვრებას ნაკლებად შეესაბამება.
He was an extremely intense young man and possessed a streak of stubborn idealism that did not mesh readily with modern existence.
598186.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ხიბლავდა ლევ ტოლსტოის ნაწარმოებები, მაგრამ ნაწერებზე მეტად მის საქციელს მოჰყავდა აღტაცებაში: როგორ თქვა უარი სახელგანთქმულმა მწერალმა ფუფუნებაში ცხოვრებაზე და ღატაკებთან ერთად ხეტიალი არჩია.
Long captivated by the writing of Leo Tolstoy, McCandless particularly admired how the great novelist had forsaken a life of wealth and privilege to wander among the destitute.
598187.
ველურ გარემოში | ავტორისგან
კოლეჯში სწავლისას მაკ-კენდლესი ტოლსტოის ნაქადაგებ ასკეტიზმსა და მორალურ სიმკაცრეს ისეთი სიზუსტით მისდევდა, რომ ჯერ გააკვირვა, შემდეგ კი შეაშინა კიდეც ახლო მეგობრები.
In college McCandless began emulating Tolstoy’s asceticism and moral rigor to a degree that first astonished, and then alarmed, those who were close to him.
598188.
ველურ გარემოში | ავტორისგან
როდესაც ყმაწვილი ალასკის ტაიგისკენ გაემართა, სულაც არ ელოდა, რომ თაფლისა და რძის მხარეში მოხვდებოდა; საფრთხეს, მტრულ გარემოსა და ტოლსტოისეულ განდგომას ეძებდა.
When the boy headed off into the Alaska bush, he entertained no illusions that he was trekking into a land of milk and honey; peril, adversity, and Tolstoyan renunciation were precisely what he was seeking.
598189.
ველურ გარემოში | ავტორისგან
თავის თექვსმეტკვირიან მძიმე განსაცდელს მაკ- კენდლესმა ძირითადად, ღირსეულად გაართვა თავი.
For most of the sixteen-week ordeal, nevertheless, McCandless more than held his own.
598190.
ველურ გარემოში | ავტორისგან
რომ არა ერთი თუ ორი, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო შეცდომა, 1992 წლის აგვისტოში ისევე შეუმჩნევლად დატოვებდა ალასკის ტყეს, როგორც აპრილში დაიწყო იქ მოგზაურობა.
Indeed, were it not for one or two seemingly insignificant blunders, he would have walked out of the woods in August 1992 as anonymously as he had walked into them in April.
598191.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მაგრამ უწყინარი შეცდომები უმნიშვნელოვანესი და შეუქცევადი შედეგის მომტანი აღმოჩნდა, მისი სახელი ტაბლოიდების პირველ გვერდებზე მოხვდა, და გაოგნებულ ოჯახს ისღა დარჩენოდა, ულმობელი და ტკივილიანი სიყვარულის ნამსხვრევებს ჩაჰბღაუჭებოდა.
Instead, his innocent mistakes turned out to be pivotal and irreversible, his name became the stuff of tabloid headlines, and his bewildered family was left clutching the shards of a fierce and painful love.
598192.
ველურ გარემოში | ავტორისგან
გასაოცრად ბევრმა ადამიანმა გულთან ახლოს მიიტანა კრის მაკ-კენდლესის ცხოვრებისა და სიკვდილის ამბავი.
A surprising number of people have been affected by the story of Chris McCandless’s life and death.
598193.
ველურ გარემოში | ავტორისგან
„აუტსაიდში“ სტატიის გამოქვეყნების მომდევნო კვირებსა და თვეებში ჟურნალმა თავისი არსებობის ისტორიაში მეილებისა და წერილების რეკორდული რაოდენობა მიიღო.
In the weeks and months following the publication of the article in Outside, it generated more mail than any other article in the magazine’s history.
598194.
ველურ გარემოში | ავტორისგან
როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ასახავდა სრულიად საპირისპირო თვალსაზრისებს: მკითხველების ნაწილი აღაფრთოვანა ყმაწვილის სიმამაცემ და კეთილშობილურმა იდეალებმა; დანარჩენები მას უტვინოდ, იდიოტად, გიჟად, თავის თავზე შეყვარებულად მოიხსენიებდნენ, საკუთარმა სიამაყემ და სისულელემ რომ დაღუპა და მედიის გადაჭარბებული ყურადღების ღირსად არ თვლიდნენ.
This correspondence, as one might expect, reflected sharply divergent points of view: Some readers admired the boy immensely for his courage and noble ideals; others fulminated that he was a reckless idiot, a wacko, a narcissist who perished out of arrogance and stupidity—and was undeserving of the considerable media attention he received.
598195.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ჩემს აზრს მასზე სულ მალე შეიტყობთ; მკითხველს კი კრის მაკ-კენდლესის შესახებ საკუთარი აზრის ჩამოყალიბება თავად მოუწევს.
My convictions should be apparent soon enough, but I will leave it to the reader to form his or her own opinion of Chris McCandless.
598196.
ველურ გარემოში | თავი 1
ფერბენკსიდან მოგესალმები!
Greetings from Fairbanks!
598197.
ველურ გარემოში | თავი 1
ეს უკანასკნელი შეტყობინებაა, რომელსაც ჩემგან მიიღებ, უეინ.
This is the last you shall hear from me Wayne.
598198.
ველურ გარემოში | თავი 1
ორი დღეა, რაც აქ ჩამოვედი.
Arrived here 2 days ago.
598199.
ველურ გარემოში | თავი 1
იუკონის ტერიტორიაზე ძალიან გამიჭირდა ტრანსპორტის დაჭერა.
It was very difficult to catch rides in the Yukon Territory.
598200.
ველურ გარემოში | თავი 1
მაგრამ მაინც ჩამოვაღწიე.
But I finally got here.