მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598161.
დაბნელება | თავი 27
სუსტად ჩამესმა სემის სიტყვები, ისიც წავიდა.
The words were faint, trailing off into blank emptiness as he left, too.
598162.
დაბნელება | თავი 27
მარტო დავრჩი.
And I was alone.
598163.
დაბნელება | თავი 27
ახლა თათებქვეშ ჩამოცვენილი ფოთლების ტკაცუნი, ბუს ფრთების ფრთხიალი და შორეული სანაპიროდან ოკეანის გმინვა მესმოდა.
Now I could hear the faint rustle of the matted leaves beneath my toenails, the whisper of an owl’s wings above me, the ocean — far, far in the west — moaning against the beach.
598164.
დაბნელება | თავი 27
კუნთების, მყესებისა და ძვლების ჰარმონიული მუშაობის შედეგად კილომეტრები ზურგს უკან რჩებოდა.
Nothing but the pull of muscle, sinew, and bone, working together in harmony as the miles disappeared behind me.
598165.
დაბნელება | თავი 27
ჩემს გონებაში რომ ყოველთვის ასეთი სიჩუმე ყოფილიყო, უკან აღარასდროს დავბრუნდებოდი.
If the silence in my head lasted, I would never go back.
598166.
დაბნელება | თავი 27
ვინ იცის, ძალიან შორს რომ გავქცეულიყავი, იქნებ სხვებს თავიანთი ხმა ვეღარც მოეწვდინათ...
Maybe, if I ran far enough away, I would never have to hear again....
598167.
დაბნელება | თავი 27
უფრო სწრაფად გავიქეცი, რათა ჩემ უკან ჯეიკობ ბლექი გამქრალიყო.
I pushed my legs faster, letting Jacob Black disappear behind me.
598168.
ველურ გარემოში | ავტორისგან
1992 წლის აპრილში აღმოსავლეთის სანაპიროზე მცხოვრები ახალგაზრდა შეძლებული ოჯახიდან ავტოსტოპით ალასკამდე ჩავიდა და მარტოდმარტო გაეშურა მთა მაკ-კინლის ჩრდილოეთით მდებარე უდაბური მიდამოსკენ.
In April 1992, a young man from a well-to-do East Coast family hitchhiked to Alaska and walked alone into the wilderness north of Mt. McKinley.
598169.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ოთხი თვის შემდეგ მისი გახრწნილი სხეული ჩრდილოამერიკულ ლოსზე მონადირეებმა აღმოაჩინეს.
Four months later his decomposed body was found by a party of moose hunters.
598170.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ცხედრის პოვნიდან მცირე ხანი იყო გასული, როდესაც ჟურნალ „აუტსაიდის“ რედაქტორი დამიკავშირდა და ყმაწვილის სიკვდილის უცნაური გარემოებების შესახებ რეპორტაჟის მომზადება მთხოვა.
Shortly after the discovery of the corpse, I was asked by the editor of Outside magazine to report on the puzzling circumstances of the boy’s death.
598171.
ველურ გარემოში | ავტორისგან
როგორც გაირკვა, გარდაცვლილს კრისტოფერ ჯონსონ მაკკენდლესი ერქვა.
His name turned out to be Christopher Johnson McCandless.
598172.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ვაშინგტონის პრესტიჟულ გარეუბანში იზრდებოდა, შესანიშნავად სწავლობდა და კარგი სპორტსმენი იყო.
He’d grown up in an affluent suburb of Washington, D.C., where he’d excelled academically and had been an elite athlete.
598173.
ველურ გარემოში | ავტორისგან
1990 წლის ზაფხულში ემორის უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მაკ-კენდლესი გაქრა.
Immediately after graduating, with honors, from Emory University in the summer of 1990, McCandless dropped out of sight.
598174.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მან შეიცვალა გვარ-სახელი, მთელი თავისი დანაზოგი, 24 000 დოლარი, საქველმოქმედო საზოგადოებას შესწირა, მიატოვა მანქანა და მთელი ქონება, დაწვა საფულეში ჩარჩენილი ბანკნოტები.
He changed his name, gave the entire balance of a 24,000-dollar savings account to charity, abandoned his car and most of his possessions, burned all the cash in his wallet.
598175.
ველურ გარემოში | ავტორისგან
შემდეგ ჩვენი საზოგადოებისგან გარიყულთა გვერდით ცხოვრება არჩია, მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში შეურყვნელი, ტრანსცენდენტური გამოცდილების ძიებაში.
And then he invented a new life for himself, taking up residence at the ragged margin of our society, wandering across North America in search of raw, transcendent experience.
598176.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ოჯახს მისი ადგილსამყოფლის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა, არც ის იცოდნენ, რა დაემართა, სანამ ალასკაზე ცხედარი არ აღმოაჩინეს.
His family had no idea where he was or what had become of him until his remains turned up in Alaska.
598177.
ველურ გარემოში | ავტორისგან
სამუშაო ვადით შეზღუდულმა ცხრაასსიტყვიანი რეპორტაჟი დავწერე, რომელიც ჟურნალის 1993 წლის იანვრის ნომერში გამოქვეყნდა.
Working on a tight deadline, I wrote a nine-thousand-word article, which ran in the January 1993 issue of the magazine.
598178.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ვერ ვივიწყებდი ამ ბიჭის სიკვდილის განსაკუთრებულ გარემოებებს და იმ პარალელებს, რომლებსაც ჩემს ცხოვრებასთან ვავლებდი.
I was haunted by the particulars of the boy’s starvation and by vague, unsettling parallels between events in his life and those in my own.
598179.
ველურ გარემოში | ავტორისგან
მაკ-კენდლესს ჩემი გონებიდან წასვლის საშუალებას არ ვაძლევდი, თითქმის ერთი წელი მოვანდომე იმ მიხვეულ-მოხვეული კვალის აღმოჩენას, რომელიც ალასკის ველურ გარემოში სიკვდილით დასრულდა.
Unwilling to let McCandless go, I spent more than a year retracing the convoluted path that led to his death in the Alaska taiga.
598180.
ველურ გარემოში | ავტორისგან
ვცდილობდი მაკ-კენდლესის ქცევის მოტივი გამეგო, ამიტომ გარდაუვალი გახდა უფრო ფართო თემებიც მომეცვა, როგორიცაა: ველური ბუნების გავლენა ამერიკელის წარმოსახვაზე, რისკიანი თავგადასავლების მიმზიდველობა ზოგიერთი ყმაწვილისთვის, მამებისა და შვილების ჩახლართული, მრავლისმთქმელი კავშირები.
In trying to understand McCandless, I inevitably came to reflect on other, larger subjects as well: the grip wilderness has on the American imagination, the allure high-risk activities hold for young men of a certain mind, the complicated, highly charged bond that exists between fathers and sons.