მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598581.
ველურ გარემოში | თავი 4
მცირე ხნით ეწვია კოლორადოს შესართავს, ბილ უილიამსის მდინარეს, მერე კი ისევ კოლორადოზე გააგრძელა ცურვა ინდიელთა რეზერვაციის, ასევე სიბოლასა და იმპერიალის ველური ბუნების ეროვნული ნაკრძალების გავლით.
He made a brief excursion up the Bill Williams River, a tributary of the Colorado, then continued downstream through the Colorado River Indian Reservation, the Cibola National Wildlife Refuge, the Imperial National Wildlife Refuge.
598582.
ველურ გარემოში | თავი 4
გიგანტურ საგუაროებსა და ტუტენიადაგიან ვაკეებს ხედავდა, ღამ-ღამობით კი პრეკამბრიული ქვების ძირში პოულობდა თავშესაფარს.
He drifted past saguaros and alkali flats, camped beneath escarpments of naked Precambrian stone.
598583.
ველურ გარემოში | თავი 4
შორს შოკოლადისფერი მთები მიცურავდა მირაჟის მსგავს წყლებში.
In the distance spiky, chocolate-brown mountains floated on eerie pools of mirage.
598584.
ველურ გარემოში | თავი 4
მდინარე ერთი დღით დატოვა, რომ ველური ცხენების რემას გაჰყოლოდა, და გამაფრთხილებელ წარწერას წააწყდა – ის იუმას სამხედრო საცდელი პოლიგონის აკრძალულ ტერიტორიაზე შედიოდა.
Leaving the river for a day to track a herd of wild horses, he came across a sign warning that he was trespassing on the U.S. Army’s highly restricted Yuma Proving Ground.
598585.
ველურ გარემოში | თავი 4
ბარათში ეწერა: გამარჯობა, უეინ! როგორ ხარ?
“Hey Wayne!” the card reads, How’s it going?
598586.
ველურ გარემოში | თავი 4
ვიმედოვნებ, შენი მდგომარეობა გაუმჯობესდა ჩვენი უკანასკნელი საუბრის შემდეგ.
I hope that your situation has improved since the time we last spoke.
598587.
ველურ გარემოში | თავი 4
უკვე ერთი კვირაა, არიზონაში დავხეტიალობ. არაჩვეულებრივი შტატია!
I’ve been tramping around Arizona for about a month now. This is a good state!
598588.
ველურ გარემოში | თავი 4
ფანტასტიკური ბუნება და შესანიშნავი კლიმატი.
There is all kinds of fantastic scenery and the climate is wonderful.
598589.
ველურ გარემოში | თავი 4
მაგრამ ამ ბარათით მოსალმების გარდა მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გითხრა გაწეული მასპინძლობისთვის.
But apart from sending greetings the main purpose of this card is to thank you once again for all your hospitality.
598590.
ველურ გარემოში | თავი 4
შენნაირ გულკეთილ და გულღია ადამიანს იშვიათად შეხვდები.
It’s rare to find a man as generous and good natured as you are.
598591.
ველურ გარემოში | თავი 4
თუმცა ზოგჯერ ვფიქრობ, უკეთესი იყო, ერთმანეთს არ შევხვედროდით.
Sometimes I wish I hadn’t met you though.
598592.
ველურ გარემოში | თავი 4
წანწალი ძალიან ადვილია, როდესაც ფული გაქვს.
Tramping is too easy with all this money.
598593.
ველურ გარემოში | თავი 4
მაგრამ ახლა ფულის გარეშე ეს შეუძლებელია, აქ ხილი ცოტაა.
I couldn’t make it now without money, however, as there is very little fruiting agriculture down here.
598594.
ველურ გარემოში | თავი 4
გთხოვ, ჩემი მადლობა გადაეცი კევინს ნაჩუქარი სამოსისთვის, მის გარეშე გავიყინებოდი.
Please thank Kevin again for all the clothes he gave me, I would have froze to death without them.
598595.
ველურ გარემოში | თავი 4
ვიმედოვნებ, შენთვის დატოვებული წიგნი გადმოგცა.
I hope he got that book to you.
598596.
ველურ გარემოში | თავი 4
უეინ, აუცილებლად უნდა წაიკითხო „ომი და მშვიდობა“.
Wayne, you really should read War and Peace.
598597.
ველურ გარემოში | თავი 4
ეს არის ძალიან ძლიერი და უაღრესად სიმბოლური წიგნი.
That is a very powerful and highly symbolic book.
598598.
ველურ გარემოში | თავი 4
მე რაც შემეხება, გადავწყვიტე ცოტა ხანს კიდევ გავაგრძელო ასე ცხოვრება.
As for me, I’ve decided that I’m going to live this life for some time to come.
598599.
ველურ გარემოში | თავი 4
თავისუფლება და მისი უბრალო სილამაზე ძნელად დასათმობია.
The freedom and simple beauty of it is just too good to pass up.
598600.
ველურ გარემოში | თავი 4
ერთ დღესაც დავბრუნდები, უეინ, და შევძლებ მცირედით მაინც გადაგიხადო ჩემდამი გამოჩენილი სიკეთე. იქნებ ერთი ყუთი „ჯეკ დენიელსით“?
One day I’ll get back to you Wayne and repay some of your kindness. A case of Jack Daniels maybe?