მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598461.
ველურ გარემოში | თავი 3
შინ დაბრუნებულმა უოლტმა და ბილიმ აღმოაჩინეს, რომ კრისისთვის გაგზავნილი ყველა წერილი უკან დაუბრუნდათ ამანათით.
Walt and Billie returned home to find that all the letters they’d sent their son that summer had been returned in a bundle.
598462.
ველურ გარემოში | თავი 3
– კრისმა ფოსტას მიმართა, მათთან შეენახათ ყველაფერი და 1 აგვისტოს გამოეგზავნათ ჩვენთვის. როგორც ჩანს, ასე იმიტომ მოიქცა, რომ არ გაგვეგო, რა მოხდა, – ამბობს ბილი.
“Chris had instructed the post office to hold them until August 1, apparently so we wouldn’t know anything was up,” says Billie.
598463.
ველურ გარემოში | თავი 3
– ამან ძალიან, ძალიან შეგვაშფოთა.
“It made us very, very worried.”
598464.
ველურ გარემოში | თავი 3
ამ დროისთვის კრისი უკვე დიდი ხნის წასული იყო.
By then Chris was long gone.
598465.
ველურ გარემოში | თავი 3
ხუთი კვირის წინ ჩაალაგა თავისი მცირე ბარგი მანქანაში და დასავლეთისკენ გაუყვა გზას.
Five weeks earlier he’d loaded all his belongings into his little car and headed west.
598466.
ველურ გარემოში | თავი 3
მოგზაურობა ნამდვილ ოდისეად უნდა ქცეულიყო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ეპიკურ თავგადასავლად, რომელიც ყველაფერს შეცვლიდა.
The trip was to be an odyssey in the fullest sense of the word, an epic journey that would change everything.
598467.
ველურ გარემოში | თავი 3
წინა ოთხი წელი კოლეჯში სწავლაზე დახარჯა, ემზადებოდა, მისი აზრით, უაზრო და აბსურდული, დამამძიმებელი ვალდებულების აღსასრულებლად – კოლეჯის დასამთავრებლად.
He had spent the previous four years, as he saw it, preparing to fulfill an absurd and onerous duty: to graduate from college.
598468.
ველურ გარემოში | თავი 3
მაგრამ დიპლომის მიღებისთანავე გათავისუფლდა, თავი დააღწია მშობლებისა და თანასწორების სულისშემხუთავ სამყაროს, აბსტრაქციის, უსაფრთხოებისა და მატერიალური ფუფუნების სამყაროს, რომელშიც თავს რეალური არსებობისგან გარიყულად გრძნობდა.
At long last he was unencumbered, emancipated from the stifling world of his parents and peers, a world of abstraction and security and material excess, a world in which he felt grievously cut off from the raw throb of existence.
598469.
ველურ გარემოში | თავი 3
ატლანტიდან დასავლეთით მიემართებოდა, საკუთარი თავისთვის ახალი ცხოვრების გამოგონება სურდა, რომელშიც თავისუფალი იქნებოდა, შეულამაზებელი არსებობის გამოცდილებას ეზიარებოდა.
Driving west out of Atlanta, he intended to invent an utterly new life for himself, one in which he would be free to wallow in unfiltered experience.
598470.
ველურ გარემოში | თავი 3
წარსულ ცხოვრებასთან კავშირის გაწყვეტის სიმბოლურად აღსანიშნავად სახელი შეიცვალა.
To symbolize the complete severance from his previous life, he even adopted a new name.
598471.
ველურ გარემოში | თავი 3
ამიერიდან ის იყო არა კრის მაკ-კენდლესი, არამედ ალეგზანდერ (ალექს) სუპერმაწანწალა, საკუთარი ბედისწერის შემოქმედი.
No longer would he answer to Chris McCandless; he was now Alexander Supertramp, master of his own destiny.
598472.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნო დაფარულის გამოაშკარავებას უწყობს ხელს, გენეტიკურად და ფსიქოლოგიურად უცხო, მგრძნობელობის თვალსაზრისით ასკეტური, ესთეტიკურად აბსტრაქტული, ისტორიულად მტრულია...
The desert is the environment of revelation, genetically and physiologically alien, sensorily austere, esthetically abstract, historically inimical…
598473.
ველურ გარემოში | თავი 4
მისი ფორმები გაბედულია და დასაფიქრებელი.
Its forms are bold and suggestive.
598474.
ველურ გარემოში | თავი 4
გონებას თავს ატყდება სინათლე და სივრცე, მანამდე უცხო კინესთეტური არიდულობა, მაღალი ტემპერატურა და ქარი.
The mind is beset by light and space, the kinesthetic novelty of aridity, high temperature, and wind.
598475.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნოს ზეცა გარს გევლება, დიდებული, საზარელი.
The desert sky is encircling, majestic, terrible.
598476.
ველურ გარემოში | თავი 4
დასახლების სხვა ადგილებში ცის თაღი ჰორიზონტის ხაზის ზემოთ დატეხილი ან დამალულია; აქ კი, თავზემოთ არსებულ უსასრულო სივრცესთან ერთად, ისიც უსასრულოდ ვრცელია, ბევრად ვრცელი, ვიდრე სოფლის ან ტყის თავზე...
In other habitats, the rim of sky above the horizontal is broken or obscured; here, together with the overhead portion, it is infinitely vaster than that of rolling countryside and forest lands.…
598477.
ველურ გარემოში | თავი 4
ცაზე, რომელსაც არაფერი ეფარება, ღრუბლები თითქოს უფრო მასიური ჩანს, ზოგჯერ მისი ქვედა ფენები თითქოს დედამიწის მოხაზულობას ირეკლავს.
In an unobstructed sky the clouds seem more massive, sometimes grandly reflecting the earth’s curvature on their concave undersides.
598478.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნოს ლანდშაფტის სიხისტე ღრუბლებსაც და მიწასაც მონუმენტურ არქიტექტურულობას მატებს...
The angularity of desert landforms imparts a monumental architecture to the clouds as well as to the land….
598479.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნოში მიდიოდნენ მქადაგებლები და მეუდაბნოეები; უდაბნოს გავლით მოგზაურობდნენ მომლოცველები და ლტოლვილები.
To the desert go prophets and hermits; through deserts go pilgrims and exiles.
598480.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნოში ეძებდნენ დიდი რელიგიების შემქმნელები განმარტოების განმკურნებელ და სულიერ ღირებულებებს, არა იმიტომ, რომ რეალობას გაჰქცეოდნენ, არამედ – მის აღმოსაჩენად.
Here the leaders of the great religions have sought the therapeutic and spiritual values of retreat, not to escape but to find reality.