მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598601.
ველურ გარემოში | თავი 4
იქამდე კი ყოველთვის გიხსენებ, როგორც მეგობარს.
’Til then I’ll always think of you as a friend.
598602.
ველურ გარემოში | თავი 4
2 დეკემბერს მორელოსის კაშხალსა და მექსიკის საზღვარს მიაღწია.
On December 2, he reached the Morelos Dam and the Mexican border.
598603.
ველურ გარემოში | თავი 4
იმის შიშით, რომ საბუთების არქონის გამო არ შეუშვებენ, კანოეთი გაცურა კაშხლის გახსნილ რაბში და მერე წყლის დინებას მიჰყვა.
Worried that he would be denied entry because he was carrying no identification, he sneaked into Mexico by paddling through the dam’s open floodgates and shooting the spillway below.
598604.
ველურ გარემოში | თავი 4
„ალექსი სწრაფად იხედება უკან“, წერია მის დღიურში, „ხიფათის მომასწავებელ ნიშნებს უთვალთვალებს, მაგრამ მექსიკაში მისი შესვლა არავის შეუნიშნავს. ალექსი გახარებულია!“
“Alex looks quickly around for signs of trouble,” his journal records. “But his entry of Mexico is either unnoticed or ignored. Alexander is jubilant!”
598605.
ველურ გარემოში | თავი 4
მაგრამ სიხარული ხანმოკლე გამოდგა.
His jubilance, however, was short-lived.
598606.
ველურ გარემოში | თავი 4
მორელოსის კაშხლის ქვემოთ მდინარე დაქსელილია სარწყავი არხებით, ჭაობებით, ჩიხად ქცეული არხებით, რომლებშიც მაკკენდლესი ხშირად კარგავდა გზას: არხები სხვადასხვა მიმართულებით მიდის.
Below the Morelos Dam the river turns into a maze of irrigation canals, marshland, and dead-end channels, among which McCandless repeatedly lost his way: Canals break off in a multitude of directions.
598607.
ველურ გარემოში | თავი 4
არხის მომსახურე პერსონალს ხვდება, რომლებსაც ცოტათი ესმით ინგლისური.
Encounters some canal officials who can speak a little English.
598608.
ველურ გარემოში | თავი 4
ისინი ეუბნებიან, რომ სამხრეთისკენ კი არა, დასავლეთისკენ მოგზაურობს და ბახას ნახევარკუნძულის შუაგულში აღმოჩნდება.
They tell him he has not been traveling south but west and is headed for the center of the Baja Peninsula.
598609.
ველურ გარემოში | თავი 4
ალექსი სასოწარკვეთილია.
Alex is crushed.
598610.
ველურ გარემოში | თავი 4
დაჟინებით ამტკიცებს, რომ უნდა არსებობდეს კალიფორნიის ყურემდე წყლით მიღწევის მარშრუტი.
Pleads and persists that there must be some waterway to the Gulf of California.
598611.
ველურ გარემოში | თავი 4
ისინი ალექსს ისე მიშტერებიან, თითქოს შეშლილია.
They stare at Alex and think him crazy.
598612.
ველურ გარემოში | თავი 4
შემდეგ გაცხარებული საუბარი იმართება, რუკებისა და ბოლომოკვნეტილი ფანქრების თანხლებით.
But then a passionate conversation breaks out amongst them, accompanied by maps and the flourish of pencils.
598613.
ველურ გარემოში | თავი 4
10 წუთის შემდეგ ალექსს ოკეანისკენ მიმავალ გზას უხაზავენ.
After 10 minutes they present to Alex a route which apparently will take him to the ocean.
598614.
ველურ გარემოში | თავი 4
ალექსი გახარებულია, მის გულში ბედნიერება ისადგურებს.
He is overjoyed and hope bursts back into his heart.
598615.
ველურ გარემოში | თავი 4
რუკის თანახმად, არხს უნდა აუყვეს, ინდეპენდენსის არხამდე და მისი მეშვეობით აღმოსავლეთისკენ გაცუროს.
Following the map he reverses back up the canal until he comes upon the Canal de Independencia, which he takes east.
598616.
ველურ გარემოში | თავი 4
თუ რუკას დაეჯერება, მას უნდა კვეთდეს ველტეკოს არხი, რომელიც სამხრეთისკენ უხვევს და ოკეანემდე მიდის.
According to the map this canal should bisect the Wellteco Canal, which will turn south and flow all the way to the ocean.
598617.
ველურ გარემოში | თავი 4
მაგრამ ალექსს მალე იმედი უცრუვდება, იმიტომ რომ არხი შუა უდაბნოში მთავრდება.
But his hopes are quickly smashed when the canal comes to a dead end in the middle of the desert.
598618.
ველურ გარემოში | თავი 4
მიდამოს დაზვერვამ ცხადყო, რომ ალექსი, უბრალოდ, უკან დაბრუნდა, მდინარე კოლორადოს მშრალ კალაპოტში.
A reconnaissance mission reveals, however, that Alex has merely run back into the bed of the now dead and dry Colorado River.
598619.
ველურ გარემოში | თავი 4
მდინარის მეორე ნაპირიდან 1/2 მილის დაშორებით სხვა არხი იპოვა და მასზე გაცურვა გადაწყვიტა.
He discovers another canal about 1/2 mile on the other side of the river bed. He decides to portage to this canal.
598620.
ველურ გარემოში | თავი 4
მაკ-კენდლესმა ახალ არხში კანოესა და ნივთების გადატანას სამი დღე მოანდომა.
It took McCandless most of three days to carry the canoe and his gear to the new canal.