მოიძებნა 668043 ჩანაწერი
598681.
ველურ გარემოში | თავი 5
ბეკში გაღვიძებული დომინანტი პირველყოფილი ცხოველი ძლიერი იყო, და უფრო და უფრო ძლიერდებოდა ცხოვრების სასტიკ პირობებში.
The dominant primordial beast was strong in Buck, and under the fierce conditions of trail life it grew and grew.
598682.
ველურ გარემოში | თავი 5
როდესაც ფოტოაპარატი გაფუჭდა და მაკ-კენდლესმა ფოტოების გადაღება შეწყვიტა, ასევე შეწყვიტა დღიურის წარმოება და განაახლა მხოლოდ მომდევნო წელს, ალასკაზე ყოფნისას.
When his camera was ruined and McCandless stopped taking photographs, he also stopped keeping a journal, a practice he didn’t resume until he went to Alaska the next year.
598683.
ველურ გარემოში | თავი 5
სწორედ ამიტომ, 1991 წლის მაისში ლასვეგასიდან წასვლის შემდეგ მოგზაურობაზე ცოტა რამაა ცნობილი.
Not a great deal is known, therefore, about where he traveled after departing Las Vegas in May 1991.
598684.
ველურ გარემოში | თავი 5
ჯენ ბურსისთვის გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ მაკ-კენდლესმა ივლისი და აგვისტო ორეგონში გაატარა, ალბათ ასტორიის მახლობლად, სადაც „ხშირ აუტანელ ნისლსა და წვიმას“ უჩიოდა.
From a letter McCandless sent to Jan Burres, we know he spent July and August on the Oregon coast, probably in the vicinity of Astoria, where he complained that “the fog and rain was often intolerable.”
598685.
ველურ გარემოში | თავი 5
სექტემბერში 101-ე ავტომაგისტრალით კალიფორნიამდე ჩააღწია, შემდეგ ისევ აღმოსავლეთისკენ, უდაბნოში წავიდა.
In September he hitched down U.S. Highway 101 into California, then headed east into the desert again.
598686.
ველურ გარემოში | თავი 5
ოქტომბრის დასაწყისში არიზონაში მდებარე ქალაქ ბულჰიდში მოხვდა.
And by early October he had landed in Bullhead City, Arizona.
598687.
ველურ გარემოში | თავი 5
ბულჰიდისთვის ქალაქის დარქმევა XX საუკუნისთვის დამახასიათებელი ოქსიმორონია.
Bullhead City is a community in the oxymoronic, late-twentieth-century idiom.
598688.
ველურ გარემოში | თავი 5
დასახლება, რომელსაც აშკარად გამოკვეთილი ცენტრი არ აქვს, მდინარე კოლორადოს ნაპირის გასწვრივ ცამეტ-თოთხმეტ კილომეტრზე გადაჭიმული უბნებისა და პროსპექტების უწესრიგო კონგლომერატია, მოპირდაპირე მხარეს ნევადის ქალაქ ლაფლინის ძვირად ღირებული სასტუმროები და კაზინოებია აღმართული.
Lacking a discernible center, the town exists as a haphazard sprawl of subdivisions and strip malls stretching for eight or nine miles along the banks of the Colorado, directly across the river from the high-rise hotels and casinos of Laughlin, Nevada.
598689.
ველურ გარემოში | თავი 5
თუმცა მაკ-კენდლესს ბულჰიდი მოეწონა.
McCandless, nevertheless, took a strong liking to Bullhead.
598690.
ველურ გარემოში | თავი 5
შეიძლება ამის მიზეზი იყო მისი სულიერი სიახლოვე იმ ლუმპენებისადმი, რომლებიც მრავლად იყვნენ ტრაილერების სადგომებზე, კემპინგების ზონებსა და ავტომატურ სამრეცხაოებში; ან იქნებ, ქალაქის გარშემო გადაჭიმული უდაბნოს მკაცრმა ლანდშაფტმა მოხიბლა.
Maybe it was his affinity for the lumpen, who were well represented in the community’s trailer parks and campgrounds and laundromats; perhaps he simply fell in love with the stark desert landscape that encircles the town.
598691.
ველურ გარემოში | თავი 5
ასეა თუ ისე, ბულჰიდში მაკ-კენდლესი ორ თვეს დარჩა – შესაძლოა, ატლანტიდან ალასკამდე მოგზაურობის პერიოდში ეს არის ერთ ადგილზე ყოფნის მისეული რეკორდი, თუ არ ჩავთვლით სტემპიდის ბილიკზე მიტოვებულ ავტობუსში ცხოვრებას.
In any case, when he arrived in Bullhead City, McCandless stopped moving for more than two months—probably the longest he stayed in one place from the time he left Atlanta until he went to Alaska and moved into the abandoned bus on the Stampede Trail.
598692.
ველურ გარემოში | თავი 5
ოქტომბერში უესტერბერგისთვის გაგზავნილ საფოსტო ბარათში ბულჰიდის შესახებ ამბობს: „მშვენიერი ადგილია ზამთრის გასატარებლად და იქნებ თავი დავანებო მაწანწალობას, ერთ ადგილზე დავსახლდე.
In a card he mailed to Westerberg in October, he says of Bullhead, “It’s a good place to spend the winter and I might finally settle down and abandon my tramping life, for good.”
598693.
ველურ გარემოში | თავი 5
როდესაც ამ სიტყვებს წერდა, უკვე ჰქონდა ნამდვილი, სრულგანაკვეთიანი სამუშაო ქალაქის მთავარ ქუჩაზე გახსნილ „მაკდონალდსში“, სადაც ველოსიპედით მივიდა.
At the time he wrote these words, he was holding down a full-time job, flipping Quarter Pounders at a McDonald’s on the main drag, commuting to work on a bicycle.
598694.
ველურ გარემოში | თავი 5
უცნაურია, მაგრამ „მაკდონალდსში“ სამუშაოს მისაღებად თავი არა ალექს, არამედ კრის მაკ-კენდლესად წარუდგინა და დამსაქმებელს სოციალური დაზღვევის რეალური ნომერი უკარნახა.
Curiously, when McCandless applied for the McDonald’s job, he presented himself as Chris McCandless, not as Alex, and gave his employers his real Social Security number.
598695.
ველურ გარემოში | თავი 5
ბულჰიდის „მაკდონალდსის“ გრილზე ოფლის ღვრიდან ორი წლის თავზე ოქროსფერი თაღების ქვეშ მომუშავე მისი კოლეგები ბევრს ვერაფერს ჰყვებიან კრის მაკ-კენდლესის შესახებ.
Two years after he sweated over the grill in Bullhead, his colleagues at the golden arches don’t recall much about Chris McCandless.
598696.
ველურ გარემოში | თავი 5
– ერთი რამ კარგად მახსოვს წინდების თაობაზე, – ამბობს მენეჯერის ასისტენტი, მსუქანი და ყბედი მამაკაცი, სახელად ჯორჯ დრიზენი.
“One thing I do remember is that he had a thing about socks,” says the assistant manager, a fleshy, garrulous man named George Dreeszen.
598697.
ველურ გარემოში | თავი 5
– ფეხსაცმელს ყოველთვის წინდის გარეშე იცვამდა – უბრალოდ, ვერ იტანდა წინდას.
“He always wore shoes without socks—just plain couldn’t stand to wear socks.
598698.
ველურ გარემოში | თავი 5
მაგრამ „მაკდონალდსში“ მომსახურე პერსონალს სტანდარტულად უნდა ეცვას, რაც ფეხსაცმლისა და წინდასაც გულისხმობს.
But McDonald’s has a rule that employees have to wear appropriate footwear at all times. That means shoes and socks.
598699.
ველურ გარემოში | თავი 5
კრისიც წესებს ემორჩილებოდა, თუმცა, მისი ცვლა დასრულდებოდა თუ არა, ბახ! – პირველი, რასაც აკეთებდა, წინდის გახდა იყო.
Chris would comply with the rule, but as soon as his shift was over, bang! —-the first thing he’d do is peel those socks off.
598700.
ველურ გარემოში | თავი 5
მაგრამ, კარგი ყმაწვილი იყო და შესანიშნავი თანამშრომელი.
But he was a nice kid and a good worker.