მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598281.
ველურ გარემოში | თავი 2
ხის ნაჭერზე ამოკვეთილი ეს გრაფიტი კრის მაკკენდლესის გარდაცვალების ადგილზე იპოვეს.
GRAFFITO CARVED INTO A PIECE OF WOOD DISCOVERED AT THE SITE OF CHRIS MCCANDLESS’S DEATH.
598282.
ველურ გარემოში | თავი 2
მუქი ნაძვის ტყეს გაყინული მდინარის ორსავე ნაპირზე წარბები შეუკრავს.
Dark spruce forest frowned on either side the frozen waterway.
598283.
ველურ გარემოში | თავი 2
ამასწინანდელმა ქარმა ხეებს თეთრი საბურველი შემოაცალა, და ისინიც, შავები და ავბედითები, თითქოს ერთმანეთისკენ მიიწევდნენ მქრქალ სინათლეში.
The trees had been stripped by a recent wind of their white covering of frost, and they seemed to lean toward each other, black and ominous, in the fading light.
598284.
ველურ გარემოში | თავი 2
მიწაზე უკიდეგანო მდუმარება სუფევდა.
A vast silence reigned over the land.
598285.
ველურ გარემოში | თავი 2
თავად მიწა დაცლილი, უსიცოცხლო, უმოძრაო იყო, ისეთი მარტოსული და ცივი, რომ მისი სული მოწყენილობასაც კი არ გამოხატავდა.
The land itself was a desolation, lifeless, without movement, so lone and cold that the spirit of it was not even that of sadness.
598286.
ველურ გარემოში | თავი 2
მასში სიცილის აჩრდილი იგრძნობოდა, მაგრამ ეს სიცილი ნებისმიერ მოწყენილობაზე საზარელი იყო – სფინქსის ღიმილივით უსიხარულო სიცილი, მზრალობასავით ცივი სიცილი, პირქუში შეუცდომლობის გემოთი.
There was a hint in it of laughter, but of a laughter more terrible than any sadness —a laughter that was mirthless as the smile of the Sphinx, a laughter cold as the frost and partaking of the grimness of infallibility.
598287.
ველურ გარემოში | თავი 2
მარადიულობის მედიდური და გადმოუცემელი სიბრძნე დასცინოდა სიცოცხლის ამაოებასა და ცხოვრებისეულ ძალისხმევას.
It was the masterful and incommunicable wisdom of eternity laughing at the futility of life and the effort of life.
598288.
ველურ გარემოში | თავი 2
ეს იყო ველური, სასტიკი, ჩრდილოეთის უდაბური მიწების გაყინული გული.
It was the Wild, the savage, frozenhearted Northland Wild.
598289.
ველურ გარემოში | თავი 2
ალასკის ქედის ჩრდილოეთ კიდეზე, ზუსტად იქ, სადაც მაკ-კინლისა და მისი თანამგზავრების ბასტიონები ადგილს დაუთმობენ კანტიშნას დაბლობს, გარე ქედის სახელით ცნობილი დაბალი ქედების რიგი ისე გადაჭიმულა ვაკეზე, როგორც დაულაგებელ საწოლზე მიგდებული დაჭმუჭნილი საბანი.
On the northern margin of the Alaska Range, just before the hulking ramparts of Mt. McKinley and its satellites surrender to the low Kantishna plain, a series of lesser ridges, known as the Outer Range, sprawls across the flats like a rumpled blanket on an unmade bed.
598290.
ველურ გარემოში | თავი 2
გარე ქედის ორ განაპირა მოშიშვლებულ ქიმს შორის, დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე, დაახლოებით რვა კილომეტრზე გადაჭიმულია კოლბოხოვან-ხავსიანი ჭაობების, შავი მურყნარის ბარდებისა და დაძარღვულ-გაძვალტყავებული პატარა ნაძვების ერთობლიობით დაფარული ჩაღრმავებული ადგილი.
Between the flinty crests of the two outermost escarpments of the Outer Range runs an east-west trough, maybe five miles across, carpeted in a boggy amalgam of muskeg, alder thickets, and veins of scrawny spruce.
598291.
ველურ გარემოში | თავი 2
სწორედ ამ დაბლობს უვლის გარშემო სტემპიდის ბილიკი, გზა, რომელსაც ასე ჯიუტად მიუყვებოდა კრის მაკ-კენდლესი.
Meandering through the tangled, rolling bottomland is the Stampede Trail, the route Chris McCandless followed into the wilderness.
598292.
ველურ გარემოში | თავი 2
ბილიკი 1930-იან წლებში ლეგენდარულმა ალასკელმა სასარგებლო წიაღისეულის მაძიებელმა ერლ პილგრიმმა პირველად გამოიყენა.
The trail was blazed in the 1930s by a legendary Alaska miner named Earl Pilgrim.
598293.
ველურ გარემოში | თავი 2
1961 წელს ფერბენკსულმა კომპანია „იუტან კონსტრაკშენმა“ მოიგო კონტრაქტი, რომ ახლად წარმოქმნილ ალასკის შტატში (შტატად სულ რაღაც ორი წლის წინ გაფორმდა) ბილიკი გადაექცია გზად, რომელზეც სასარგებლო წიაღისეულით დატვირთული სატვირთო მანქანები მთელი წელი შეძლებდნენ სიარულს.
In 1961, a Fairbanks company, Yutan Construction, won a contract from the new state of Alaska (statehood having been granted just two years earlier) to upgrade the trail, building it into a road on which trucks could haul ore from the mine year-round.
598294.
ველურ გარემოში | თავი 2
პროექტი 1963 წელს შეჩერდა: ამ დროისთვის გზის 80-კილომეტრიანი მონაკვეთი იყო დაგებული, მაგრამ შემხვედრ მდინარეებზე არც ერთი ხიდი არ აუგიათ, ამიტომ სულ მალე ის გაუვალი გახდა გამდნარი მზრალობისა და სეზონური წყალდიდობების გამო.
The project was halted in 1963: some fifty miles of road were eventually built, but no bridges were ever erected over the many rivers it transected, and the route was shortly rendered impassable by thawing permafrost and seasonal floods.
598295.
ველურ გარემოში | თავი 2
„იუტანმა“ უკან, გზატკეცილისკენ გაიტანა საცხოვრებლად გადაკეთებული ორი ავტობუსი.
Yutan hauled two of the buses back to the highway.
598296.
ველურ გარემოში | თავი 2
მესამე ავტობუსი შუა გზაზე დატოვეს, რათა მონადირეებსა და ცხოველებისთვის ხაფანგების დამგებებს თავშესაფრად გამოეყენებინათ.
The third bus was left about halfway out the trail to serve as backcountry shelter for hunters and trappers.
598297.
ველურ გარემოში | თავი 2
მშენებლობის შეჩერებიდან სამი ათწლეულის შემდეგ გზის საფარის დიდი ნაწილი გაანადგურა წყალმა, შამბნარმა და ჭაობებმა, მაგრამ ავტობუსი ისევ დგას.
In the three decades since construction ended, much of the roadbed has been obliterated by washouts, brush, and beaver ponds, but the bus is still there.
598298.
ველურ გარემოში | თავი 2
მიტოვებული ავტობუსი – გასული საუკუნის 40-იანი წლების „ინტერნეშნლ ჰარვესტერი“ – ჩიტის საფრენი სიმაღლიდან მოჩანს ჰილიდან დასავლეთით, ორმოციოდე კილომეტრზე, თანდათან ჟანგი ჭამს სარეველებში ჩაფლულს სტემპიდის ბილიკის მახლობლად, ზუსტად დენალის ეროვნული ნაკრძალის საზღვართან.
A vintage International Harvester from the 1940s, the derelict vehicle is located twenty-five miles west of Healy as the raven flies, rusting incongruously in the fireweed beside the Stampede Trail, just beyond the boundary of Denali National Park.
598299.
ველურ გარემოში | თავი 2
ძრავა აღარ აქვს.
The engine is gone.
598300.
ველურ გარემოში | თავი 2
რამდენიმე ფანჯარა ჩატეხილია ან აკლია, იატაკზე ვისკის დამტვრეული ბოთლები ყრია.
Several windows are cracked or missing altogether, and broken whiskey bottles litter the floor.