მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598421.
ველურ გარემოში | თავი 3
პიერი ტოლსტოის პროტაგონისტი და ალტერ-ეგოა – ალტრუისტი, მაძიებელი, უკანონო შვილი.
Pierre is Tolstoy’s protagonist and alter ego — altruistic, questing, illegitimately born.
598422.
ველურ გარემოში | თავი 3
მაკ-კენდლესს დასავლეთის მიწებზე მოგზაურობის დროსაც არ შეუწყვეტია უესტერბერგთან ურთიერთობა, კართეიჯში თვეში ერთხელ ან ორჯერ რეკავდა ან წერილს აგზავნიდა.
And McCandless stayed in touch with Westerberg as he roamed the West, calling or writing Carthage every month or two.
598423.
ველურ გარემოში | თავი 3
მისი ფოსტა უესტერბერგის მისამართზე იგზავნებოდა და ყველას, ვისაც ხვდებოდა, მაკ-კენდლესი ეუბნებოდა, რომ მისი სამშობლო სამხრეთი დაკოტაა.
He had all his mail forwarded to Westerberg’s address and told almost everyone he met thereafter that South Dakota was his home.
598424.
ველურ გარემოში | თავი 3
სინამდვილეში მაკ-კენდლესი წარმოშობით ვირჯინიის შტატის ქალაქ ანანდეილის კომფორტული, შეძლებული საშუალო კლასის წარმომადგენლებით დასახლებული უბნიდან იყო.
In truth McCandless had been raised in the comfortable upper-middle-class environs of Annandale, Virginia.
598425.
ველურ გარემოში | თავი 3
მამამისი, უოლტი, აეროკოსმონავტიკის სახელგანთქმული ინჟინერი, ნასასა და Huge Aircraft-ისთვის 1960-1970-იან წლებში კოსმოსურ შატლებზე რთული რადარული სისტემების დამონტაჟებასა და სხვა საყურადღებო პროექტებზე მუშაობდა.
His father, Walt, is an eminent aerospace engineer who designed advanced radar systems for the space shuttle and other high-profile projects while in the employ of NASA and Hughes Aircraft in the 1960s and ’70s.
598426.
ველურ გარემოში | თავი 3
1978 წელს უოლტმა საკუთარ ბიზნესს ჩაუყარა საფუძველი, დააარსა პატარა, თუმცა წარმატებული კონსალტინგის ფირმა, „იუზერ სისტემზ, ინკორპორეიტედი“.
In 1978, Walt went into business for himself, launching a small but eventually prosperous consulting firm, User Systems, Incorporated.
598427.
ველურ გარემოში | თავი 3
მისი პარტნიორი კრისის დედა, ბილი იყო.
His partner in the venture was Chris’s mother, Billie.
598428.
ველურ გარემოში | თავი 3
ამ დიდ ოჯახში რვა ბავშვი იზრდებოდა: კრისის უმცროსი და, კარინი, რომელთანაც ის განსაკუთრებით ახლოს იყო, ასევე ექვსი ნახევარ და-ძმა უოლტის პირველი ქორწინებიდან.
There were eight children in the extended family: a younger sister, Carine, with whom Chris was extremely close, and six half-brothers and sisters from Walt’s first marriage.
598429.
ველურ გარემოში | თავი 3
1990 წლის მაისში კრისმა ატლანტაში ემორის კოლეჯი დაამთავრა, სადაც სტუდენტური გაზეთ „ემორის შტურვალის“ რედაქტორის თანაშემწე და მესვეტე იყო.
In May 1990, Chris graduated from Emory University in Atlanta, where he’d been a columnist for, and editor of, the student newspaper, The Emory Wheel.
598430.
ველურ გარემოში | თავი 3
– ჩვენ მისი არ გვესმოდა, – აღნიშნა მამამისმა.
“We misread him,” his father admits.
598431.
ველურ გარემოში | თავი 3
უოლტს, ბილისა და კარინს, რომლებიც კრისისთვის დიპლომის გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ატლანტაში ჩაფრინდნენ, ვერც კი წარმოედგინათ, – და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა – რომ სულ მალე კრისი მთელ თანხას გადასცემდა „OXFAM America“-ს, საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც დამშეულებს ეხმარებოდა.
What Walt, Billie, and Carine didn’t know when they flew down to Atlanta to attend Chris’s commencement—what nobody knew—was that he would shortly donate all the money in his college fund to OXFAM America, a charity dedicated to fighting hunger.
598432.
ველურ გარემოში | თავი 3
გამოშაცვები ცერემონიალი შაბათს იყო, 12 მაისს.
The graduation ceremony was on May 12, a Saturday.
598433.
ველურ გარემოში | თავი 3
ოჯახი დიდხანს მოთმინებით უსმენდა შრომის მინისტრის, ელიზაბეთ დოულის გამოსვლას, მერე ბილიმ რამდენიმე სურათი გადაუღო მოღიმარ კრისს, რომელიც დიპლომის ასაღებად სცენისკენ მიემართებოდა.
The family sat through a long-winded commencement address delivered by Secretary of Labor Elizabeth Dole, and then Billie snapped pictures of a grinning Chris traversing the stage to receive his diploma.
598434.
ველურ გარემოში | თავი 3
მომდევნო დღეს დედის დღე იყო.
The next day was Mother’s Day.
598435.
ველურ გარემოში | თავი 3
კრისმა ბილის შოკოლადი, ყვავილები და სენტიმენტალური შინაარსის საფოსტო ბარათი აჩუქა.
Chris gave Billie candy, flowers, a sentimental card.
598436.
ველურ გარემოში | თავი 3
ქალს გაუკვირდა და ესიამოვნა: ეს შვილისგან მიღებული პირველი საჩუქარი იყო მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ კრისმა გადაჭრით გამოაცხადა, რომ არც არავის მისცემდა საჩუქარს და არც არავისგან მიიღებდა.
She was surprised and extremely touched: It was the first present she had received from her son in more than two years, since he had announced to his parents that, on principle, he would no longer give or accept gifts.
598437.
ველურ გარემოში | თავი 3
ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მშვენიერი მანქანის მფლობელია: 1982 წელს გამოშვებული „დაცუნი“ B210-ის, ოდნავ შელახული, მაგრამ ტექნიკურად გამართულის, რომელსაც, ოდომეტრის თანახმად, 128,000 მილი ჰქონდა გავლილი.
He already had a perfectly good car, he insisted: a beloved 1982 Datsun B210, slightly dented but mechanically sound, with 128,000 miles on the odometer.
598438.
ველურ გარემოში | თავი 3
„ვერც კი დამიჯერებია, რომ მათ ჩემთვის მანქანის ყიდვა სცადეს“, სწერდა მოგვიანებით თავის დას, კარინს, „ან ის როგორ იფიქრეს, რომ უფლებას მივცემ, გადაიხადონ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის ფული, სადაც არ ვაპირებ საბუთების შეტანას...
I can’t believe they’d try and buy me a car,” he later complained in a letter to Carine, or that they think I’d actually let them pay for my law school if I was going to go….
598439.
ველურ გარემოში | თავი 3
მილიონჯერ ვუთხარი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მანქანა მყავს, მისი მეშვეობით გადავიარე მთელი კონტინენტი მაიამიდან ალასკამდე და პრობლემა არ შემქმნია, მანქანა, რომელიც ძალიან მიყვარს – ჰო, ჩემს ნათქვამს არად აგდებენ და ჰგონიათ, ახლა დავთანხმდები ახალი მანქანის საჩუქრად მიღებას!
I’ve told them a million times that I have the best car in the world, a car that has spanned the continent from Miami to Alaska, a car that has in all those thousands of miles not given me a single problem, a car that I will never trade in, a car that I am very strongly attached to—yet they ignore what I say and think I’d actually accept a new car from them!
598440.
ველურ გარემოში | თავი 3
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყო, რომ მომავალში მათგან არც ერთი საჩუქარი არ მივიღო, არ ეგონოთ, თითქოს ამ გზით ჩემს პატივისცემას მოიპოვებენ.
I’m going to have to be real careful not to accept any gifts from them in the future because they will think they have bought my respect.