მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598481.
ველურ გარემოში | თავი 4
ყაყაჩოსებრთა სახეობის მცენარე Arctomecon califomica ველური ყვავილია, რომელიც მოხავეს უდაბნოს მხოლოდ ერთ გარკვეულ მონაკვეთში იზრდება და მსოფლიოში სხვაგან არსად გვხვდება.
The bear-paw poppy, Arctomecon californica, is a wildflower found in an isolated corner of the Mojave Desert and nowhere else in the world.
598482.
ველურ გარემოში | თავი 4
გვიან გაზაფხულზე მისი რბილი ოქროსფერი ფურცლები იშლება, მაგრამ წლის დანარჩენ დროს ყვავილი გავარვარებულ მიწაზეა შეუმჩნევლად გაკრული.
In late spring it briefly produces a delicate golden bloom, but for most of the year the plant huddles unadorned and unnoticed on the parched earth.
598483.
ველურ გარემოში | თავი 4
1990 წლის ოქტომბერში, მაკ-კენდლესის ატლანტიდან წამოსვლიდან სამი თვის შემდეგ, ეროვნული პარკების სახელმწიფო სამსახურმა რეინჯერი ბად უოლში მიავლინა ტბა მიდის ეროვნულ სარეკრეაციო ზონაში, რათა აღერიცხა ამ სახეობის ყაყაჩოები, რის შემდეგაც ფედერალურ მთავრობას მეტი ინფორმაცია ექნებოდა, რამდენად იშვიათია აღნიშნული მცენარე.
In October 1990, more than three months after McCandless left Atlanta, a National Park Service ranger named Bud Walsh was sent into the backcountry of Lake Mead National Recreation Area to tally bear-paw poppies so that the federal government might better know just how scarce the plants were.
598484.
ველურ გარემოში | თავი 4
Arctomecon califomica მხოლოდ თიხნარ ნიადაგში იზრდება, რომელიც ტბა მიდის სამხრეთ ნაპირზე უხვადაა, ასე რომ, ბოტანიკური ძიებისთვის უოლშმა რეინჯერების ჯგუფი სწორედ ამ ადგილისკენ წაიყვანა.
Arctomecon californica grows only in gypsum soil of a sort that occurs in abundance along the south shore of Lake Mead, so that is where Walsh led his team of rangers to conduct the botanical survey.
598485.
ველურ გარემოში | თავი 4
მათ ტემპლ ბარ როუდიდან გადაუხვიეს, დაახლოებით სამი კილომეტრი გაიარეს მდინარის ამომშრალ დეტრიტულ კალაპოტში, მანქანები ტბის ნაპირზე გააჩერეს და მერე ფხვიერი თეთრი თიხით დაფარულ ფერდობს აუყვნენ.
They turned off Temple Bar Road, drove two roadless miles down the bed of Detrital Wash, parked their rigs near the lakeshore, and started scrambling up the steep east bank of the wash, a slope of crumbly white gypsum.
598486.
ველურ გარემოში | თავი 4
რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე წვერზე ასული ერთი რეინჯერი სულის მოსათქმელად შეჩერდა და ქვემოთ ჩაიხედა.
A few minutes later, as they neared the top of the bank, one of the rangers happened to glance back down into the wash while pausing to catch his breath.
598487.
ველურ გარემოში | თავი 4
„ეი! იქ, ქვემოთ შეხედეთ!“, დაიყვირა მან, „ეს რა ჯანდაბაა?“
“Hey! Look down there!” he yelled. “What the hell is that?”
598488.
ველურ გარემოში | თავი 4
ამომშრალი კალაპოტის განაპირას, თუთუბოს ბუჩქებში, იმ ადგილიდან ცოტა მოშორებით, სადაც რეინჯერებმა მანქანები დატოვეს, რაღაც ფართო საგანი მოჩანდა, რომელსაც ზემოდან მორუხო-მოყავისფრო ბრეზენტი ეხურა.
At the edge of the dry riverbed, in a thicket of saltbush not far from where they had parked, a large object was concealed beneath a dun-colored tarpaulin.
598489.
ველურ გარემოში | თავი 4
როდესაც რეინჯერებმა ბრეზენტი ახადეს, ძველი ყვითელი „დაცუნი“ აღმოაჩინეს ნომრების აღმნიშვნელი ტრაფარეტების გარეშე.
When the rangers pulled off the tarp, they found an old yellow Datsun without license plates.
598490.
ველურ გარემოში | თავი 4
იმას დარჩეს, ვინც მის აქედან გაყვანას მოახერხებს“.
Whoever can get it out of here can have it.
598491.
ველურ გარემოში | თავი 4
მანქანის კარები ჩაკეტილი არ იყო.
The doors had been left unlocked.
598492.
ველურ გარემოში | თავი 4
იატაკი ტალახს დაეფარა, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინანდელი წყალდიდობის შედეგი იქნებოდა.
The floorboards were plastered with mud, apparently from a recent flash flood.
598493.
ველურ გარემოში | თავი 4
მანქანის შიგთავსის დათვალიერების შედეგად უოლშმა იპოვა ჯანინის ფირმის გიტარა, ქვაბი, რომელშიც 4.93 დოლარი აღმოაჩინეს, ფეხბურთის ბურთი, ძველი სამოსით სავსე ნაგვის პარკი, ანკესი და სათევზაო მოწყობილობა, აგრეთვე ახალი ელექტროსაპარსი, ტუჩის გარმონი, აკუმულატორების შესაერთებელი კაბელები, თერთმეტი კილოგრამი ბრინჯი და მანქანის უჯრაში – მანქანის გასაღები.
When he looked inside, Walsh found a Gianini guitar, a saucepan containing $4.93 in loose change, a football, a garbage bag full of old clothes, a fishing rod and tackle, a new electric razor, a harmonica, a set of jumper cables, twenty-five pounds of rice, and in the glove compartment, the keys to the vehicle’s ignition.
598494.
ველურ გარემოში | თავი 4
რეინჯერებმა მიდამო დაათვალიერეს „რაიმე საეჭვოს აღმოსაჩენად“, როგორც უოლშმა განმარტა, მერე გაემგზავრნენ.
The rangers searched the surrounding area “for anything suspicious,” according to Walsh, and then departed.
598495.
ველურ გარემოში | თავი 4
ხუთი დღის შემდეგ სხვა რეინჯერი დაბრუნდა მიტოვებულ მანქანასთან, უპრობლემოდ აამუშავა მანქანა თავისი მანქანის აკუმულატორით და ტემპლ ბარის ავტოსარემონტო სახელოსნოს ავტოსადგომამდე მიიყვანა.
Five days later another ranger returned to the abandoned vehicle, managed to jump-start it without difficulty, and drove it out to the National Park Service maintenance yard at Temple Bar.
598496.
ველურ გარემოში | თავი 4
– საათში ასი კილომეტრის სიჩქარით დადიოდა, – იხსენებს უოლში.
“He drove it back at sixty miles an hour,” Walsh recalls.
598497.
ველურ გარემოში | თავი 4
მანქანის მფლობელის ვინაობის გასაგებად რეინჯერებმა ტელეტაიპის მეშვეობით გაგზავნეს ბიულეტენი სამართალდამცავებთან და მანქანის ძრავას ნომრის მიხედვით შეეცადნენ დაედგინათ, ხომ არ უკავშირდებოდა „დაცუნი“ რომელიმე დანაშაულს, მაგრამ ვერაფერი შეიტყვეს.
Attempting to learn who owned the car, the rangers sent out a bulletin over the Teletype to relevant law-enforcement agencies and ran a detailed search of computer records across the Southwest to see if the Datsun’s VIN was associated with any crimes. Nothing turned up.
598498.
ველურ გარემოში | თავი 4
ნაბიჯ-ნაბიჯ, მანქანის სერიული ნომრის მეშვეობით, კორპორაცია „ჰერცის“ კვალზე გავიდნენ, ვისაც ეს მანქანა თავდაპირველად ეკუთვნოდა; „ჰერცის“ ინფორმაციით, მათ მრავალი წლის წინ დაბალ ფასად გაყიდეს მანქანა და მისი უკან დაბრუნება ნამდვილად არ სურდათ.
By and by the rangers traced the car’s serial number to the Hertz Corporation, the vehicle’s original owner; Hertz said they had sold it as a used rental car many years earlier and had no interest in reclaiming it.
598499.
ველურ გარემოში | თავი 4
მომდევნო სამი წელი ეროვნული ნაკრძალებისა და პარკების სახელმწიფო სამსახურის აგენტები „დაცუნს“ ნარკოტიკების გამსაღებლებზე მეთვალყურეობისა და გამოვლენისთვის იყენებდნენ, რასაც დაპატიმრებების სერია მოჰყვა დანაშაულის ადგილად ქცეულ რეკრეაციულ ზონაში.
Over the next three years the Park Service used the Datsun to make undercover drug buys that led to numerous arrests in the crime-plagued national recreation area.
598500.
ველურ გარემოში | თავი 4
– ამ ბებერი მანქანის წყალობით არაერთი კილომეტრი დავფარეთ, – ამბობს უოლში „დაცუნის“ აღმოჩენიდან ორნახევარი წლის შემდეგ, – საკმარისია რამდენიმე დოლარის საწვავი და მანქანა მთელი დღე დადის.
“We’re still getting a lot of mileage out of that old car even now,” Walsh proudly reports two and a half years after finding the Datsun. Put a few bucks of gas in the thing, and it will go all day.