მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598381.
ველურ გარემოში | თავი 3
ამის გაგონებაზე უეინის მეგობრის ცოლმა დაიჟინა, რომ ალექსისთვის გრანდიოზულ ვახშამს მოამზადებდა.
Overhearing this, the friend’s wife insisted on cooking Alex a big dinner.
598382.
ველურ გარემოში | თავი 3
მაკ-კენდლესმა უესტერბერგს უთხრა, რომ ჰოტ სპრინგზთან, საკოში მიდიოდა, აშშ-ის მე-2 ტრასიდან აღმოსავლეთით, 240 მილის დაშორებით.
McCandless had told Westerberg that his destination was Saco Hot Springs, 240 miles to the east on U.S.
598383.
ველურ გარემოში | თავი 3
ამ ადგილის შესახებ გაგონილი ჰქონდა „rubber tramps“-ებისგან (ანუ მაწანწალებისგან, რომლებსაც საკუთარი მანქანა ჰყავდათ; მათგან განსხვავებით, „leather tramps“-ები გადაადგილდებოდნენ გამვლელი მანქანებით ან ფეხით).
A place he’d heard about from some “rubber tramps” (i.e., vagabonds who owned a vehicle; as distinguished from “leather tramps,” who lacked personal transportation and were thus forced to hitchhike or walk).
598384.
ველურ გარემოში | თავი 3
უესტერბერგმა უპასუხა, რომ კიდევ ათ მილს გაივლიდა მასთან ერთად, შემდეგ კი ჩრდილოეთისკენ უნდა გადაეხვია, სანბარსტში, სადაც ნათესების ახლოს ტრაილერი ჰყავდა დატოვებული.
Westerberg had replied that he could take McCandless only ten miles down the road, at which point he would be turning north toward Sunburst, where he kept a trailer near the fields he was cutting.
598385.
ველურ გარემოში | თავი 3
დათქმულ ადგილამდე როდესაც მივიდნენ, სადაც უესტერბერგს მაკ-კენდლესი უნდა ჩამოესვა, უკვე ღამის თერთმეტის ნახევარი იყო და კოკისპირულად წვიმდა.
By the time Westerberg steered over to the shoulder to drop McCandless off, it was ten-thirty at night and raining hard.
598386.
ველურ გარემოში | თავი 3
– ჯანდაბა, – უთხრა უესტერბერგმა, – არ მინდა ასეთ წვიმაში აქ დაგტოვო.
“Jeeze,” Westerberg told him, “I hate to leave you out here in the goddamn rain.”
598387.
ველურ გარემოში | თავი 3
მაკ-კენდლესი უესტერბერგთან სამ დღეს დარჩა, გრუხუნა მანქანებზე ასულ მის მუშებთან ერთად ყოველ დილით თავთავების ოქროსფერ ოკეანეში მიდიოდა.
McCandless stayed with Westerberg for three days, riding out with his crew each morning as the workers piloted their lumbering machines across the ocean of ripe blond grain.
598388.
ველურ გარემოში | თავი 3
სანამ ერთმანეთს გამოემშვიდობებოდნენ, უესტერბერგმა ყმაწვილს შესთავაზა, სამუშაო თუ დასჭირდებოდა, მასთან ჩასულიყო, კართეიჯში.
Before McCandless and Westerberg went their separate ways, Westerberg told the young man to look him up in Carthage if he ever needed a job.
598389.
ველურ გარემოში | თავი 3
– რამდენიმე კვირა გავიდა, სანამ ალექსი დაბაში გამოჩნდებოდა, – იხსენებს უესტერბერგი.
“Was only a couple of weeks that went by before Alex showed up in town,” Westerberg remembers.
598390.
ველურ გარემოში | თავი 3
მან მაკ-კენდლესი სასილოსეში დაასაქმა და იაფიანი ოთახი მიაქირავა თავისი ორი სახლიდან ერთ-ერთში.
He gave McCandless employment at the grain elevator and rented him a cheap room in one of the two houses he owned.
598391.
ველურ გარემოში | თავი 3
– წლების განმავლობაში გამვლელი მანქანების ხარჯზე მოგზაურებიდან მრავალი დამისაქმებია, – ამბობს უესტერბერგი, – უმრავლესობა არც ისე კარგად მუშაობდა, არც სურდათ.
“I’ve given jobs to lots of hitchhikers over the years,” says Westerberg. “Most of them weren’t much good, didn’t really want to work.”
598392.
ველურ გარემოში | თავი 3
ალექსის შემთხვევა სრულიად განსხვავებულია.
It was a different story with Alex.
598393.
ველურ გარემოში | თავი 3
ის იყო ყველაზე დაუღალავი მშრომელი, რომელიც კი შემხვედრია.
He was the hardest worker I’ve ever seen.
598394.
ველურ გარემოში | თავი 3
შუა გზაზე არაფერი მიუტოვებია.
And he never quit in the middle of something.
598395.
ველურ გარემოში | თავი 3
თუ სამუშაოს იწყებდა, ამთავრებდა კიდეც.
If he started a job, he’d finish it.
598396.
ველურ გარემოში | თავი 3
მას მორალური პრინციპები ჰქონდა.
It was almost like a moral thing for him.
598397.
ველურ გარემოში | თავი 3
უკიდურესად პატიოსანი იყო.
He was extremely ethical.
598398.
ველურ გარემოში | თავი 3
და საკუთარ თავსაც საკმაოდ მაღალი თამასა დაუწესა.
He set pretty high standards for himself.
598399.
ველურ გარემოში | თავი 3
– იმის თქმაც შეიძლება, რომ ალექსი მეტისმეტად ჭკვიანი იყო, – ჩაფიქრებული განაგრძობს უესტერბერგი და უკვე მესამე ჭიქას ცლის, – ბევრს კითხულობდა.
“You could tell right away that Alex was intelligent,” Westerberg reflects, draining his third drink. “He read a lot.”
598400.
ველურ გარემოში | თავი 3
იქნებ მასზე თავს დამტყდარი უსიამოვნების მიზეზი ის იყო, რომ ძალიან ბევრს ფიქრობდა.
I think maybe part of what got him into trouble was that he did too much thinking.