მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598401.
ველურ გარემოში | თავი 3
ზოგჯერ სურდა ჩასწვდომოდა ამ ცხოვრების აზრს, მიმხვდარიყო, რატომ არიან ადამიანები ერთმანეთისადმი ასე მტრულად განწყობილი.
Sometimes he tried too hard to make sense of the world, to figure out why people were bad to each other so often.
598402.
ველურ გარემოში | თავი 3
ერთი-ორჯერ ვუთხარი, რომ არ ღირდა ასეთ საკითხებს ჩაღრმავებოდა, მაგრამ ალექსი ჯიუტი იყო.
A couple of times I tried to tell him it was a mistake to get too deep into that kind of stuff, but Alex got stuck on things.
598403.
ველურ გარემოში | თავი 3
ერთ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი უნდა მიეღო და მხოლოდ მერე გადადიოდა შემდეგზე.
He always had to know the absolute right answer before he could go on to the next thing.
598404.
ველურ გარემოში | თავი 3
ერთხელ უესტერბერგმა საგადასახადო სამსახურისთვის განკუთვნილ ფორმულარში შენიშნა, რომ მაკ-კენდლესის ნამდვილი სახელი კრისი იყო და არა ალექსი.
At one point Westerberg discovered from a tax form that McCandless’s real name was Chris, not Alex.
598405.
ველურ გარემოში | თავი 3
– სახელის შეცვლის მიზეზი არასოდეს აუხსნია, – ამბობს უესტერბერგი.
“He never explained why he’d changed his name,” says Westerberg.
598406.
ველურ გარემოში | თავი 3
– მისი მონაყოლიდან ვიცი, ოჯახთან დაძაბული ურთიერთობა რომ ჰქონდა, მაგრამ ასეთ რაღაცებში ცხვირს არ ვყოფ ხოლმე და ამიტომ მასთან ამაზე კრინტიც არ დამიძრავს.
“From things he said, you could tell something wasn’t right between him and his family, but I don’t like to pry into other people’s business, so I never asked about it.”
598407.
ველურ გარემოში | თავი 3
თუ მაკ-კენდლესი საკუთარი მშობლების მიმართ გაუცხოებას გრძნობდა, მისი ახალი ოჯახი უესტერბერგი და მისი მუშები გახდნენ, რომელთა უმრავლესობა უესტერბერგის სახლში ცხოვრობდა, კართეიჯში.
If McCandless felt estranged from his parents and siblings, he found a surrogate family in Westerberg and his employees, most of whom lived in Westerberg’s Carthage home.
598408.
ველურ გარემოში | თავი 3
სახლი დაბის ცენტრიდან რამდენიმე კვარტლის დაშორებით იდგა, ორსართულიანი, დედოფალ ანას სტილის შენობის წინ, ეზოში დიდი კანადური ვერხვი იზრდებოდა.
A few blocks from the center of town, it is a simple, two-story Victorian in the Queen Anne style, with a big cottonwood towering over the front yard.
598409.
ველურ გარემოში | თავი 3
მდგმურები რიგრიგობით ამზადებდნენ ერთმანეთისთვის სადილს, ერთად სვამდნენ და ერთად დასდევდნენ ქალებს – თუმცა წარუმატებლად.
The four or five inhabitants took turns cooking for one another, went drinking together, and chased women together, without success.
598410.
ველურ გარემოში | თავი 3
მაკ-კენდლესს მალე შეუყვარდა კართეიჯი.
McCandless quickly became enamored of Carthage.
598411.
ველურ გარემოში | თავი 3
მოსწონდა მცხოვრებთა გაწონასწორებულობა, პლებეური ღირსებები და მოკრძალებული ჩვევები.
He liked the community’s stasis, its plebeian virtues and unassuming mien.
598412.
ველურ გარემოში | თავი 3
იმ შემოდგომაზე გულთბილი მტკიცე კავშირი დამყარდა მასა და როგორც დაბას, ისე უეინ უესტერბერგს შორის.
That fall he developed a lasting bond with both the town and Wayne Westerberg.
598413.
ველურ გარემოში | თავი 3
უესტერბერგი ოცდათხუთმეტი წლისაა, ის კართეიჯში პატარაობისას ჩაიყვანა მშვილებელმა ოჯახმა.
Westerberg, in his mid-thirties, was brought to Carthage as a young boy by adoptive parents.
598414.
ველურ გარემოში | თავი 3
ის იყო პრერიების რენესანსის ადამიანი, ფერმერი, შემდუღებელი, ბიზნესმენი, ინჟინერი, ბრწყინვალე მექანიკოსი, გადამყიდველი, თვითმფრინავის ლიცენზირებული პილოტი, პროგრამისტი, ელექტროტექნიკოსი, ვიდეოთამაშების აპარატურის შემკეთებელი.
A Renaissance man of the plains, he is a farmer, welder, businessman, machinist, ace mechanic, commodities speculator, licensed airplane pilot, computer programmer, electronics troubleshooter, video-game repairman.
598415.
ველურ გარემოში | თავი 3
თუმცა, მაკ-კენდლესთან შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე მისმა ერთ-ერთმა ტალანტმა კანონთან დააპირისპირა.
Shortly before he met McCandless, however, one of his talents had got him in trouble with the law.
598416.
ველურ გარემოში | თავი 3
უესტერბერგმა დაიწყო „შავი ყუთების“ დამზადება და გაყიდვა, რომლებიც თანამგზავრზე გადაცემულ სიგნალს იჭერდა და მომხმარებელს კოდირებული საკაბელო გადაცემების მიღების საშუალებას აძლევდა სააბონენტოს გადახდის გარეშე.
Westerberg had been drawn into a scheme to build and sell “black boxes,” which illegally unscramble satellite-television transmissions, allowing people to watch encrypted cable programming without paying for it.
598417.
ველურ გარემოში | თავი 3
გამოძიების ფედერალური ბიურო კვალზე გავიდა, ხაფანგი დააგო და უესტერბერგი დააპატიმრეს.
The FBI caught wind of this, set up a sting, and arrested Westerberg.
598418.
ველურ გარემოში | თავი 3
1990 წლის 10 ოქტომბერს, მაკ-კენდლესის კართეიჯში ჩასვლიდან ორი კვირის შემდეგ, სიუ ფოლზში ოთხთვიანი პატიმრობის მოსახდელად გაემგზავრა.
On October 10, 1990, some two weeks after McCandless arrived in Carthage, began serving a four-month sentence in Sioux Falls.
598419.
ველურ გარემოში | თავი 3
წასვლამდე მან უესტერბერგს თავისი ნამდვილი საგანძური აჩუქა: 1942 წელს გამოცემული ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“.
Before departing, he gave Westerberg a treasured 1942 edition of Tolstoy’s War and Peace.
598420.
ველურ გარემოში | თავი 3
სატიტულო ფურცელზე წააწერა: „სახსოვრად უეინ უესტერბერგს ალეგზანდერისგან. 1990 წლის ოქტომბერი. პიერს დაუგდე ყური“.
On the title page he inscribed, “Transferred to Wayne Westerberg from Alexander. October, 1990. Listen to Pierre.”