მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598341.
ველურ გარემოში | თავი 2
მის ან ტომპსონის პატარა მანქანაში, არც ანკორიჯელი წყვილის ყველგანმავალში, გარდაცვლილის დასასვენებელი ადგილი არ იყო.
There wasn’t room on his or Thompson’s small machine to haul the dead person out, however, nor was there space on the Anchorage couple’s ATV.
598342.
ველურ გარემოში | თავი 2
მცირე ხნის შემდეგ მოქმედების ადგილზე ჩნდება მეექვსე პირი, მონადირე ჰილიდან, სახელად ბაჩ კილიანი.
A short while later a sixth person appeared on the scene, a hunter from Healy named Butch Killian.
598343.
ველურ გარემოში | თავი 2
რაკი კილიანს „არგო“, ფართო რვაბორბლიანი ყველგანმავალი ამფიბია ჰყავდა, სამელის აზრით, ცხედარი მას უნდა გადაეტანა, მაგრამ კილიანმა უარი თქვა, ის დაჟინებით იმეორებდა, რომ ეს ალასკის შტატის პოლიციის საქმე იყო.
Because Killian was driving an Argo—a large amphibious eight-wheeled ATV—Samel suggested that Killian evacuate the remains, but Killian declined, insisting it was a task more properly left to the Alaska State Troopers.
598344.
ველურ გარემოში | თავი 2
მეშახტე კილიანს, რომელიც საღამოობით ჰილის მოხალისე მეხანძრეთა რაზმის სასწრაფო დახმარების ბრიგადაშიც მუშაობდა, თავის „არგოში“ ორმხრივი რაცია ჰქონდა.
Killian, a coal miner who moonlights as an emergency medical technician for the Healy Volunteer Fire Department, had a two-way radio on the Argo.
598345.
ველურ გარემოში | თავი 2
რაკი იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებოდა, ვერავის დაუკავშირდა, გზატკეცილისკენ გაბრუნდა; ბილიკიდან რვა კილომეტრის დაშორებით, დაბნელებამდე მცირე ხნით ადრე, ჰილის ელექტროსადგურის რადიოოპერატორთან დაკავშირება შეძლო.
When he couldn’t raise anybody from where he was, he started driving back toward the highway; five miles down the trail, just before dark, he managed to make contact with the radio operator at the Healy power plant.
598346.
ველურ გარემოში | თავი 2
– ოპერატორო, – გადასცა მან, – ბაჩი ვარ.
“Dispatch,” he reported, “this is Butch.”
598347.
ველურ გარემოში | თავი 2
აქ, სუშანასთან, ავტობუსში მამაკაცის ცხედარია.
There’s a man back in the bus by the Sushana.
598348.
ველურ გარემოში | თავი 2
როგორც ჩანს, ცოტა ხნის წინ მოკვდა.
Looks like he’s been dead for a while.
598349.
ველურ გარემოში | თავი 2
მეორე დილით, ცხრის ნახევარზე, პოლიციის ვერტმფრენი ხმაურით დაეშვა ავტობუსის სიახლოვეს, მტვრისა და ვერხვის ფოთლების კორიანტელი დააყენა.
At eight-thirty the next morning, a police helicopter touched down noisily beside the bus in a blizzard of dust and swirling aspen leaves.
598350.
ველურ გარემოში | თავი 2
მეორედ მოფრინდნენ და წაიღეს მაკ-კენდლესის ცხედარი, ფოტოაპარატი ხუთი გადაღებული კასეტით, ტოტზე დატოვებული წერილი და დღიური – საჭმელად ვარგისი მცენარეების მეგზურის ბოლო ორ გვერდზე დატოვებული ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ბოლო ორი კვირის ამსახველი, 113 გამოუცნობი ჩანაწერი.
When they flew away, they took McCandless’s remains, a camera with five rolls of exposed film, the note, and a diary—written across the last two pages of a field guide to edible plants—that recorded the young man’s final weeks in 113 terse, enigmatic entries.
598351.
ველურ გარემოში | თავი 2
ცხედარი ანკორიჯში გადაასვენეს, სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის სამეცნიერო კრიმინოლოგიურ ლაბორატორიაში გაკვეთეს.
The body was taken to Anchorage, where an autopsy was performed at the Scientific Crime Detection Laboratory.
598352.
ველურ გარემოში | თავი 2
ცუდი მდგომარეობის გამო იმის დადგენაც კი ვერ მოხერხდა, ზუსტად როდის გარდაიცვალა მაკ-კენდლესი, თუმცა შინაგანი ორგანოების სერიოზული დაზიანება ან დამტვრეული ძვალი არ აღმოუჩენიათ.
The remains were so badly decomposed that it was impossible to determine exactly when McCandless had died, but the coroner could find no sign of massive internal injuries or broken bones.
598353.
ველურ გარემოში | თავი 2
სხეულზე თითქმის აღარ დარჩა კანქვეშა ცხიმი და სიკვდილამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე, კუნთები მნიშვნელოვნად ატროფირდა.
Virtually no subcutaneous fat remained on the body, and the muscles had withered significantly in the days or weeks prior to death.
598354.
ველურ გარემოში | თავი 2
გაკვეთის დროისთვის მაკ-კენდლესის ცხედარი 30 კილოგრამს იწონიდა.
At the time of the autopsy, McCandless’s remains weighed sixty-seven pounds.
598355.
ველურ გარემოში | თავი 2
მისი სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზი შიმშილი იყო.
Starvation was posited as the most probable cause of death.
598356.
ველურ გარემოში | თავი 2
მაკ-კენდლესის ხელმოწერა დარჩა დახმარების სათხოვნელ წერილზე, მისი გადაღებული ბევრი ფოტო ავტოპორტრეტს წარმოადგენდა.
McCandless’s signature had been penned at the bottom of the SOS note, and the photos, when developed, included many self-portraits.
598357.
ველურ გარემოში | თავი 2
მაგრამ მას თან არ ჰქონდა არც ერთი ოფიციალური საბუთი, ამიტომ პოლიციამ არ იცოდა სინამდვილეში ვინ და საიდან იყო, ან გარდაცვალების ადგილზე როგორ მოხვდა.
But because he had been carrying no identification, the authorities didn’t know who he was, where he was from, or why he was there.
598358.
ველურ გარემოში | თავი 3
მსურდა მღელვარება და ხიფათი და თავგანწირვა სიყვარულისთვის.
I wanted excitement and danger and the chance to sacrifice myself for my love.
598359.
ველურ გარემოში | თავი 3
მოზღვავებულ ენერგიას ვგრძნობდი, რომელიც ჩვენს წყნარ ცხოვრებაში ადგილს ვერ პოულობდა.
I felt in myself a superabundance of energy which found no outlet in our quiet life.
598360.
ველურ გარემოში | თავი 3
ამის უარყოფა შეუძლებელია... თავისუფლება ყოველთვის გვხიბლავდა.
It should not be denied… that being footloose has always exhilarated us.