მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598521.
ველურ გარემოში | თავი 4
ამ ყველაფრის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არსებობდა – „დაცუნი“ დაეტოვებინა და ოდისეა ფეხით გაეგრძელებინა.
But there was a way to avoid such aggravation: He could simply abandon the Datsun and resume his odyssey on foot.
598522.
ველურ გარემოში | თავი 4
მოვლენების განვითარებამ არ დააბნია მაკ-კენდლესი, პირიქით, გახარებული იყო: წყალდიდობამ საშუალება მისცა არასაჭირო ბარგი თავიდან მოეშორებინა.
Instead of feeling distraught over this turn of events, moreover, McCandless was exhilarated: He saw the flash flood as an opportunity to shed unnecessary baggage.
598523.
ველურ გარემოში | თავი 4
მანქანას გულდასმით გადააფარა მორუხო-მოყავისფრო ბრეზენტი, ვირჯინიის შტატის ნომრიანი ტრაფარეტები მოხსნა და გადამალა.
He concealed the car as best he could beneath a brown tarp, stripped it of its Virginia plates, and hid them.
598524.
ველურ გარემოში | თავი 4
ირმებზე სანადიროდ განკუთვნილი თავისი ვინჩესტერი მიწაში ჩაფლა.
He buried his Winchester deer-hunting rifle.
598525.
ველურ გარემოში | თავი 4
მისი მომდევნო ქმედებისთვის ხოტბას შეასხამდნენ როგორც თორო, ისე ტოლსტოი – შემორჩენილი ქაღალდის ბანკნოტები ქვიშაზე დადო – ერთი, ხუთი და ოც-დოლარიანი ბანკნოტების გროვა – შემდეგ ასანთს გაჰკრა და ზემოდან დააგდო.
Then, in a gesture that would have done both Thoreau and Tolstoy proud, he arranged all his paper currency in a pile on the sand—a pathetic little stack of ones and fives and twenties—and put a match to it.
598526.
ველურ გარემოში | თავი 4
ას ოცდასამი დოლარი რამდენიმე წამში კვამლად და ნაცრად იქცა.
One hundred twenty-three dollars in legal tender was promptly reduced to ash and smoke.
598527.
ველურ გარემოში | თავი 4
ამ ყველაფრის შესახებ ჩვენთვის ცნობილია, რადგან მაკ-კენდლესმა ფულის დაწვა და სხვა ქმედებები დაწვრილებით აღწერა ერთგვარ დღიურში, რომელიც მოგვიანებით უეინ უესტერბერგს დაუტოვა ალასკაზე საბოლოოდ გამგზავრების წინ.
We know all of this because McCandless documented the burning of his money and most of the events that followed in a journal-snapshot album he would later leave with Wayne Westerberg for safekeeping before departing for Alaska.
598528.
ველურ გარემოში | თავი 4
დღიურის სტილი, მესამე პირში დაწერილი, ცოტათი ხელოვნურია, ადგილ-ადგილ მელოდრამას ემსგავსება, მაგრამ კარგად ეტყობა, მაკკენდლესი ყველა ფაქტს უტყუარად აღწერს; სიმართლის მოყოლა მისი კრედო იყო, რომლისთვისაც არასოდეს უღალატია.
Although the tone of the journal—written in the third person in a stilted, self-consciousness voice—often veers toward melodrama, the available evidence indicates that McCandless did not misrepresent the facts; telling the truth was a credo he took seriously.
598529.
ველურ გარემოში | თავი 4
ნივთების ის მცირე ნაწილი, რომელიც წასაღებად გადადო, ზურგჩანთაში ჩაალაგა და მაკ-კენდლესი 10 ივლისს ტბა მიდის გარშემო სამოგზაუროდ გაეშურა.
After loading his few remaining possessions into a backpack, McCandless set out on July 10 to hike around Lake Mead.
598530.
ველურ გარემოში | თავი 4
მისი დღიურის თანახმად, ეს იყო „უზარმაზარი შეცდომა... ივლისის თვეში ტემპერატურა ყოველგვარ საზღვრებს სცდება“.
This, his journal acknowledges, turned out to be a “tremendous mistake…. In extreme July temperatures becomes delirious.”
598531.
ველურ გარემოში | თავი 4
ივლისის ბოლოს მის დამგზავრებას დათანხმდა ადამიანი, რომელიც თავს შეშლილ ერნის უწოდებდა, და მანვე შესთავაზა მაკ-კენდლესს ჩრდილოეთ კალიფორნიის რანჩოში სამუშაო; რანჩოს ფოტოებზე მოჩანს შეუღებავი ქოხმახი, რომლის გარშემო თხები და ქათმები დაბორიალობენ, იქვე ყრია ძველი მატრასების ზამბარები, დამტვრეული ტელევიზორები, სუპერმარკეტების ურიკები, გაფუჭებული ელექტროხელსაწყოები და სხვა ხარახურა.
At the end of July, he accepted a ride from a man who called himself Crazy Ernie and offered McCandless a job on a ranch in northern California; photographs of the place show an un-painted, tumbledown house surrounded by goats and chickens, bedsprings, broken televisions, shopping carts, old appliances, and mounds and mounds of garbage.
598532.
ველურ გარემოში | თავი 4
ექვს მაწანწალასთან ერთად აქ თერთმეტი დღის გატარების შემდეგ მაკ-კენდლესი მიხვდა, რომ ერნის ფიქრადაც არ გაუვლია მათთვის ფულის გადახდა, ამიტომ ეზოში მდებარე საკუჭნაოდან ათსიჩქარიანი წითელი ველოსიპედი მოიპარა, ჩიკომდე ჩავიდა და ველოსიპედი სუპერმარკეტის ავტოსადგომზე დატოვა.
After working there eleven days with six other vagabonds, it became clear to McCandless that Ernie had no intention of ever paying him, so he stole a red ten-speed bicycle from the clutter in the yard, pedaled into Chico, and ditched the bike in a mall parking lot.
598533.
ველურ გარემოში | თავი 4
შემდეგ მაწანწალობა გააგრძელა, გამვლელი მანქანების მეშვეობით ჩრდილოეთი და დასავლეთი მოიარა რედ ბლაფს, უივერვილსა და უილოუ კრიკს შორის.
Then he resumed a life of constant motion, riding his thumb north and west through Red Bluff, Weaverville, and Willow Creek.
598534.
ველურ გარემოში | თავი 4
კალიფორნიის შტატში მდებარე არკატში, წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, წითელი ხის ნესტიან ტყეებს შორის, მაკ-კენდლესმა მარჯვნივ, 101-ე მაგისტრალზე შეუხვია და ოკეანის სანაპირომდე მიაღწია.
At Arcata, California, in the dripping redwood forests of the Pacific shore, McCandless turned right on U.S. Highway 101 and headed up the coast.
598535.
ველურ გარემოში | თავი 4
ორეგონის საზღვრიდან ასიოდე კილომეტრის დაშორებით, დაბა ორიკის სიახლოვეს, გზააბნეულების წყვილს ძველი ფურგონიანი მანქანა შეეჩერებინა და რუკას დასცქეროდა, როდესაც გზისპირა ბუჩქებთან ყმაწვილი შენიშნა.
Sixty miles south of the Oregon line, near the town of Orick, a pair of drifters in an old van pulled over to consult their map when they noticed a boy crouching in the bushes off the side of the road.
598536.
ველურ გარემოში | თავი 4
– მუხლამდე სიგრძის შორტი ეცვა და რაღაც სულელური ქუდი ეხურა, – ამბობს ჯენ ბურსი, ორმოცდაერთი წლის მაწანწალა, რომელიც დასავლეთში მანქანით მოგზაურობდა ბოიფრენდთან, ბობთან ერთად და იაფფასიანი ნივთების ბაზრობებზე ხელნაკეთობებს ყიდდა.
“He was wearing long shorts and this really stupid hat,” says Jan Burres, a forty-one-year-old rubber tramp who was traveling around the West selling knick-knacks at flea markets and swap meets with her boyfriend, Bob.
598537.
ველურ გარემოში | თავი 4
– თან ჰქონდა წიგნი საკვებად ვარგისი მცენარეების შესახებ, რომელსაც კენკრის კრეფის დროს იყენებდა და რძის უთავსახურო ქილაში აგროვებდა.
He had a book about plants with him, and he was using it to pick berries, collecting them in a gallon milk jug with the top cut off.
598538.
ველურ გარემოში | თავი 4
ძალიან საბრალო შესახედაობა ჰქონდა, ამიტომ დავუძახე: „ეი, გინდა ჩვენთან ერთად წამოხვიდე?“ ვიფიქრე, საკვებს შევთავაზებთ-მეთქი.
He looked pretty pitiful, so I yelled, ‘Hey, you want a ride somewhere?’ I thought maybe we could give him a meal or something.
598539.
ველურ გარემოში | თავი 4
ლაპარაკს შევყევით. ძალიან სასიამოვნო ყმაწვილი გამოდგა.
We got to talking. He was a nice kid.
598540.
ველურ გარემოში | თავი 4
გვითხრა, რომ ალექსი ერქვა. ეტყობოდა, ძალიან შიოდა. მაგრამ არნახულად ბედნიერი.
Said his name was Alex. And he was big-time hungry. But real happy.