მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598201.
ველურ გარემოში | თავი 1
გთხოვ, ჩემი ყველა წერილი გამომგზავნის მისამართზე დააბრუნო.
Please return all mail I receive to the sender.
598202.
ველურ გარემოში | თავი 1
კიდევ დიდი ხანი გავა, სანამ სამხრეთში დავბრუნდები.
It might be a very long time before I return South.
598203.
ველურ გარემოში | თავი 1
თუ ამ თავგადასავალმა ჩემი სიცოცხლე შეიწირა და ჩემზე ახალი ამბავი ვერ გაიგე, მინდა იცოდე, დიად ადამიანად გთვლი.
If this adventure proves fatal and you don’t ever hear from me again I want you to know you’re a great man.
598204.
ველურ გარემოში | თავი 1
ახლა კი უდაბურ გარემოში მივდივარ.
I now walk into the wild.
598205.
ველურ გარემოში | თავი 1
საფოსტო ბარათი მიიღო უეინ უესტერბერგმა კართეიჯი, სამხრეთი დაკოტა.
POSTCARD RECEIVED BY WAYNE WESTERBERG IN CARTHAGE, SOUTH DAKOTA.
598206.
ველურ გარემოში | თავი 1
ფერბენკსიდან გასულ ჯიმ გოლიენს უკვე ექვს კილომეტრზე მეტი ჰქონდა გავლილი, როდესაც ალასკის ნაცრისფერ რიჟრაჟში გზის პირას, თოვლში, აკანკალებული და ცერათითაწეული მანქანის მომლოდინე დაინახა.
Jim Gallien had driven four miles out of Fairbanks when he spotted the hitchhiker standing in the snow beside the road, thumb raised high, shivering in the gray Alaska dawn.
598207.
ველურ გარემოში | თავი 1
ასაკოვანი არ ეთქმოდა: თვრამეტის, დიდი-დიდი, ცხრამეტი წლის ყოფილიყო.
He didn’t appear to be very old: eighteen, maybe nineteen at most.
598208.
ველურ გარემოში | თავი 1
ყმაწვილს ზურგჩანთიდან შაშხანა მოუჩანდა, მაგრამ თავად ახალგაზრდას სათნო იერი ჰქონდა; ორმოცდამეცხრე შტატის მძღოლებს არ უკვირდათ ხოლმე შეხვედრა გამვლელი მანქანების ხარჯზე მოგზაურთან, თან ნახევრად ავტომატურ რემინგტონს რომ ატარებდა.
A rifle protruded from the young man’s backpack, but he looked friendly enough; a hitchhiker with a Remington semiautomatic isn’t the sort of thing that gives motorists pause in the forty-ninth state.
598209.
ველურ გარემოში | თავი 1
მოგზაურმა ზურგჩანთა ფორდის ფურგონში ჩადო და ალექსად გაეცნო.
The hitchhiker swung his pack into the bed of the Ford and introduced himself as Alex.
598210.
ველურ გარემოში | თავი 1
– უბრალოდ ალექსი, – უპასუხა ახალგაზრდამ, სატყუარას არ წამოეგო.
“Just Alex,” the young man replied, pointedly rejecting the bait.
598211.
ველურ გარემოში | თავი 1
მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრის სიმაღლის ყმაწვილი ღონიერი ჩანდა; მისი თქმით, ოცდაოთხი წლის იყო, წარმოშობით სამხრეთ დაკოტიდან.
Five feet seven or eight with a wiry build, he claimed to be twenty-four years old and said he was from South Dakota.
598212.
ველურ გარემოში | თავი 1
რაც შეიძლება ახლოს სურდა დენალის ეროვნული პარკის საზღვრებთან მისვლა, რომ შემდეგ პარკის სიღრმეში გაეგრძელებინა გზა და „რამდენიმე თვე ადგილზე, ველურ პირობებში ეცხოვრა“.
He explained that he wanted a ride as far as the edge of Denali National Park, where he intended to walk deep into the bush and “live off the land for a few months.”
598213.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენი ელექტრიკოსების კავშირის წევრი იყო და ანკორიჯისკენ მიდიოდა, ჯორჯ პარკსის მაგისტრალით კი ქალაქიდან დენალის ნაკრძალამდე 350 კილომეტრია; ალექსს უთხრა, რომ იქ ჩამოსვამდა, სადაც ისურვებდა.
Gallien, a union electrician, was on his way to Anchorage, 240 miles beyond Denali on the George Parks Highway; he told Alex he’d drop him off wherever he wanted.
598214.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსის ზურგჩანთა თვალის ერთი შევლებით სულ რაღაც 13-15 კილოგრამი უნდა ყოფილიყო, გოლიენის – გამოცდილი მონადირისა და ტყის მჭრელის – აზრით, მეტისმეტად მსუბუქი იმ შემთხვევისთვის, როდესაც რამდენიმე თვის ტყეში გატარებას აპირებენ, თანაც გაზაფხულზე.
Alex’s backpack looked as though it weighed only 25 or 30 pounds, which struck Gallien—an accomplished hunter and woodsman— as an improbably light load for a stay of several months in the backcountry, especially so early in the spring.
598215.
ველურ გარემოში | თავი 1
– თან არაფერი მიჰქონდა – არც საკვების მარაგი, არც საჭირო ამუნიცია, რაც ასეთ მოგზაურობაში ახალგაზრდას უნდა ჰქონდეს, – იხსენებს გოლიენი.
“He wasn’t carrying anywhere near as much food and gear as you’d expect a guy to be carrying for that kind of trip,” Gallien recalls.
598216.
ველურ გარემოში | თავი 1
მზე ამოვიდა.
The sun came up.
598217.
ველურ გარემოში | თავი 1
სანამ ტყით დაფარული ფერდობებიდან მდინარე ტანანასკენ ეშვებოდნენ, ალექსი თვალს არ აცილებდა სამხრეთისკენ გადაჭიმულ, ქარების სათარეშოდ ქცეულ ჭაობებს.
As they rolled down from the forested ridges above the Tanana River, Alex gazed across the expanse of windswept muskeg stretching to the south.
598218.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენმა ისიც კი გაიფიქრა, ქვემოთ მდებარე ორმოცდარვიდან ერთ-ერთის ბინადარი ხომ არ ჩაისვა მანქანაში იმათი რიცხვიდან, ჩრდილოეთში ჯეკ ლონდონის აღწერილი თავგადასავლებით ცხოვრება რომ სურთ.
Gallien wondered whether he’d picked up one of those crackpots from the lower forty-eight who come north to live out ill-considered Jack London fantasies.
598219.
ველურ გარემოში | თავი 1
ალასკა კარგა ხანს მაგნიტივით იზიდავდა მეოცნებეებსა და გზააბნეულებს, ისეთებს, რომლებსაც იმედი აქვთ ცხოვრებას უკიდეგანო შეურყვნელი უკანასკნელი ფრონტირის მეშვეობით მოიწყობენ.
Alaska has long been a magnet for dreamers and misfits, people who think the unsullied enormity of the Last Frontier will patch all the holes in their lives.
598220.
ველურ გარემოში | თავი 1
მაგრამ სინამდვილეში, ამ ყამირმა ტერიტორიამ მიტევება არ იცის, არც იმედი თუ წადილი ენაღვლება.
The bush is an unforgiving place, however, that cares nothing for hope or longing.