მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598241.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსმა გოლიენს გაუმხილა, რომ სწორედ იქ უნდოდა მოხვედრა.
This, Alex announced to Gallien, was where he intended to go.
598242.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენი მოგზაურის გეგმას აბსურდულად თვლიდა და მის გადარწმუნებას შეეცადა: – ვუთხარი, იმ ადგილებში ნადირობა სრულებით რომ არ იყო ადვილი, ნანადირევის ძიებაში შეიძლებოდა დღეები გასულიყო.
Gallien thought the hitchhiker’s scheme was foolhardy and tried repeatedly to dissuade him: “I said the hunting wasn’t easy where he was going, that he could go for days without killing any game.
598243.
ველურ გარემოში | თავი 1
ვერ დავარწმუნე და მერე დათვის ამბებით შეშინება ვცადე.
When that didn’t work, I tried to scare him with bear stories.
598244.
ველურ გარემოში | თავი 1
გავუმხილე, მისი 22-კალიბრიანი იარაღით გრიზლის არამც თუ ზიანს ვერ მიაყენებდა, არამედ შეიძლებოდა პირიქით, განერისხებინა.
I told him that a twenty-two probably wouldn’t do anything to a grizzly except make him mad.
598245.
ველურ გარემოში | თავი 1
ალექსს ეს დიდად არ ანაღვლებდა.
Alex didn’t seem too worried.
598246.
ველურ გარემოში | თავი 1
მითხრა, ხეზე ავცოცდებიო.
‘I’ll climb a tree’ is all he said.
598247.
ველურ გარემოში | თავი 1
მაშინ ავუხსენი, რომ შტატის ამ ნაწილში ტანდაბალი ხეები იზრდება, დათვს კი ნებისმიერი ნაძვის ნერგის გადატეხა სულ ადვილად შეუძლია, მაგრამ ჯიუტობდა.
So I explained that trees don’t grow real big in that part of the state, that a bear could knock down one of them skinny little black spruce without even trying.
598248.
ველურ გარემოში | თავი 1
რაც უნდა მეთქვა, პასუხი ყველაფერზე ჰქონდა.
He had an answer for everything I threw at him.
598249.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენმა ალექსს ანკორიჯამდე ჩაყვანა შესთავაზა, სადაც მეტ-ნაკლებად შესაბამის აღჭურვილობას იყიდდა და მერე დაბრუნდებოდნენ იმ ადგილამდე, სადაც ალექსი ჩასვლას მოისურვებდა.
Gallien offered to drive Alex all the way to Anchorage, buy him some decent gear, and then drive him back to wherever he wanted to go.
598250.
ველურ გარემოში | თავი 1
– არა, გმადლობ, – უპასუხა ალექსმა, – იმითაც იოლად გავალ, რაც მაბადია.
“No, thanks anyway,” Alex replied, “I’ll be fine with what I’ve got.”
598251.
ველურ გარემოში | თავი 1
გოლიენმა ჰკითხა, მონადირის ლიცენზია თუ ჰქონდა.
Gallien asked whether he had a hunting license.
598252.
ველურ გარემოში | თავი 1
– ჯანდაბა, არა, – გაბრაზდა ალექსი, – მთავრობის საქმე არ არის, საკვებს როგორ მოვიპოვებ. მიმიფურთხებია მაგათი სულელური წესებისთვის.
“Hell, no,” Alex scoffed. “How I feed myself is none of the government’s business. Fuck their stupid rules.”
598253.
ველურ გარემოში | თავი 1
როდესაც გოლიენმა ჰკითხა, მშობლებმა ან რომელიმე მეგობარმა თუ იცოდა მისი გეგმების შესახებ და ვის უნდა აეტეხა განგაში, თუ მას რაიმე შეემთხვეოდა ან დათქმულ დროზე შინ ვერ დაბრუნდებოდა, ალექსმა მშვიდად უპასუხა, რომ არავინ იცოდა ამის თაობაზე, და საერთოდაც, ოჯახთან უკვე ორი წელია, კონტაქტი არ ჰქონია.
When Gallien asked whether his parents or a friend knew what he was up to— whether there was anyone who would sound the alarm if he got into trouble and was overdue—Alex answered calmly that no, nobody knew of his plans, that in fact he hadn’t spoken to his family in nearly two years.
598254.
ველურ გარემოში | თავი 1
მხოლოდ ეს სიტყვა შეეფერება – „ეგზალტირებული“.
The word that comes to mind is excited.
598255.
ველურ გარემოში | თავი 1
ერთი სული ჰქონდა, ადგილზე ჩასულიყო და თავგადასავალი დაეწყო.
He couldn’t wait to head out there and get started.
598256.
ველურ გარემოში | თავი 1
ფერბენკსის დატოვებიდან სამი საათი გავიდა.
Three hours out of Fairbanks.
598257.
ველურ გარემოში | თავი 1
სტემპიდის ბილიკის პირველი რამდენიმე კილომეტრი მეტ-ნაკლებად მოსწორებული იყო და გზის ორსავე მხარეს ნაძვებსა და ვერხვებს შორის გაბნეული ქოხმახები მოჩანდა.
For the first few miles the Stampede Trail was well graded and led past cabins scattered among weedy stands of spruce and aspen.
598258.
ველურ გარემოში | თავი 1
უკანასკნელი ხის ქოხი უკან მოიტოვეს თუ არა, გზა სწრაფად გაფუჭდა.
Beyond the last of the log shacks, however, the road rapidly deteriorated.
598259.
ველურ გარემოში | თავი 1
წყლით გადარეცხილი, შავი მურყნის ბარდებით დაფარული, გაუვალ ადგილად იქცა.
Washed out and overgrown with alders, it turned into a rough, unmaintained track.
598260.
ველურ გარემოში | თავი 1
ეს გზა ზაფხულშიც მოუვლელი იქნებოდა, თუმცა ალბათ მანქანით გავლა შეიძლებოდა; ახლა კი იქაურობა 45-სანტიმეტრიან გაზაფხულის ფაშარ თოვლს დაეფარა.
In summer the road here would have been sketchy but passable; now it was made unnavigable by a foot and a half of mushy spring snow.