მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598301.
ველურ გარემოში | თავი 2
მწვანე და თეთრი საღებავი გადაცლილია.
The green-and-white paint is badly oxidized.
598302.
ველურ გარემოში | თავი 2
წარწერა მოწმობს, რომ ავტობუსი ქალაქ ფერბენკსის სატრანსპორტო სისტემის ნაწილი იყო: ავტობუსი № 142.
Weathered lettering indicates that the old machine was once part of the Fairbanks City Transit System: bus 142.
598303.
ველურ გარემოში | თავი 2
ზოგჯერ ექვსი-შვიდი თვე გადის და ავტობუსს არავინ სტუმრობს, მაგრამ 1992 წლის სექტემბრის დასაწყისში ექვსი ადამიანი სამი სხვადასხვა მხრიდან მიადგა ერთსა და იმავე ნაშუადღევს ამ მიტოვებულ ავტობუსს.
These days it isn’t unusual for six or seven months to pass without the bus seeing a human visitor, but in early September 1992, six people in three separate parties happened to visit the remote vehicle on the same afternoon.
598304.
ველურ გარემოში | თავი 2
1980 წელს დენალის ეროვნული ნაკრძალი გაფართოვდა და მასში შევიდა კანტიშნას გორაკები და ასევე გარე ქედის უკიდურესი ჩრდილოეთი მწვერვალები, მაგრამ ნაკრძალის გარეთ დარჩა დაბლობის მონაკვეთი: მას მგლების დაბის სახელით იცნობენ და მოიცავს სტემპიდის ბილიკის პირველ ნახევარს.
In 1980, Denali National Park was expanded to include the Kantishna Hills and the northernmost cordillera of the Outer Range, but a parcel of low terrain within the new park acreage was omitted: a long arm of land known as the Wolf Townships, which encompasses the first half of the Stampede Trail.
598305.
ველურ გარემოში | თავი 2
რაკი მიწის აღნიშნული ნაკვეთი, ფართობით 7X20 მილი, სამივე მხრიდან ნაკრძალის კუთვნილი ტერიტორიითაა შემოსაზღვრული, აქ მართლაც ბევრი მგელი, დათვი, კარიბუ, ჩრდილოამერიკული ლოსი და სხვა ნადირი ცხოვრობს, აღნიშნულ ანომალიას კი გულმოდგინედ ინახავენ საიდუმლოდ ის მონადირეები და ხაფანგების დამგებები, რომლებისთვისაც ეს ცნობილია.
Because this 7-by-20-mile tract is surrounded on three sides by the protected acreage of the national park, it harbors more than its share of wolf, bear, caribou, moose, and other game, a local secret that’s jealously guarded by those hunters and trappers who are aware of the anomaly.
598306.
ველურ გარემოში | თავი 2
როგორც კი შემოდგომით ჩრდილოამერიკულ ლოსზე ნადირობის სეზონი იხსნება, თითო-ოროლა მონადირე დაცული ტერიტორიის საზღვრიდან სამი კილომეტრის დაშორებით, ნაკვეთის უკიდურეს დასავლეთში, მდინარე სუშანასთან მდგარ ავტობუსს სტუმრობს.
As soon as moose season opens in the fall, a handful of hunters typically pays a visit to the old bus, which sits beside the Sushana River at the westernmost end of the nonpark tract, within two miles of the park boundary.
598307.
ველურ გარემოში | თავი 2
1992 წლის 6 სექტემბერს ავტობუსისკენ გაემართნენ კენ ტომფსონი, ანკორიჯში ავტოგასამართი ნაწილების მაღაზიის მფლობელი, მასთან მომუშავე გორდონ სამელი და მათი მეგობარი, მშენებელი ფერდი სუონსონი.
Ken Thompson, the owner of an Anchorage auto-body shop, Gordon Samel, his employee, and their friend Ferdie Swanson, a construction worker, set out for the bus on September 6, 1992.
598308.
ველურ გარემოში | თავი 2
მისაღწევად იოლი ადგილი არ არის.
It isn’t an easy place to reach.
598309.
ველურ გარემოში | თავი 2
სტემპიდის ბილიკის შედარებით სავალ მონაკვეთს დაახლოებით თექვსმეტი კილომეტრის შემდეგ მდინარე ტეკლანიკა კვეთს, რომლის ყინულივით ცივი წყალი სწრაფი დინებით გამოირჩევა და ყინულოვანი დანალექებისგან მღვრიეა.
About ten miles past the end of the improved road the Stampede Trail crosses the Teklanika River, a fast, icy stream whose waters are opaque with glacial till.
598310.
ველურ გარემოში | თავი 2
ბილიკი მდინარისკენ ეშვება ვიწრო გასასვლელით, რომლის ქვემოთაც თეთრქაფმოდებული ტეკლანიკა მოჩანს.
The trail comes down to the riverbank just upstream from a narrow gorge, through which the Teklanika surges in a boil of white water.
598311.
ველურ გარემოში | თავი 2
რძიანი ყავის ფერი სწრაფი ნაკადის დანახვა ბევრს გადააფიქრებინებს გზის გაგრძელებას.
The prospect of fording this latte-colored torrent discourages most people from traveling any farther.
598312.
ველურ გარემოში | თავი 2
თუმცა, ტომფსონი, სამელი და სუონსონი ჯიუტი ალასკელები არიან, ძალიან უყვართ მანქანით იმ ადგილების გავლა, რომლებიც მანქანით სიარულისთვის სრულებით არ არის განკუთვნილი.
Thompson, Samel, and Swanson, however, are contumacious Alaskans with a special fondness for driving motor vehicles where motor vehicles aren’t really designed to be driven.
598313.
ველურ გარემოში | თავი 2
ტეკლანიკასთან მისვლისთანავე ნაპირები დაათვალიერეს, შემდეგ დატოტვილი ფართო მონაკვეთი მოძებნეს შედარებით ნაკლები ვიწრო ნაკადებით და თავქუდმოგლეჯილი გადაეშვნენ მდინარეში.
Upon arriving at the Teklanika, they scouted the banks until they located a wide, braided section with relatively shallow channels, and then they steered headlong into the flood.
598314.
ველურ გარემოში | თავი 2
– პირველი წავედი, – ამბობს ტომფსონი, – მდინარის სიგანე სავარაუდოდ ოცდახუთი მეტრი იყო და დინება ძალიან სწრაფი.
“I went first,” Thompson says. “The river was probably seventy-five feet across and real swift.”
598315.
ველურ გარემოში | თავი 2
ჩემი სატვირთო მანქანაა ყველგანმავალი ოთხმოცდამეორე დოჯი ოცდაათდუიმიანი ბორბლებით, ასე რომ, წყალი კაპოტამდე სწვდებოდა.
My rig is a jacked-up eighty-two Dodge four by four with thirty-eight-inch rubber on it, and the water was right up to the hood.
598316.
ველურ გარემოში | თავი 2
გორდონს თავის სატვირთოზე სამ-ნახევარი ტონის ასაწევი ჯალამბარი აქვს.
Gordon has a eight-thousand-pound winch on the front of his rig.
598317.
ველურ გარემოში | თავი 2
ტომფსონი მეორე ნაპირამდე უპრობლემოდ გადავიდა, მას სამელი და სუონსონიც მიჰყვნენ თავიანთი სატვირთოებით.
Thompson made it to the far bank without incident, followed by Samel and Swanson in their trucks.
598318.
ველურ გარემოში | თავი 2
პიკაპებიდან ორის ფურგონში უფრო მსუბუქი ავტომანქანებიც იყო: სამბორბლიანი და ოთხბორბლიანი.
In the beds of two of the pickups were light-weight allterrain vehicles: a three-wheeler and a four-wheeler.
598319.
ველურ გარემოში | თავი 2
სატვირთო მანქანები ხრეშით დაფარულ ნაპირზე დატოვეს, ყველგანმავალი შედარებით მსუბუქი მანქანები ჩამოტვირთეს და ამ უკეთ მანევრირებადი მანქანებით განაგრძეს ავტობუსისკენ გზა.
They parked the big rigs on a gravel bar, unloaded the ATVs, and continued toward the bus in the smaller, more maneuverable machines.
598320.
ველურ გარემოში | თავი 2
ნაპირიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ბილიკი სრულიად ჩაიკარგა თახვების აგებულ კაშხლებში, რომლებშიც წყალი მკერდამდე სწვდებოდათ.
A few hundred yards beyond the river the trail disappeared into a series of chest-deep beaver ponds.