მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598561.
ველურ გარემოში | თავი 4
გენერალმა ის დააკავშირა კერძო დეტექტივთან, პიტერ კალიტკასთან, რომელიც კონტრაქტით მუშაობდა როგორც სამხედრო დაზვერვის სააგენტოს, ისე გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის.
The general put him in touch with a private investigator named Peter Kalitka, who’d done contract work for both the DIA and the CIA.
598562.
ველურ გარემოში | თავი 4
გენერალი უოლტს არწმუნებდა, რომ იგი საუკეთესო იყო; თუ კრისი ნამდვილად იქ იყო, კალიტკა მას აუცილებლად მოძებნიდა.
He was the best, the general assured Walt; if Chris was out there, Kalitka would find him.
598563.
ველურ გარემოში | თავი 4
უილოუ-კრიკიდან მიღებული ქვითარი კალიტკამ გამოძიების ამოსავალ წერტილად მიიღო და ძიებას შეუდგა. ის იმ ძაფებს ეძებდა, რომლებიც ევროპამდე და სამხრეთ აფრიკამდეც კი მიდიოდა.
Using the Willow Creek ticket as a starting point, Kalitka launched an extremely thorough search, chasing down leads that led as far afield as Europe and South Africa.
598564.
ველურ გარემოში | თავი 4
მაგრამ მისმა ძალისხმევამ შედეგი მხოლოდ დეკემბერში გამოიღო, როდესაც საგადასახადო ჩანაწერების თვალიერებისას კრისის მიერ OXFAM-ისთვის შეწირული, უნივერსიტეტის თანხა ამოტივტივდა.
His efforts, however, turned up nothing—until December, when he learned from an inspection of tax records that Chris had given away his college fund to OXFAM.
598565.
ველურ გარემოში | თავი 4
– ამ ამბავმა ძალიან შეგვაშინა, – ამბობს უოლტი, – ამ დროისთვის უკვე აღარ ვიცოდით, რას აპირებდა, რას ფიქრობდა კრისი.
“That really scared us,” says Walt “By that point we had absolutely no idea what Chris could be up to.
598566.
ველურ გარემოში | თავი 4
მას თავისი „დაცუნი“ ისე უყვარდა, ვერც კი წარმოვიდგენდით, თუ ასე მიატოვებდა და მოგზაურობას ფეხით გააგრძელებდა.
He loved that Datsun so much it was mind-boggling to me that he would ever abandon it and travel on foot.
598567.
ველურ გარემოში | თავი 4
თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, აღარ მიკვირს.
Although, in retrospect, I guess it shouldn’t have surprised me.
598568.
ველურ გარემოში | თავი 4
კალიტკა მას კალიფორნიაში ეძებდა, კრისი კი უკვე შორს იყო, მან კასკადოვანი მთები გადაიარა, მდინარე კოლუმბიას სალბის ბუჩქებითა და ლავის ნაკადებით დაფარული აუზი უკან მოიტოვა, გაიარა აიდაჰოს გასასვლელით და მონტანამდე ჩააღწია.
As Kalitka was trying to pick up Chris’s scent in California, he was already far away, hitching east across the Cascade Range, across the sagebrush uplands and lava beds of the Columbia River basin, across the Idaho panhandle, into Montana.
598569.
ველურ გარემოში | თავი 4
აქ, კატ ბენკთან, შეხვდა უიენ უესტერბერგს და სექტემბრის ბოლოსთვის მასთან მუშაობდა კართეიჯში.
There, outside Cut Bank, he crossed paths with Wayne Westerberg and by the end of September was working for him in Carthage.
598570.
ველურ გარემოში | თავი 4
როდესაც უესტერბერგი დააპატიმრეს და სამუშაო დაკარგა, ზამთარი კი ახლოვდებოდა, მაკ-კენდლესმა უფრო თბილი კლიმატის ზონაში გადასვლა გადაწყვიტა.
When Westerberg was jailed and the work came to a halt, and with winter coming on, McCandless headed for warmer climes.
598571.
ველურ გარემოში | თავი 4
28 ოქტომბერს შორ მარშრუტებზე მავალი სატვირთო მანქანით კალიფორნიის ქალაქ ნიდლსში ჩავიდა.
On October 28, he caught a ride with a long-haul trucker into Needles, California.
598572.
ველურ გარემოში | თავი 4
„ბედნიერი ვარ, მდინარე კოლორადოს რომ მივაღწიე“, ჩაწერა მაკ-კენდლესმა თავის დღიურში.
“Overjoyed upon reaching the Colorado River,” McCandless wrote in his journal.
598573.
ველურ გარემოში | თავი 4
შემდეგ მაგისტრალიდან გადავიდა და სამხრეთისკენ ფეხით გაუყვა გზას უდაბნოს გავლით, მდინარის გაყოლებაზე.
Then he left the highway and started walking south through the desert, following the riverbank.
598574.
ველურ გარემოში | თავი 4
თორმეტი მილის გავლის შემდეგ არიზონაში მდებარე ტოპოკში ჩავიდა, შტატთაშორისი მე-40 მაგისტრალის განაპირას მდებარე მტვრიან დასახლებაში, იქ, სადაც კალიფორნიის საზღვართან მაგისტრალს ჩქაროსნული ავტოსტრადა კვეთს.
Twelve miles on foot brought him to Topock, Arizona, a dusty way station along Interstate 40 where the freeway intersects the California border.
598575.
ველურ გარემოში | თავი 4
ვიდრე ტოპოკში იყო, გასაყიდად გამოტანილ მეორეულ ალუმინის კანოეს წააწყდა და მისი ყიდვა გადაწყვიტა, მდინარე კოლორადოს დაუყვებოდა კალიფორნიის ყურემდე, მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ დაახლოებით ოთხასი მილით სამხრეთით.
While he was in town, he noticed a secondhand aluminum canoe for sale and on an impulse decided to buy it and paddle it down the Colorado River to the Gulf of California, nearly four hundred miles to the south, across the border with Mexico.
598576.
ველურ გარემოში | თავი 4
მდინარის ქვემო დინებას ჰუვერის კაშხლიდან ყურემდე ცოტა რამ აქვს საერთო იმ დაუოკებელ მორევთან, რომელიც ტოპოკამდე დაახლოებით 250 მილის დაშორებით ხმაურით მიაპობს დიდ კანიონს.
This lower stretch of the river, from Hoover Dam to the gulf, has little in common with the unbridled torrent that explodes through the Grand Canyon, some 250 miles upstream from Topock.
598577.
ველურ გარემოში | თავი 4
კაშხლებსა და არხებში მოქცეული დაშოშმინებული კოლორადო მშვიდი ბუტბუტით მიედინება წყალსატევიდან წყალსატევამდე და კონტინენტის ყველაზე ცხელ, არიდულ ტერიტორიას კვეთს.
Emasculated by dams and diversion canals, the lower Colorado burbles indolently from reservoir to reservoir through some of the hottest, starkest country on the continent.
598578.
ველურ გარემოში | თავი 4
მაკ-კენდლესი მოხიბლა ლანდშაფტის სიდიადემ, მისი მლაშობების სილამაზემ.
McCandless was stirred by the austerity of this landscape, by its saline beauty.
598579.
ველურ გარემოში | თავი 4
უდაბნომ გაამწვავა მისი სურვილის ტკბილი ტკივილი, შეავსო, მკაცრი გეოლოგიური მიდამოსა და ირიბად დახრილი მზის სხივების ფორმა მიანიჭა.
The desert sharpened the sweet ache of his longing, amplified it, gave shape to it in sere geology and clean slant of light.
598580.
ველურ გარემოში | თავი 4
ტოპოკიდან მაკ-კენდლესი სამხრეთით წავიდა ტბა ჰავასუს გავლით, უზარმაზარი და ცარიელი ცის კამარის ქვეშ მიცურავდა.
From Topock, McCandless paddled south down Lake Havasu under a bleached dome of sky, huge and empty.