მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598661.
ველურ გარემოში | თავი 4
16 იანვარს მაკ-კენდლესმა ლითონის ნავი ელ გოლფო სანტა კლარას სამხრეთ აღმოსავლეთით, ერთ-ერთ დიუნზე დატოვა და ჩრდილოეთისკენ ფეხით გაუყვა ცარიელ სანაპიროს.
On January 16, McCandless left the stubby metal boat on a hummock of dune grass southeast of El Golfo de Santa Clara and started walking north up the deserted beach.
598662.
ველურ გარემოში | თავი 4
უკვე ოცდათექვსმეტი დღე იყო, რაც სულიერს არ შეხვედრია.
He had not seen or talked to another soul in thirty-six days.
598663.
ველურ გარემოში | თავი 4
ამ ხნის განმავლობაში ორ კილოგრამზე ცოტა მეტი ბრინჯითა და ზღვის ნობათით იკვებებოდა; ამ გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ მცირე რაციონითაც კი შეეძლო ალასკაზე თავი გაეტანა.
For that entire period he subsisted on nothing but five pounds of rice and what marine life he could pull from the sea, an experience that would later convince him he could survive on similarly meager rations in the Alaska bush.
598664.
ველურ გარემოში | თავი 4
აშშ-ის საზღვართან 18 იანვარს მივიდა.
He was back at the United States border on January 18.
598665.
ველურ გარემოში | თავი 4
საემიგრაციო სამსახურმა საზღვრის უსაბუთოდ გადაკვეთისთვის დააპატიმრა, ერთი ღამე საკანში გაატარა, შემდეგ კი გაათავისუფლეს ასე თუ ისე დამაჯერებელი ტყუილის საფუძველზე, თუმცა იძულებული გახდა ხელისუფლებისთვის ჩაებარებინა თავისი 38-კალიბრიანი რევოლვერი, „მშვენიერი კოლტ პითონი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა“.
Caught by immigration authorities trying to slip into the country without ID, he spent a night in custody before concocting a story that sprang him from the slammer, minus his .38-caliber handgun, a “beautiful Colt Python, to which he was much attached.”
598666.
ველურ გარემოში | თავი 4
მაკ-კენდლესი მომდევნო ექვსი კვირა სამხრეთ-დასავლეთისკენ მიდიოდა, იმოგზაურა ჰიუსტონიდან წყნარი ოკეანის სანაპირომდე.
McCandless spent the next six weeks on the move across the Southwest, traveling as far east as Houston and as far west as the Pacific coast.
598667.
ველურ გარემოში | თავი 4
3 თებერვალს, დღიურის თანახმად, მაკ-კენდლესი ლოს-ანჯელესში ჩავიდა „პირადობის მოწმობის ასაღებად და სამუშაოს საშოვნელად, მაგრამ საზოგადოებაში თავი მეტად არაკომფორტულად იგრძნო და სასწრაფოდ მაგისტრალს დაუბრუნდა“.
On February 3, according to his journal, McCandless went to Los Angeles “to get a ID and a job but feels extremely uncomfortable in society now and must return to road immediately.”
598668.
ველურ გარემოში | თავი 4
ექვსი დღის შემდეგ, დიდი კანიონის ერთ-ერთ წვერზე დაბანაკებულმა ტომასთან და კარინთან, ახალგაზრდა გერმანელების წყვილთან ერთად, რომელსაც დაემგზავრა, დღიურში ჩაწერა: „ნუთუ ეს იგივე ალექსია, რომელმაც 1990 წლის ივლისში მოგზაურობა დაიწყო?
Six days later, camped at the bottom of the Grand Canyon with Thomas and Karin, a young German couple who had given him a ride, he wrote, “Can this be the same Alex that set out in July, 1990?“
598669.
ველურ გარემოში | თავი 4
ცუდად კვება და გზა მის გარეგნობაზე აისახა.
Malnutrition and the road have taken their toll on his body.
598670.
ველურ გარემოში | თავი 4
24 თებერვალს, „დაცუნის“ მიტოვებიდან შვიდნახევარი თვის შემდეგ, მაკ-კენდლესი დეტრიტულ კალაპოტში, ხევში დაბრუნდა.
On February 24, seven and a half months after he abandoned the Datsun, McCandless returned to Detrital Wash.
598671.
ველურ გარემოში | თავი 4
ეროვნული ნაკრძალის რეინჯერებს მისი მანქანა უკვე დიდი ხნის წაყვანილი ჰყავდათ, მაგრამ ამოთხარა მიწაში დაფლული თავისი ძველი ვირჯინიული სანომრე ტრაფარეტები, SJ-421, ასევე ნივთების ნაწილი.
The Park Service had long since impounded the vehicle, but he unearthed his old Virginia plates, SJF-421, and a few belongings he’d buried there.
598672.
ველურ გარემოში | თავი 4
ლას-ვეგასისკენ გაეშურა და სამუშაო იშოვა იტალიურ რესტორანში.
Then he hitched into Las Vegas and found a job at an Italian restaurant.
598673.
ველურ გარემოში | თავი 4
„ალეგზანდერმა თავისი ზურგჩანთა უდაბნოში ჩაფლა მიწაში 2/27-ში და ლას-ვეგასში შევიდა ფულისა და საბუთის გარეშე“, გვამცნობს მისი დღიური.
“Alexander buried his backpack in the desert on 2/27 and entered Las Vegas with no money and no ID,” the journal tells us.
598674.
ველურ გარემოში | თავი 4
ქუჩებში ცხოვრობდა მაწანწალებთან, უსახლკაროებთან და ლოთებთან ერთად.
He lived on the streets with bums, tramps, and winos for several weeks.
598675.
ველურ გარემოში | თავი 4
ლას-ვეგასი მისი ისტორიის დასასრული მაინც არ არის.
Vegas would not be the end of the story, however.
598676.
ველურ გარემოში | თავი 4
10 მაისს, მოგზაურობის სიყვარულს რომ ვერაფერი მოუხერხა, ალექსმა ვეგასში სამუშაო მიატოვა, ამოთხარა თავისი ზურგჩანთა და ისევ გზას დაუბრუნდა.
On May 10, itchy feet returned and Alex left his job in Vegas, retrieved his backpack, and hit the road again.
598677.
ველურ გარემოში | თავი 4
აღმოაჩინა, რომ თუ ისეთი სულელი ხარ, რომ ფოტოაპარატს მიწაში ჩაფლავ, შემდეგ სურათების გადაღების იმედი აღარ უნდა გქონდეს.
He found that if you are stupid enough to bury a camera underground you won’t be taking many pictures with it afterwards.
598678.
ველურ გარემოში | თავი 4
ამიტომაა, რომ 1991 წლის 10 მაისიდან 1992 წლის 7 იანვრამდე მის დღიურში ფოტოები არ არის.
Thus the story has no picture book for the period May 10, 1991-January 7, 1992.
598679.
ველურ გარემოში | თავი 4
თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს.
But this is not important.
598680.
ველურ გარემოში | თავი 4
ღმერთო, რა ბედნიერებაა, როცა ცოცხალი ხარ! გმადლობ. გმადლობ.
God it’s great to be alive! Thank you. Thank you.